გასართობისაკითხავისასარგებლო

Ferrari 2000 დოლარად

t589j

Delawere ში (აშშ) გაიხსნა ფერარის ცენტრი რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს თავაზობს მათი კომპანიის ავტომობილების გაქირავებას. ეს შტატი გამოირჩევა მთიანი რელიეფით, სწორედ ამიტომ დელავერში არის საუკეთესო გზები ისეთი ავტომობილებისთვის, როგორიც ფერარია. კომპანია 150 მილიან გახსნილ გზას სთავაზობს კლიენტებს. ამ გზაზე სიარული შეგეძლებათ 4 მოდელით – 458 იტალია, 430 სპაიდერი, 430 სკუდერია და 599 ფიორანო. ამ სიამოვნების ფასი 1,990 დოლარია…

თქვენ შეგიძლიათ თან თანამგზავრი წაიყვანოთ, მას არ მოუწევს თანხის გადახდა, ასევე შეგიძლიათ დელავერის გარდა ამოირჩიოთ სხვა სადილეროებიც, რომლებიც ბევერლი ჰილსში (ლოს ანჯელესი), მაიამიში (ფლორიდა) ან დალასშია (ტეხასი).

2,990 დოლარად კომპანია ასევე გთავაზობთ ლას ვეგასის ტრეკზე 10 წრეს ფერარი იტალიაში, ხოლო 15-ს – ფერარი 430 ში. ფასში შედის ინსტრუქტორები, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დღისით ენდომება მას გასეირნება თუ ღამით.

p6027

hmaaz

და ბოლოს, კომპანია 25.000 დოლარად გთავაზობთ 1500კმ მოგზაურობას ისეთ ადგილებში, როგორიცაა მონაკო, ნურბურგრინგი გერმანია, ალპენტრალი და ბელგიის სპა ფრანკორჩამპსი. იგი მოიცავს ევროპის უმეტეს ტრეკებს და ცნობილ გზებს. ასევე დამატებით 12.500-ად შეგიძლიათ დაესწროთ პებლ ბიჩის კონკურსს ცნობილი ავტომობილებით. თქვენ ამ ივენთში ფერარი ენცოთი მონაწილეობაც შეგეძლებათ!

წყარო: news.drive.ge

მსგავსი ამბები

Back to top button