საკითხავისასარგებლოუცნაური

გამქრალი მატერიკები და ცივილიზაციები (ნაწილი I)

38a643e1e6ca

მითიური ან ნახევრად მითიური ცივილიზაციები..შეიტყვეთ მეტი მათ შესახებ !

მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, მაგრამ მისგან მაინც რჩება ის, რაც თავისი სიდიადითა და იდუმალებით აოგნებს ყველა თაობას. დღეს დაბეჯითებით ვერავინ გეტყვით, როდის ჩაისახა ცივილიზაცია, როგორ წარმოიშვა და საიდან მოდის მისი ფესვები. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მოიცავს ყველა იმ ძირითად კულტურულ ფასეულობას, რაც კაცობრიობას თავისი სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე შეუქმნია.

ცივილიზაციის ფესვებზე დავა არ შემწყდარა ადამიანის გონიერი ცხოვრების დასაწყისიდან. ისტორია კი სხვა არაფერია თუ არა აღნუსხვა დროსა და სივრცეში განფენილი კაცობრიობის ყოფიერებისა. ის იწყება იქ, სადაც იქმნება ადამიანის გონიერი ქცევის პირველი „ძეგლები“ (ხელოვნების ნიმუშები,წერილობითი თუ ზეპირი წყაროები).

ცივილიზაციებს, რომელთა არსებობა შესაბამისი პერიოდის ნივთიერი ან წერილობითი მასალებით არ მტკიცდება, „მითიური ცივილიზაციები“ ეწოდება.

პირობითად ჩვენ მეხუთე ცივილიზაციის წარმომადგენლები ვართ. ჩვენამდე არსებული, აწ გამქრალი ოთხივე ცივილიზაცია თითქმის მითიური ან ნახევრად მითიურია. მითიურ და ნახევრად მითიურ ცივილიზაციათა შორის, მეცნიერები უძველესად მუს ცივილიზაციას ასახელებენ.

მუს ცივილიზაცია

მუს კონტინენტის სავარაუდო ადგილმდებარეობა

709fe9a47df4

394657e9e91c

თუ სხვა ცივილიზაციებზე რაღაც ცნობები,წარმოდგენები და ვარაუდები მაინც არსებობს. მუს შესახებ კონკრეტულად არავინ არაფერი უწყის.

ზოგიერთი მეცნიერი მუს ლემურიასთან აიგივებს და იგი ატლანტისის ადრე დაძირულ ნაწილად მიაჩნია. ყოველ შემთხვევაში, მითური ვერსიებით მუს ცივილიზაცია გაცილებით ადრინდელი ჩანს, ვიდრე ატლანტების ან ჰიპერბორეელებისა. ფიქრობენ იმასაც, რომ ატლანტისი შესაძლოა მუს კოლონიაც ყოფილიყო. მან მუს ცივილიზაციის ხვედრი(ჩაძირვა) მხოლოდ ათასწლეულების შემდეგ გაიზიარა.

1880 წელს ბრიტანეთის არმიის ახალგაზრდა ოფიცერმა ჯეიმს ჩერჩვოდმა ინდოეთში იპოვა უძველესი თიხის ფირფიტები, ე.წ „ნააკალას ცხრილები“,რომელთა თანმხლები ტექსტებიც შედგენილია აწ ყველასაგან მივიწყებული კულტურის ენაზე. ეს ტექსტები გვამცნობენ, რომ პირველი ადამიანები 50 მილიონი წლის წინათ გამოჩნდნენ ლეგენდარულ კონტინენტ მუზე, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობდა და ჰავაის ჩრდილოეთიდან სამხრეთით აღდგომის კუნძულებამდე იყო გადაჭიმული

a03dae8f50a8

910bae53b37a

b033b261dc64

პოლკოვნიკის გულწრფელობა ეჭვს არ იწვევდა,თუმცა არქეოლოგებმა ამ აღმოჩენის სიხარული არ გაიზიარეს. საქმე ისაა, რომ ჩერჩვორდმა არც აღმოჩენის ზუსტი ადგილის მითითება ისურვა და არც „ნააკალას ცხრილები“ უნახავს ვინმეს.

ჩერჩვორდი ამტკიცებდა, რომ მექსიკაში ნაპოვნი წარწერებიანი ქვის ობიექტების ტექსტები „მუს წმინდა ხელნაწერების“ ფრაგმენეტებს შეიცავდა. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ დე პლონჟენმა 1880 წელს გაშიფრა ერთ-ერთი მექსიკური ტექსტი,ე.წ „ტროანოს კოდექსი“

„ტროანოს კოდექსი“(ფრაგმენტი)

„კანის 6 წელი,საკის თვის მულუკის მეთერთმეტე დღეს დაიწყო საზარაელი მიწისძვრები,რომლების ჩუენის მეცამეტე დღემდე განუწყვეტლივ გრძელდებოდა.მათი მსხვერპლი გახდა ჭაობიან გორათა ქვეყანა-მუს ქვეყანა.იგი ორჯერ ამოიზიდა და მერე ერთ ღამეში გაქრა.წყლისქვეშა ვულკანთა განუწყვეტელი ზემოქმედებით მატერიკი მრავალგზის ამოიმართებოდა და ისევ უჩინარდებოდა.ბოლოს მიწა გაირღვა და ნაწილ-ნაწილ დაპობილი ათი ქვეყანა შეიმუსრა.ეს ქვეყნები გაცამტვერდა თავის მოსახლეობიანად,64 მილიონ სულს რომ შეადგენდა ,ამ წიგნის დაწერამდე 8060 წლის წინათ.“

10743d282a9d

ლემურია– კიდევ ერთი ლეგენდარული ცივილიზაციის კერა

4871bd96bb72

მუ და ატლანტისი

527e8efded1e

თანამედროვე ადამიანის თვალით დანახული ლეგენდარული მუს ცივილიზაცია

6d723a18a0af

d356d91b22f9

c0194ed93116

წყალწვეშა გამოკვლევები,მუს არსებობის დასადასტურებლად იაპონიის მახლობლად.

302fe143c602

წყარო: ენციკლოპედია „ცივილიზაცია”

to be continued…

მსგავსი ამბები

Back to top button