არქივი

ეკვადორში 6 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოხდა

45cc77072ce4

ეკვადორის პოლიციამ, ქვეყნის ჩრდილოეთით, კოლუმბიის საზღვართან ახლოს 6 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოახდინა – იუწყება “რია ნოვოსტი”, ეკვადორის ტელევიზიის Ecuavisa-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

“6 ტონა კოკაინი იქნა აღმოჩენილი რანჩოზე, სან-ლორენსოს დასახლებაში. რამდენიმე მიწისქვეშა სათავსოში ინახებოდა კოკაინით სავსე შეფუთული ტომრები. დაკავებულია რანჩოზე მცხოვრები ორი ეკვადორელი და ორი კოლუმბიელი”, – განაცხადა ნაციონალური პოლიციის უფროსმა ფრედი მარტინესმა.

მისი განცხადებით, კოკაინი, რომლის კონფისკაცია მოსდა, (დაახლოებით 12 მილიონი დოზა) შავ ბაზარზე 182 მილიონი დოლარი ღირს.

მარკირების მიხედვით, ნარკოტიკები 18 დამნაშავე დაჯგუფების კუთვნილებაა, მათ შორის “კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების ბოევიკების.

ნაპოვნი ნარკოტიკი, ეკვადორის ხელისუფლების ნარკოტიკებთან ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობისაა.

“კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები” – მემარცხენე რადიკალურ მეამბოხეთა დაჯგუფებაა.

1964 წლიდან ისინი ხელისუფლებასთან ომს აწარმოებენ “ახალი კოლუმბიის აღმშენებლობისთვის, სოციალურად სამართლიანი და თანანასწოუფლებიანი საზოგადოების შექმნისთვის”.

ბოევიკების ერთი-ერთი შემოსავლის წყარო ნარკოტიკებით ვაჭრობაა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროსაბჭომ, ზემოთ აღნიშნული დაჯგუფება ტეროროსტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.

მსგავსი ამბები

Back to top button