გასართობისაკითხავი

დღიურები

ახლა ვნახოთ, როგორ ხედავენ ერთი და იმავე დღეს გოგო და ბიჭი…
გოგო
დილით ადრე ავდექი. ლოგინი ავალაგე, სარკეში ჩავიხედე, და ჩემს თავს თვალი ჩავუკარი. შემდეგ ხელ-პირი დავიბანე და ვისაუზმე. საგამოს დაქალის დაბადების  დღეზე მივდიოდი, ამიტომ დილიდანვე დავიწყე ტანსაცმლის არჩევა. საჩუქარი ერთი თვის წინ მქონდა ნაყიდი…  როგორც იქნა ტანსაცმელი ავარჩიე  და საათს შევხედე. რამოდენიმე საათი კიდევ მქონდა და ჩემი საყვარელი ცუგა გავასეირნე.

სახლში ამოვედი და გავემზადე, შემდეგ კი საკუთარი თავით კმაყოფილი დაქალისაკენ გავეშურე.

კარი შევაღე თუ არა თვალი მომჭრა ერთმა ბიჭმა… ღმერთო რა სიმპატიური იყო… ის ვიღაც გოგოს ეხუტებოდა. მე ხომ ბედი არ მაქვს-მეთქი გავიფიქრე, მაგრამ მაინც ცხვირწინ ჩამოვუსკუპდი და გავუღიმე.

კარგად ვერთობოდით, ბევრს ვიცინოდით და ცოტა დავლიე კიდეც. მერე აღმოჩნდა რომ ამ ბიჭთან ერთად ვცეკვავდი ვალსს და ყურში საოცარ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა. მერე სადღაც გავიდა და რომ მოვიდა გაგაცილებო მითხრა.

სახლათან რომ მივედით გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა….

ეს ჩემი საუკეთესო დღე იყო….

ბიჭი

დილით ძლივს ავდექი ლოგინიდან, ძირს დაყრილ ტანსაცმელს გადავაბიჯე და ვანაში შევედი. მერე რაღაც ვჭამე და ტელევიზორთან დავჯექი. მთელი დღე ასე ვიჯდებოდი ჩემს დას რომ არ დაერეკა და არ გაეხსენებინა რომ დაბადების დღეზე მივდიოდით. ავიზლაზნე და ტანსაცმლის კარადა გავაღე. ყველაფერი გადმოცვივდა და რაც თავში ჩამეცა ის ჩავიცვი მეც. მერე ჩემს დას გავუარე და წავედით, კიბეებთან გამახსენდა რომ საჩუქარი არ მქონდა და რაღაც ბამბანერკა ვუყიდე.

რაღაც უაზრო სიტუაცია იყო, ამ დროს ვიღაც ახალი გოგო მოვიდა. რატომღაც ჩემს დას ჩავეხუტე (ვერ მივხვდი რატომ). უცნაურად შემომხედა, ჩემს წინ დაჯდა და გამიღიმა. რატომღაც სახლში მომინდა წასვლა. ღმერთო რამდენს ჭამდა…!!! მეც სმა დავიწყე.. მერე ავდექი და ვიცეკვოთ-მეთქი შევთავაზე. (ასე ძალიან დავთვერი?) მაგრამ ეტყობა სასმელმა იმოქმედა და ძალიან მომინდა ტუალეტში, რეებს ჩავჩურჩულებდი ყურში აღარ მახსოვს, ოღონდ ხელი გაეშვა, ბოლოს როგორც იქნდა დამთავრდა ეს მუსიკაც, მაგრამ ვინ გაცალა. იუბილარი მოვიდა და მთხოვა ეს გოგო ძალიან მთვრალია და სახლამდე მიაცილეო. სხვა რა გზა იყო? წავიდეთ-მეთქი შევთავაზე. მთელი გზა ჩუმად ვიყავი, ან რა უნდა მეთქვა გათხლეშილი გოგოსთვის?

როგორც იქნდა მივედი სახლამდეც… შენი სახლი მაინც ყველას ჯობს…

პ.ს. ძალიან არ გამაკრიტიკოთ :makulatura:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close