ჟურნალმა Time გამოაქვეყნა 2010 წლის ფოტო-ჟურნალისტიკის საუკეთესო ნამუშევრები. ფოტოებით გაშუქებული 2010 წელი…
მიწისძვრა ჰაიტიში
12 იანვარს ჰაიტიში რიხტერის სკალამ 7ბალიანი მიწისძვრა დააფიქსირა
კატასტროფა
ჰაიტის მთავრობის თქმით, 230 000 ადამიანი გარდაიცვალა და 1 000 000 დარჩა უსახლკაროდ
სიკვდილი ქუჩებში
ამოუცნობი გვამები ჰაიტის ქალაქ პორტ-ო-პრენსის ქუჩებში, მიწისძვრის შემდეგ
სასტიკი საქმე
პორტ-ო-პრენსის სასაფლაოზე გვამებისთვის ადგილები აღარ იყო
გოდება
5 აპრილს, აფეთქებამ დასავლეთ ვირჯინიაში 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
ცეცხლი ცაში
ჩინეთში, 17 ივლისს, მეხანძრეები ცდილობენ ჩააქრონ ცეცხლი, რომელიც ნავთობსადენის აფეთქებამ გამოიწვია.
ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში
ვულკანის მიერ ამოფრქვეულმა ფერფლმა გადაფარა დიდი ბრიტანეთი და დიდი ბრიტანეთი, რამაც გამოიწვია 6დღიანი საჰაერო დაბრკოლებები
შემოტევა
ამერიკის და მისი მოკავშირეების აგრესიული ქმედება ავღანეთში, 2010 წლის გაზაფხულზე
ბურღი
ისრაელის არმიის მიერ გადაღებული ვიდეო, დისტრიბუციის ცენტრში ხსნის თუ როგორ უნდა გამოიყენო გაზსაწინააღმდეგო ნიღაბი
ჩილეელი მაღაროელების პოვნა
მაშველებლმა 17 დღიანი დაუღალავი შრომის შემდეგ იპოვეს 33 მაღაროელი, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ
შეყვარებულები
მაღაროელი ოსმან არაია ეხუტება მის მეუღლეს მიწისქვეშეთის 69დღიანი ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევის შემდეგ
გადაფრენა
ფრინველების საოცარი გადაფრენა დიდ ბრიტანეთში
უსახელო მსხვერპლი
“ნავთობშემოსილი მომღიმარი თოლია” ლოს ანჯელესში გემის ჩაძირვის შემდეგ
ზეთოვანი არეულობა
მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნედლი ნავთობი
წითელი ტალახის მდინარე
ოქტომბერში, დაბინძურებული წყლისა და სამთო-მომპოვებითი ნარჩენების ტოქსიკურმა ნარევმა უნგრეთის რამდენიმე სოფელი დატბორა
მაღალი წყლის ხაზი
ტალახმა ამ სიმაღლეზეც კი მიაღწია
გრაფიტი თალიბანში
მეამბოხეთა მიერ შესრულებული ნახატები ფარავს ძალიან ბევრ კედელს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამერიკელები ფლობენ
დაკავებული
არაკანონიერი საბრძოლო დაჯგუფების Lashkar-e-Jhangvi-ს დაპატიმრებული წევრი მედიას წარუდგინეს
კედელი
ცემენტის ბარიერი საზღვრავს ქუჩას ბაღდადში (ერაყი)
ეშმაკი ძაღლები
ამერიკის საზღვაო ფლოტის ჯარისკაცი აჩვენებს თავის ტატუს. ძაღლი ამერიკული ფლოტისთვის საკმაოდ პოპულარული სიმბოლოა
ვალმოხდილი რაზმი
ვირჯინიის სახელმწიფო დაცვის წევრები ელოდებიან თვითმფრინავის აფრენას 12 თვიანი ვალდებულების მოხდის შემდეგ ერაყში
ვინ შეაჩერებს წვიმას?!
31 მაისს, ხსოვნის დღეს, პრეზიდენტ ობამას მოუწია მისი მიმართვის შეწყვეტა და სცენის დატოვება კოკისპირული წვიმის გამო
წყალდიდობა პაკისტანში
წყალდიდობის გამო ქალაქი ორ ნაწილად გაიყო
გადაადგილებულნი
პატარა ბიჭუნა და მოხუცი მამაკააცი ცდილობენ გაექცნენ წყალდიდობას პაკისტანში
სიცოცხლის ხაზი
ისინი, ვინც პაკისტანის წყალდიდობას გადაურჩნენ ხელს იშვერენ თვითმფრინავისკენ, რომელსაც მათთვის საჭმელი მოაქვს
ცარიელი თეფში
მას შემდეგ, რაც ამთავრებს დეტროიტის უფასო სასადილოს მიერ მირთმეულ საჭმელს, 14 წლის თაირა მორგანი მის დაცარიელებულ თეფშს დასცქერის
გამაგრებული
25 ოქტომბერს ამოფრქვეულმა ვულკანმა ინდონეზიაში ეს სოფელი ფერფლით გადაფარა
სამზადისი
ტრადიციელი ინდიელი მოჭიდავე თავს ტალახით ისვრის ერთ-ერთი ვარჯიშის დროს
მნიშვნელოვანი გზავნილი
ვირს გადააქვს საარჩევნო ყუთები ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში (სადაც მანქანით ასვლა შეუძლებელია) არჩევნებამდე ერთი დღით ადრე
საარჩევნო უბანი
9 აგვისტოს, რუანდის რესპუბლიკაში ჩატარდა პირველი არჩევნები 1994 წლის გენოციდის შემდეგ
ნათება
Myspace-ის ვარსკვლავი Tila “Tequila” Nguyen პოზირებს ფოტოგრაფების წინაშე ლოს-ანჯელესში
კულისები
მომღერალი ტეილორ სვიფტი ჩერდება კულისებში, მიჩიგანში კონცერტის დროს
დახვეწილი
ქოხის მშენებლობის დასაწყისი ჰაიტიში
საჭმელი
დაკლული საქონელი ნიგერში. ყასბები ხორცეულს გადაახარისხებენ და ნიგერიაში გადააგზავნიან გასაყიდად
სამხრეთ სუდანი
სამხრეთ სუდანელი ბიჭუნა, რომელიც იმედოვნებს, რომ 2011 წლის რეფერენდუმი დამოუკიდებლობას მოუტანს მის სამშობლოს
დაცვა
ირანში, ერთ-ერთი დღესასწაულის დროს, ქალები საკუთარ სახეს მწვანე თავსაბურავით იფარავენ, რათა პატივი მიაგონ იმამ ჰუსეინს
ხმის მიცემა
მიჩიგანელი მოქალაქე აფიქსირებს საკუთარ ნებას 2010 წლის არჩევნებზე
ყველა სიახლე
პრეზიდენტი ობამა ათვალიერებს საგაზეთო სათაურებს
გაშუქება
პაპი ბენედიქტ, მის რომაულ რეზიდენციაში, XVI უყურებს ფილმს “პიუს XII”
თოვლის გუნდა
თებერვალში, მისი ვიზიტის დროს ვაშინგტონში, დალაი-ლამამ თოვლის გუნდით წათამაშებაც მოასწრო
არც ისე პატარა მწვანე კაცები (ქალები)
ნოემბერში, აზიური თამაშების გახსნითი ცერომონიალის ცეკვა
დამამთავრებელი კლასი
ავღანეთის სახელმწიფო არმიის ახლადკურსდამთავრებული ოფიცრები ესწრებიან მათთვის გამართულ ცერმოანიას
ამბოხი ყირგიზეთში
მეამბოხეები ებრძვიან პოლიციელს
სასწრაფო!
მთავრობის მოწინააღმდეგენი მოასვენებენ შეტაკების შედეგად დაჭრილ მამაკაცს, 16 მაისს, ბანგკოკში
ქოლერა ჰაიტიში
ოჯახის წევრები ეზიდებიან ქოლერას ერთ-ერთი მსხვერპლის კუბოს
ჯარისკაცის სამუდამო განსასვენებელი ადგილი
27 წლის, ავღანეთში მოკლული ჯარისკაცის შვილი მამის საფლავზე ნინძას ანსახიერებს
უკანასკნელი რეისი
ვერტმფრენი სამშობლოში მიასვენებს ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც კანდაჰარის პროვინციაში თავდასხმას შეეწრინენ