მისტიკასაკითხავიუცნაური

ენფილდელი პოლტერგეისტი

d7c4a4a771f1

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პარანორმალური მოვლენა ენფილდში დაფიქსირდა, მასზე კვლევას მორის გროუსი ახორციელებდა 1977 წლის აგვისტოს მიწურულს. ყველაფერი კი ასე დაიწყო..

პეგი ჰარპერი ჩვეულებრივი ქალი იყო, გათხოვილი და ქმარს გაცილებული, ჰყავდა 4 შვილი და ენფილდში, ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობდა. ოჯახს 3 საწოლი ოთახი ჰქონდათ, იმ ღამეს პეგიმ ორი ბავშვი ჩვეულებისამებრ დააწვინა საწოლში, გვიან კი ჯენეტმა, 11 წლის გოგომ და პიტმა, 10 წლისამ დედას დაუძახეს და უთხრეს,რომ მათი საწოლი ჯაყჯაყებდა და მოძრაობდა, ეს ყველაფერი კი ძალიან სახალისო იყო.

ff4c1e6a4d12

შემდეგი ღამე კი უფრო მშფოთვარე გამოდგა. 10-ის ნახევარზე ბავშვებმა დედას დაუძახეს, მათ რაღაც ხმები ესმოდათ და ამით შეშინებულები ჩანდნენ, ჯენეტი ამბობდა, რომ ეს ხმა სკამის გაჩოჩებას გავდა, დედამ მათ დასამშვიდებლად სკამი აიღო და ოთახიდან გაიტანა. შემდეგ შუქი ჩააქრო და ტკბილი ძილი უსურვა პატარებს,ამ დროს კი რაღაც ხმა მასაც შემოესმა, შუქი აანთქო,ოთახში ყველაფერი თავის ადგილას იდგა,ბავშვებიც ჩვეულებრივ იწვნენ, ჩააქრო და კვლავ განმეორდა ხმა, თანაც კედელზე კაკუნიც გაიგეს და უცებ საკმაოდ მძიმე კომოდი თავისით გამოიწია დაახლოებით 18 ინჩის მანძილზე, პეგი რა თქმა უნდა შეშინდა,მაგრამ თავდაპირველად არ შეიმჩნია და უკან,კვლავ კედლისკენ მიადგა, მაგრამ კომოდი ისევ თავისით რომ გამოიწია,მაშინ მიხვდა,რომ საქმე რაღაც ზებუნებრივ მოვლენასთან ჰქონდა, მან დაიყვირა,სასწრაფოდ წამოყარა ბავშვები საწოლიდან და ქვევით ჩაიყვანა, შემდეგ კი მეზობლებს მიაშურა დახმარების სათხოვნელად.

bys1h

მართლაც მეზობლებმა დაჩხრიკეს მთელი სახლი, ვერავინ ვერ იპოვნეს, მაგრამ მათაც ესმოდათ გაურკვეველი ხმები, კაკუნის.. ეს კაკუნი რაღაც ინტერვალებით მეორდებოდა.

დაახლოებით 11 საათზე სახლში პოლიცია გამოიძახეს,რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მათაც გაიგეს უცნაური კაკუნის ხმები, ერთმა ოფიცერმა კი დაკითხვის დროს იხილა როგორ გადაადგილდა ოთახში სკამი თავისით. ის,რომ ასეთი სცენის მომსწრე გახდა, მან წერილობით დოკუმენტზე ხელის მოწერითაც დაადასტურა.

მეორე დღეს მოვლენები კიდევ უფრო მძიმედ განვითარდა, აქამდე თუ ეს ამოუხსნელი არსება მხოლოდ კაკუნით შემოიფარგლებოდა, ახლა რამდენიმე პლასტმასის აგური (სათამაშო) და მარმარილოს ბურთი ჰაერში აფრინდა, თითქოს რაღაც ძალამ გაისროლა ეს ნივთები. როდესაც იატაკზე დაეცა და ხელი მოკიდეს, ისინი ცხელი იყო. ასეთი ამბავი 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ დროს ოჯახი დახმარების მიღებას არამარტო პოლიციისგან ცდილობდა, არამედ ადგილობრივი მღვდლისგან და მედიუმისგანაც. თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო აუხსნელი მოვლენების ჩაცხრობა.

ჰარპერებმა მიმართეს ასევე პრესას და Daily Mirror-მა გამოგზავნა რეპორტიორი დუგლას ბენსი, ხოლო ფოტოგრაფად გრეამ მორისი. ამ ადამიანებმა სახლში რამდენიმე საათი გაატარეს. ამ დროის განმავლობაში კი სრული სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ როდესაც რეპორტიორმა წასვლა გადაწყვიტა და თითქმის უკვე მანქანაში იჯდა, სათამაშო აგური კვლავ ამოძრავდა…

9f33203f0399

ჟურნალისტებს სასწრაფოდ მოუხმეს უკან და ფოტოაპარატით შეიარაღებული ფოტოგრაფი ცდილობდა სურათი გადაეღი ამ მოვლენისთვის, ამ დროს მას შუბლში მოხვდა ეს პატარა აგური. როცა სურათის ნეგატივი გაამჟღავნეს, აღმოჩნდა,რომ მასზე გაურკვეველი რამ იყო გამოსახული, და აგური საერთოდ არ ჩანდა. ამ ამბებმა ისე იმოქმედა ჟურნალისტზე,რომ გადაწყვიტა პეგის დახმარებოდა და შესთავაზა,რომ დაკავშირებოდა SPR -ს, ფსიქიკური კვლევების საზოგადებას, რომელიც თავის მხრივ მორის გროუსს გამოიძახებდა, ამ საზოგადოების წევრს ჩრდილოეთ ლონდონში. მართლაც ყველაფერი ასე მოხდა, მორისი სახლში 5 სექტემბერს მობრძანდა. რამდენიმე დღის განმავლობაში სიმშვიდე იყო, აი 8 სექტემბერს კი,როცა მორისი და რეპორტიორი ფხიზლობდნენ, ჯენეტის ოთახიდან უეცრად რაღაცის ჩამოვარდნის ხმა გაიგეს, სასწრაფოდ მიაშურეს საძინებელს და დაინახეს,რომ ოთახის სკამი, ოთხი ფუტის მანძილზე იყო მოსროლილი. ჯენეტს ამ დროს ეძინა და არავის დაუნახავს,თუ როგორ გადაადგილდა სკამი, თუმცა რამდენიმე საათის შემდგომ, ფოტოგრაფი ჩასაფრებული იყო და დააფიქსირა ეს საოცარი მოვლენა. თავად მორისი კი განცვიფრებული ყვებოდა, თუ როგორ გამოუქანა რაღაც უხილავმა ხელმა მისი მიმართულებით მარმარილოს ნივთი, ასევე ხედავდა როგორ იღებოდა და იხურებოდა კარები თავისით და როგორ დაუარა მთელ ტანში სიცივემ.

bys1h

პარანორმალური მოვლენით დაინტერესდა მრავალი გაზეთი, ჟურნალი, რადიოები და ტელევიზიები, ღამის ლაივ შოუში 2 საათნახევრის განმავლობაში ჩართვაც იყო სახლიდან,და ჰარპერი, მისი მეზობელი და მორისი იღებდა მონაწილეობას. ფენომენი კვლავ აგრძელებდა თავის აქტივობას, ამჯერად როგორც ჩანს ასეთი დიდი ყურადღება არ მოსწონდა და ელექტრულ სისტემას ხშირად აზიანებდა. ბევრჯერ ახლად დატენილი კამერის ელემენტები თავისით ჯდებოდა, ასევე უცებ ფუჭდებოდა სხვადასხვა გადამცემები თუ კამერები, იშლებოდა დისკზე ჩაწერილი (გადაღებული) მასალები ან სულაც დაჭეჭყილი ხვდებოდათ ეს მასალა. მორისმა, ერთმა მწერალმა (წიგნი დაწერა ამის შესახებ) და კიდევ ორმა კაცმა მომავალი ორი წელი ამ საქმის შესწავლაში გაატარეს, ორი წელი, ანუ იქამდე, ვიდრე ეს მოვლენები საერთოდ არ შეწყდა. მანამდე კი ყველაფერი გამწვავდა, კაკუნი ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა, ნივთების გადაადგილება, წყალიც თავისთავად მოდიოდა, ოთახებში ზოგჯერ ქარი ქროდა, არადა ამ დროს კარებიც და ფანჯრებიც საგულდაგულოდ იყო დაკეტილი. ამბობენ რომ ერთხელ ჯენეტი აიტაცა ჰაერში რაღაც ძალამ თავის ოთახში (ამას მეზობლები შეესწრნენ.)
ორივე გოგონა ამტკიცებდა,რომ ღამე ხშირად საწოლიდან გადმოუთრევია გაურკვეველ ძალას, ჯენეტი კი ამბობდა,რომ ხშირად მისი საწოლის გვერდზე ჩამოკიდებული ფარდა კისერზე სპირალურად შემოხვევია და დახრჩობა უცდია. ამ ყოველივეს დედამისიც ადასტურებდა, იგი რამდენჯერმე მომსწრე გახდა ასეთი სანახაობის.

მალე ახალი რამ მოხდა, ჯენეტს ყელიდან გასაოცარი ხმა აღმოხდა, იგი მამაკაცის უხეშ ხმას წააგავდა. თავად გოგოა ამტკიცებდა,რომ მას არანაირი კონტროლის განხორციელება არ შეეძლო ამ ხმაზე და იგი თითქოს ტრანსულ მდგომარეობაში იყო.
ეს ხმა კი რამდენიმე ვინაობას ატარებდა.. ხშირად უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ერთხელ მან თქვა,რომ იყო ვინმე ბილი,რომელიც ამ სახლში გარდაიცვალა. თუმცა ჰარპერებმა ასეთი ადამიანის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. მალე საქმეში ფსიქიატრები და ადგილობრივი ექიმები ჩაერთვნენ, რათა ბავშვისთვის მიეხედათ, იქნებ ეს მისი ცელქობა იყო, ან პიროვების გაორებასთან გვქოდა საქმე. თერაპევტებმა განაცხადეს, რომ ეს ხმა არ ამოდიოდა ჯენეტის ჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების საშუალებით, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს მეორე ,,ვოკალური აკორდი”. მსახიობები ხშირად ვარჯიშობენ და იყენებენ ამ მეორე ვოკალს, სხვა ხმის გამოსამუშავებლად და დასახვეწად, ეს რა თქმა უნდა მარტივი პროცესი არ გახლავთ.

bys1h

პოლტერგეისტთან ლაპარაკი უფრო მარტივი ხერხებითაც შეძლეს, ერთი დაკაკუნება ნიშნავდა არას, სამი დაკაკუნება კის. მორისმა მას ისიც ჰკითხა, თუ რამდენი წლის წინ ცხოვრობდა ამ სახლში და პასუხად 53 კაკუნი მიიღო.

ჯენეტი სამხრეთ ლონდონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს გამოსაკვლევად, სადაც მან უამრავი ტესტი გაიარა, როგორც ფიზიკური ასევე მენტალური სიჯანსაღის შესამოწმებლად, მაგრამ ვერაფერი უპოვნეს, იგი სრულიად ჯანმრთელი იყო. ამ დროის განმავლობაში სახლში პარანორმალური მოვლენები შეწყდა.

არ გეგონოთ,რომ ყველას სჯეროდა ამ მოვლენების სიმართლის. აქ კიდევ გამოგზავნილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ანიტა გრეგორი, რომელიც ყველაფრის თავსა და თავს ჯენეტს ეძახდა. ანიტამ განაცხადა,რომ როდესაც საძინებლის კარი შეაღო და რამდენიმე საგანი მისი სახისკენ გამოექანა, ამ დროს ბავშვების ხითხითი გაიგონა, სავარაუდოდ ეს ყველაფერი ბავშვების მოწყობილი იყოო.
ასევე ერთხელ ბავშვი გამოიჭირეს, როგორ ღუნავდა კოვზებს, (საქმეში არსებობს ასეთი შემთხვევა,რომ კოვზები და რკინის სხვა ნივთები სახლში იღუნებოდა) ეს კამერით დააფიქსირეს, რომელშიც ნათლად ჩანდა,რომ ჯენეტი მთელი ძალით ეჩალიჩებოდა კოვზებს : ))
ხოლო მისმა ბიძამ თურმე ანიტას უთხრა,რომ ჯენეტს ბოხი ხმით შეეძლო ლაპარაკი ბავშვობაშივე, თანაც საკმაოდ ცელქი ბავშვი გახლდათ, ასევე საკმაოდ ძლიერი იყო იმისთვის,რომ ზევით ამხტარიყო და შემდეგ მეზობლები დაერწმუნებინა,რომ რაღაც ძალამ აიტაცა.

ასეა თუ ისე დარწმუნებით ვერავინ ვერ თქვა რა ხდებოდა სახლში და იყო თუ არა ყველაფერი გოგონას გამოგონილი, ამაზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმიც, სადაც თქვენ ნამდვილ ჯენეტს შეხვდებით. როცა ამდენ ადამიანს მოუსმენ, ძნელია არ დაიჯერო,რომ ზევით აღწერილი ამბავი სინამდვილე იყო.

ფილმში ბევრ უფრო საინტერესო მომენტზეა საუბარი, მათ შორის ინტერვიუ აღებულია ჰიპნოზიორისგან,რომელმაც ჰიპნოზი გაუკეთა ჯენეტს და რამდენიმე კითხვა დაუსვა, თუ რა მოხდა და როგორ იხილავთ ვიდეოში.

Right Behind You by iri_lekveishvili

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button