უცნაური

15000 წლის უკან ვიღაც დაფრინავდა და იყენებდა ბირთვულ იარაღს

65738f16685f
ინდოეთის ქალაქ ხაიდარაბადში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი «მეცნიერება და ტექნიკა ძველ ინდოეთში», სადაც ლაპარაკი იყო საოცარ საფრენ აპარატებზე, ვიმანებზე და იდუმალ ქალაქზე, მაჰენჯო დარა, რომელიც განადგურებული იქნა საშინელი ძალის იარაღით.

ბრძოლა ცაში

<<…როცა დადგა დილა, რამამ აიღო ზეციური ხომალდი და გასაფრენად მოემზადა. ხომალდი იყო დიდი და ლამაზად მორთული, ორ სართულიანი, ბევრი ოთახებითა და ფანჯრებით. ხომალდმა მელოდიური ხმა გამოსცა სანამ ზეცაში აიჭრებოდა>> ასეა აღწერილი ძველ ინდურ ეპოსში <<რამაიანა>>-ში გმირი ღმერთის რამას სტარტი ზეციური ხომალდით. ეს არაა ერთადერთი მტკიცებულება, თითქმის ყველა სანსკრიტულ (ძველი ინდური ენა) ტექსტებში აღწერილია თუ როგორ იბრძოდნენ ღმერთები ცაში მფრინავი აპარატების, ვიმანების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილი იყო იარაღით.

69bf59e1a1cf

მაგალითად ბრძენის მახარაჯა ბხარადვაჯას წიგნში <<ვიმანიკ პრაკარანამ>> (სანსკრიტულიდან ითაეგმნება როგორც <<ტრაქტატი ფრენაზე>> ) მოხსენიებულია სინათლის კონა, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ ობიექტზე ფოკუსირება და მისი განადგურება.

c62f65861806

ბევრი ძველი მანუსკრიპტი შეიცავს ძველი აპარატების დეტალურ ტექნიკურ მონაცემებს სიტყვებით, როგორიცაა <<წევა>>, <<გრაფიტი>>, <<სპილენძით დაფარული ხვია>>, <<კრისტალური ინდიკატორები>>. არის დეტალერი აღწერა თუ როგორ მართო ვიმანი, რაც არ სჭირდება ზღაპრულ საფრენ აპარატებს, როგორიცაა მფრინავი ხალიჩა ან ალქაჯების ცოცხი. თუ ტექსტებს დავუჯერებთ აპარატებს შეეძლოთ ჰაერში დაკიდება და მიმართულების მკვეთრი შეცვლა, რაც დღევანდელ დღეს ამო-სთვისაა დამახასიათებელი.

73acadb19c9a

 

73e02ae83a52

ვიმანების გამოსახულუბა აბიდოსის ტაძარში (ეგვიპტე)

 

 

მაჰენჯო დარას საიდუმლო

ცნობილია, რომ ნაცისტები დაინტერესებულნი იყვნენ ინდოეთითა და ტიბეტით და თუ ხმებს დავუჯერეთ ნაცისტურმა გერმანიამ შექმნა ე.წ. მფრინავი თეფშები. 1930-იანი წლების დასაწყისში ისინი ყოველ წელს გზავნიდნენ ექსპედიციას ამ ადგილებში. ეტყობა საფრენ აპარატებთან დაკავშირებიტ რაღაც მოიძიეს.
ლეგენდის თანახმად ძველი ინდური ამპერია რამა 15000 წლის წინ გაანადგურა რაღაც მძლავრმა იარაღმა. ინგლისელმა მკვლევარმა დევიდ დევენპორტმა გამოიკვლია <<ვიმანიკ პრაკარანამ>>-ა და <<რამაიანა>> და როცა გაანალიზა ის ადგილი, სადაც აღწერილია იარაღის ძალა, მივიდა დასკვნამდე: ქალაქი მაჰენჯო დარა და მასთან მიმდებარე ქალაქები, რომლებიც მიეკუთვნება არიულამდე არსებულ ცივილიზაციას, მდებარე პაკისტანში, მდინარე ინდის აუზში განადგურებულნი იქნენ ატომური აფეთქებით.
აი რა არის ნათქვამი ერთერთ ბრძოლაზე: <<გურკა (gurkha-ღვთაება), რომელიც მოფრინდა სწრაფი და მძლავრი ვიმანით, სამი ქალაქის წინააღმდეგ გაგზავნა ერთი ძლიერი მუხტი, რომელიც დამუხტული იყო სამყაროს მთელი ძალით. ცეცხლისა და კვამლის უზარმაზარი ბოძი ავარდა და განათდა როგორც ათასი მზე… დაღუპული ხალხის ამოცნობა შეუძლებელი იყო, ხოლო გადარჩენილებმა დიდხანს ვერ იცოცხლეს: მათ გასცვივდათ თმები, კბილები და ფრჩხილები>> ძალიან ჰგავს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ბირთვული ბომბის აფეთქებას და რადიაციულ დასხივებას.

babf13337038

რაც მთავარია: მაჰენჯო დარას ნანგრევებში შეინიშნება ძალიან მაღალი ტემპერატურისა და დარტყმითი ტალღის კვალი. სავარაუდო აფეთქების ეპიცენტრში ნაპოვნი კერამიკის ნამტვრევები გამდნარია. ასევე აქვე ნაპოვნი ქვიშა მაღალი ტემპერატურის გამო მინადაა გადაქცეული.

01885478975a
მაჰენჯო დარა

 

665389d495f6
გამდნარი კერამიკის ნამტვრევები

 

აპარატების ოთხი ტიპი
თუ უძველეს ტექსტებს დავუჯერებთ ღმერთებს მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატი მაინც ჰქონდათ-<<რუკმა ვიმანა>>, <<სუნდარა ვიმანა>>, <<ტრიპურა ვიმანა>> და <<შაკუნა ვიმანა>>. პირველი ორი იყო კონუსისებური, გარსშემონადენი ფორმით. იყვნენ სამ იარუსიანები.

b9d93e9b267f

სუნდარა ვიმანა

3c49429295ab
რუკმა ვიმანა

ძრავები განთავსებული იყო ძირში.

<<ტრიპურა ვიმანა>>-მოზრდილი იყო ხომალდი იყო.
028d98d00d9b
ტრიპურა ვიმანა
და მრავალმხრივი დანიშულებისათვის გამოიყენებოდა. აპარატის გამოყენება შეიძლებოდა როგორც საჰაერო, ისე წყალქვეშა მოგზაურობისათვის

8eab3059cdd6

 

 

de03d4db321b
შაკუნა ვიმანა

<<ვიმანიკა პრაკარანამ>>-ის მიხედვით ვიმანების სამშენებლო მატერიალად გამოიყენებოდა მეტალის სამი სახეობა: <<სომაკა>>, <<საუნდალიკა>>, <<მაურტხვიკა>> და ასევე შენადნობები, რომლებსაც შეეძლოთ მაღალი ტემპერატურის გაძლება.

რითი იყვნენ აღჭურვილნი

<<ვიმანიკა პრაკარანა>>-ში მთელი თავია მიძღვნილი უნიკალური მოჭყობილობის <<გუხაგარაბდაშ იანტრა>>-ს აღწერილობას, რომელიც ყენდება საფრენ აპარატზე. როგორც ძველ წიგნში წერია, მისი საშუალებით მაღლიდან შეიძლებოდა მიწისქვეშ დამალული საგნების ადგილმდებარეობის დადგენა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ლაპარაკია რადარზე, რომელიც რეაგირებს მოწინააღმდეგის შენიღბულ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე.
ხელსაწყო შედგებოდა 12 ბლოკისგან. მისი ნაწილები შედგებოდა ნახევარგამტარი შენადნობისაგან <<ჩამბაკ მანი>>, რომლებიც იყვნენ <<შაკტი ძალის>> წყაროები. ნარინა შეხტის აზრით, ამ შემთხვევაში ლაპარაკია მძლავრი გამოსხივების წყაროზე, რომელსაც შეუძლია მიწისქვეშ დაფარული საგნების აღმოჩენა მიკრო ტალღების გაგზავნით და მათი მიღების მეშვეობით.

ნარინ შეხტის დასჭირდა სამი წელი, რომ დაედგინა 14 ნივთიერება, რისგანაც ფორმულის თანახმად შედგება შენადნობი <<ჩამბაკ მანი>>. შემდეგ მეცნიერმა შეძლო ამ ნივთიერების დამზადება ინდოეთის, ბომბეის ტექნიკური ინსტიტუტის დახმარებით. შენადნობი აღწერილია, როგორც <<მყარი, შავი ფერის ნივთიერება, მაგნიტური თვისებით, რომელიც არ იხსნება მჟავაში>>. მის შემადგენლობაში ძირითადად შედის სილიციუმი, ნატრიუმი, სპილენძი და რკინა.
<<გუხაგარაბდაშ იანტრა>> ერთერთი მადგანია იმ 32 მოწყობილობიდან, რომლებიც აღწერილობის მიხედვით ყენდებოდნენ საფრენ აპარატებზე. დანარჩენები დღევანდელი გაგებით ასრულებდნენ რადარის, ფოტოაპარატის, პროჟექტორის და სხვა მოწყობილობების ფუნქციებს.
აგრეთვე იყო სარკეები ლინზებით ვიზუალური დაკვირვებისათვის. ერთერთი მათგანი <<პინჯულის სარკე>> განკუთვნილი იყო პლოტების თვალების დასაცავად მოწინააღმდეგის <<დემონური სხივებისაგან>>.

ვისთან ომობდნენ?

არა მარტო ინდოეთში პოულობენ დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ ჩვენი წინაპრების საფრენ აპარატებს. ჩინეთში,ლხასაში (ტიბეტი) აღმოაჩინეს რამდენიმე ძველი ტექსტი სანსკრიტულ ენაზე და სათარგმნელად გადასცეს ქალაქ ჩანდრიდახში არსებულ პანჯაბის უნივერსიტეტს.

915b66c25bcb

როგორც დოქტორმა რუტ რეინმა აღნიშნა, დოკომენტში მოთხრობილია ვარსკვლათშორის საფრენ კოსმოსურ ხომალდების კონსტრუქციაზე. აღწერილია ძრავებიც, რომელთა მოქმედების პრინციპი ანტიგრავიტაციულია და გამოიყენებდა რაღაც ენერგიას სახელად <<ეგო>> (EGO).
დოქტორმა რეინმა თქვა, რომ დოკუმენტების მიხედვით ამ აპარატებს ერქვათ <<ასტრა>> და ძველ ინდოელებს შეეძლოთ ადამიანის გაგზავნა ნებისმიერ პლანეტაზე.
ინდურ ეპოსში <<რამაიანა>>-ში ზედმიწევნით ზუსტადაა აღწერილი არამარტო ვარსკვლავშორისი გადაფრენები ხომალდი <<ასტრა>>-თი, არამედ შეტაკება მთვარეზე ძველ ინდოელებსა და ატლანტების ხომალდ <ვაილისკი>>-ს შორის, რომელიც ასევე კარგად მანევრირებდა კოსმოსში, ატმოსფეროში და წყლის ქვეშ. თუ დავუჯერებთ მსგავს წყაროებს რამას იმპერია არსებობდა ატლანტიდას პარალელურად და კონკურენციასაც კი უწევდა.

9bffe0092ef0

წარსულში არსებული საფრენი აპარატების არსებობის ახსნა მარტო მაღალგანვითარებული ცივილიზაციით არ აიხსნება. იქნებ <<ვიმანიკა პრაკარანამ>> უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შედეგად შეიქმნა? ვინ იცის რამდენი საიდუმლო იმალება ბურუსით მოცულ წარსულში და როდის აეხდება ყველაფერს ფარდა.
e446af88a6ef

 

 

83e330854524
ქალაქ აბიდოსში (ეგვიპტე) აღმოჩენილი ფრესკები. დასკვნები თქვენ გააკეთეთ

წყარო : paranormal-news.ru

saladini

mikvars ucnaurobebi
Back to top button