არქივი

შავი ჭირი 1347-1351 წლებში

black death ala
შავი ჭირი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა იყო.მის შედეგად ამოწყდა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი.

შავმა ჭირმა ევროპაში შეიწირა დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი, კიდევ უფრო მეტი-აზიაში. ის წარმოადგენდა ბუბონური ჭირის ნაირსახეობას, რომელსაც ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ავადმყოფს კანქვეშა სისხლჩაქცევები შავად აჩნდა. სიმსივნეები წარმოიქმნებოდა ასევე საზარდულსა და იღლიებში. ჩვეულებრივ, მსხვერპლი პირველი სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე საათში საშინელი ტანჯვით კვდებოდა.
Shrews img 0
ჭირი გადაჰქონდათ ვირთხის რწყილებს, რომლებიც ადამიანზეც გადადიოდა. შავი ჭირი გადამდები იყო პირდაპირ, უბრალო შეხებით, დახემინებით.
map
სავარაუდოდ, ეს დაავადება გავრცელდა მონღოლთა ჯარების მიერ სამხრეთ ჩინეთიდან ან ციმბირიდან, ცენტრალური აზიისა და აბრეშუმის გზის გავლით-ბაღდადსა და ყირიმამდე.1347 წელს მან გემით ჩააღწია გენუაში. აქედან გავრცელდა დასავლეთითა და ჩრდილოეთით, მიაღწია პარიზს, ლონდონს(1348), სკანდინავიასა და რუსეთს(1349). მისგან თავდასაცავი არავითარი საშუალება არ არსებობდა და ერთიანად ანადგურებდა მდიდარსა თუ ღარიბს.
black death

ეპიდემიის შედეგები
The%252Bplague%252Bof%252BAzoth 1024x768 18390
a grev medico1 w
შავმა ჭირმა გააპარტახა მთელი რეგიონები:დაცარიელდა სახლები, მოსახლეობამ მიატოვა სოფლები და ქალაქები, ზოგიერთი მხარე მთლიანად განადგურდა. ბაღდადი და მექა დაიცალა.მინდვრები დაუმარხავი გვამებით იყო მოფენილი, ვინაიდან ცოცხლები აღარ იყვნენ ექიმები, მღვდლები და მესაფლავეები.ევროპის ეკონომიკა და საზოგადოება კრახის ზღვარზე იდგა.

ცვლილებები საზოგადოებაში
triumphe
შავი ჭირის ასეთი ტემპებით გავრცელებამ მოსახლეობაში ღვთისადმი რწმენის კარგვა განაპირობა.ადამიანები უკმაყოფილონი იყვნენ რადგან შავი ჭირი კეთილსაც და ბოროტსაც ერთნაირად სპობდა.ფერმები მიტოვებული იყო ეკლესიები კი ცარიელი.შავი ჭირის მოდებამდე ევროპაში ჭარბი მუშახელი და დაბალი ანაზღაურება იყო, თუმცა შავმა ჭირმა განაპირობა ის რომ დაცარიელებული ქალაქებისკენ დაიძრა ადამიანთა მასები.ახლა მუშახელის დეფიციტი იყო და ამნ ანაზღაურების ზრდა გამოიწვია.პირველად დაიწყო მუშაობა ნაღდ ფულზე.დასუსტებული ფეოდალური სისტემა კოლაფსში ჩავარდა.დაიწყო რევოლუციები.ევროპა და მუსლიმური სამყარო შოკმა მოიცვა.შემდეგ ასწლეულში ბევრი რამ შეიცვალა. შუა საუკუნეებს მოჰყვა ახალი, გაცილებით მეტი პრობლემებით აღსავსე ცხოვრება, ნაკლებად გულუბრყვილო სამყაროში.

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button