არქივი

wwe ანუ ვრესთლინგის მსოფლიო მაშტაბის ინტერტეიმენტი

75a2de6c719f

ეს სპორტის სახეობა თუ შეიძლება ითქვას :) მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია და მრავალი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს სახეობა ვრესთლინგის სახელითაა ცნობილი, აქვს მრავალი განშტოება. უფრო დაზუსტებით, იმართება მრავალი სახის ჩემპიონატები, როგორიცაა: TV online SHOWS, PAY-PER-VIEW, Raw, Royal Rumble, Schedules, SmackDown, WWE TLC, Classics On Demand, Survivor Series, WWEClassics, WWE Superstars, WWE Bragging Rights, Full Episodes(წლის ბოლოს) და სხვა…

wwe-ს კომპანიას აფრეთვე ეკუთვნის თამაში raw vs smackdown, რომელიც ყოველ წელს სერიულად გამოდის, ყოველი მომდევნო დიდად განსხვავდება თავის წინამორბედისაგან, მუდამ სავსეა სიახლეებით.

“რესლინგი” ანუ ჭიდაობა არის სპორტის ის სახეობა, სადაც ორი, ან შეუიარაღებელი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის, რათა მოიპოვოს ძალაუფლება თავის მოწინააღმდეგეზე და მოიპოვოს გამარჯვება.
ინგლისურად სიტყვა “Wrestling’ ჭიდაობას ნიშნავს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ჭიდაობის მრავალი მრავალი სახეობა, ამერიკელებმა კი მოიფიქრეს ამ სპორტის ახალი სახეობა და მას პროფესიონალური ჭიდაობა ანუ, პროფესიონალური-რესლინგი(Pro-wrestling) დაარქვეს.

პრო-რესლინგი არის სპექტაკლი, მენეჯმენტი და მარკეტინგი ათლეტური ხელოვნებისა, რომელიც შეიცავს ქეჩ რესლინგის(Catch Wrestling), ფარსი ბრძოლისა(Mock Combat) და დრამატული წარმოდგენის(Dramatic Performance) ელემენტებს. ყველა პრო-რესლერი პროფესიონალია, რადგან რინგზე ყოფნა მოითხოვს უდიდეს ფიზიკურ გამძლეობასა და სპეციალურ გაწვრთნას.

პრო-რესლინგი უკვე გახდა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იაპონიასა და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნებში.

სპორტში ხშირად პოპულარული სპორტსმენები ხდებიან ისეთი კულტურული ხატები, როგორებიც არიან: Ric Flair , Hulk Hogan, Rikidozan და El Santo. წამყვან უნივერსიტეტებში შექმნილია სპეციალური ფაკულტეტები მათთვის, ვისაც უნდა დაეუფლოს პროფესიონალურ რესლინგს.

ამ ბიზნესიდან უკვე მილიარდობით დოლარის მოგების ნახვაა შესაძლებელი. ფედერაციები მოგებას ნახულობენ ბილეთების გაყიდვით, საფირმო საქონლის , საშინაო ვიდეოს გაყიდვით და სატელევიზიო მაუწყებლობით. პრო-რესლინგმა დიდი როლი ითამაშა Pay-Per-View(გადაიხადე და უყურე)-ს განვითარებაში. ისეთი ყოველწლიური შოუები, როგორიც არის Wrestlemania არიან ყველაზე ძვირად გაყიდვადი Pay-Per-View(გადაიხადე და უყურე) პროგრამები.

დღესდღეობით რესლინგის კომპანიებს შორის ლიდერი არის აშშ-ში დაარსებული კომპანია World Wreslting Entertainmen. მათ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კომპანია ყავთ შეძენილი , მათ შორის მათი ძველი კონკურენთი World Championship Wrestling. ამჟამად WWE-ს მთავარი კონკურენტი აშშ-ში არის Total Nonstop Action , მექსიკაში Asistencia Asesoría y Administración , იაპონიაში New Japan Pro Wrestling, ხოლო საქართველოში Georgian Wrestling Entertainment(GWE).   :lol:   :lol:   :lol:  .

სტილები .

არსებობს პროფესიონალური რესლინგის მრავალი სტილი.

სპორტული გართობა შედგება მრავალფეროვანი ელემენტებისა და დრამატული ისტორიებისაგან, მაგრამ კვლავ შენარჩუნებული სპორტული ასპექტები. ეს სტილი წარმოებულია World Wrestling Entertainment-ისა და Total Nonstop Action Wrestling-ის მიერ. ეს სტილი უდავოდ ყველაზე პოპულარული ფორმაა პროფესიონალური რესლინგისა. თავისი პოპულარობის მიუხედავათ ის ხშირად განიცდის კრიტიკას ძალადობის ხშირი გამოყენებისა და უკბილო იუმორის გამო.

სამხრეთული სტილი მოიხსენიება ასევე, როგორც – “wrasslin” (ხშირად ცინიზმით). თანაბრად შეიცავს დრამატულობასა და სპორტულობას. როგორც წესი ერთმანეთს ეჭიდებიან გმირი და ბოროტმოქმედი. შეიქმნა სამხრეთ ამერიკაში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა National Wrestling Alliance-ში, Jim Crockett Promotions-ში და World Championship Wrestling-ში.

პურორესუ შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში. რესლერები ძირითადად ცდილობენ შეიპყრონ მოწინააღმდეგე და ”ჩაკეტონ” იგი. გამოიყენება Pro Wrestling NOAH-სა და New Japan Pro Wrestling-ში.

ექსტრიმი , ანუ ჰარდკორი, ბრძოლა, ‘ნაგავი’ ან ულტრა-სასტიკი რესლინგი. ეს სტილი შეიცავს მრავალ სახიფათო ილეთებს მაგ: მოწინააღმდეგის სიმაღლიდან გადმოგდებას, ცეცხლში ჩაგდებას, სკამის თავზე გადამტვრევას და სხვა. ამ სტილში ძირითადი ყურადღება ექცევა სხვადასხვა საგნებით მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენებას. ჯერ კიდევ გამოიყენება რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის WWE-სა და იაპონურ FMW-ში.

ხელმწიფის გზა არის იაპონური პურორესუ -ს ალტერნატივა, რომელიც შეიცავ ხანგრძლივ მატჩებს, სადაც უხვადაა ფიზიკური ორთაბრძოლები. სტილი შეიქმნა All Japan Pro Wrestling-ში.
სანამ ზოგიერთი კომპანია თავიანთ მატჩებს ადგენს მხოლოდ ერთი-ორი სტილის გამოყენებით, სხვა კომპანიები, მაგ : Extreme Championship Wrestling ცნობილი , როგორც ჰარდკორ სტილის ფუძემდებელი ადგენს მატჩებს რათა ერთდროულად დააკმაყოფილოს სხვადასხვა გემოვნებანი. Lucha libre-ს კი აქვს სპორტული გართობის ელემენტები, ხოლო მატები შეიძლება დამთავრდეს რესლერთა ტრამვებით.
ყველაფრის მიუხედავად ამჟამად მატჩების დიდი რაოდენობის დასასრული წინასწარაა დაგეგმილი.

wwe წესები

რესლინგის წესების შექმნაზე საავტორო უფლებები არავის აქვს, მაგრამ არის გარკვეული სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვანაირად არის დამუშავებული სხვადასხვა კომპანიებში. :)))))))))

გენერალური სტრუქტურა

მატჩები იმართება ოთხი ან უფრო მეტი კუთხის მქონე რინგზე. არსებობს სოლო და გუნდური მატჩები. გუნდური მატჩების დიდი ნაწილი იმართება პრინციპით 2 – 2ის წინააღმდეგ . ასევე შესაძლებელია სხვა ტიპის მატჩების გამართვაც.

გამარჯვების მისაღწევად სტანდარტული მეთოდია ”დაცემა” , რომელიც გამოწვეულია :
* ოპონენტის რინგის ძირზე 3 წამით გაკავებით.
* ოპონენტის ნოკაუთში ჩაგდებით.
* ოპონენტის დანებებით.
* დისკვალიფიკაციით.
* ოპონენტის რინგის გარეთ დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებით.

როგორც წესი, ”დაცემა” ხდება რინგის შიგნით.

თანამედროვე სტანდარტულ რესლინგ მატჩებში გამარჯვებული ვლინდება პირველი ”დაცემის” შემდეგ, ადრე კი იმართებოდა ისეთი მატჩები , სადაც გამარჯვებული ვლინდებოდა 3 ან 5 ”დაცემის” შემდეგ.

სტანდარტული მატჩის ალტერნატივა არის მატჩი განსაზღვრული დროით, გამარჯვებულია ის, ვინც თავის ოპონენტს უფრო მეტჯერ ”დასცემს”. ასეთ მატჩს Ironman match ეწოდება.

რამდენიმე მონაწილისაგან შემდარ მატჩში შეიძლება გამოყენებული იყოს გაგდების სისტემა. რესლერი, რომელსაც ”დასცემენ” ტოვებს მატჩს და მატჩი გრძელდება მანამ, სანამ ერთი გამარჯვებული არ დარჩება.

ყოველ მატჩს ყავს თავისი მსაჯი. მატჩებში, რომლების იმართება რკინის ”გალიაში” შეიძლება გამოყენებული იყოს ორი მსაჯი. ერთი შიგნით და მეორე გარეთ. როგროც წესი, მსაჯი ყოველ მატჩის ყოველ მოქმედებას ხედავს და სწორედ იგი გადაწყვეტს, მოხდა თუ არა ”დაცემა” ან დაირღვა თუ არა რაიმე წესი(რასაც დიკვალიფიკაცია მოსდევს, ანუ ოპონენტი ხდება გამარჯვებული).

არსებობს უამრავი ვრესტლერი თავიანთი მკვლელი ფინიშერებით. მათ შორის:
rendy orthon(rko)
debe65adcd49

batista(batista bomb)
d1529742c3a3

rey misterio(619)
ad18073370a5

c813caeca9d6

shon micheales(sweet chean music) & triple h(pedigr)(ამ ორი შესანიშნავი ვრესტლერის გუნდს dx ქვია)

6fcb2506bbb5

7de61809dd0a

270c8e7a3c84

ძმები undertaker(tomb stone had breaker) & kane(choker slam)
9a62353a4c22

bb8f57ddcffa

1fd72b7b7c86

ეს ჩემი პირველი პოსტია, იმედია მოგეწონებათთთთთთ :thanks:  :thanks:

:lol2:   :lol2:

წყარრო: ვიკიპედია და wwe.com

მსგავსი ამბები

Back to top button