კულტურაუცნაური

ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდები

c380ef93451d1987 წლის 20-21 ივნისს დუბლინის (ირლანდია) სახანძრო რაზმის 32-კაციანმა ჯგუფმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 24 საათის მანძილზე მათ დახურულ სივრცეში ყოველგვარი ტექნიკური საშუალებების დახმარების გარეშე, 508 კილოგრამი სახანძრო მოწყობილობა და 520 კილოგრამიანი სახანძრო ტუმბო 358.8 კილომეტრზე გადაიტანეს. იგივე დროში საბავშვო ეტლით უფრო მეტი მანძილის დაფარვა გახდა შესაძლებელი.

აღმოსავლეთ ფლანდრიის (ბელგია) საერთაშორისო ამნისტიის 60-კაციანმა გუნდმა 1988 წლის 15 ოქტომბერს 563.62 კილომეტრი გაიარა. 1990 წლის 22-23 ოქტომბერს ბრიტანეთის სამეფო მუსიკალური სკოლის 10-კაციანმა ჯგუფმა საბავშვო ურიკით 437.2 კილომეტრი გაიარა. მათი ეს სვლა იმით არის აღსანიშნავი, რომ ეტლში ბავშვის მაგივრობას ჯგუფის ერთ-ერთი (ზრდასრული) წევრი ასრულებდა.

ბევრად დიდი მანძილის დაფარვა შეძლო (ბევრად უფრო დიდ დროში) საავადმყოფოს ბორბლებიანმა საწოლმა. ედინბურგის ბრანტსფილდ ბედდინგ ცენტერ-ის 9 თანამშრომელმა 1979 წლის 21 ივნისიდან 26 ივლისამდე 5204 კილომეტრი გაიარეს. ჩრდილოეთ ავსტრალიის პროვინციის ქალაქ კილვენის სენტრალ ლაინერ სერვისი-ს თანამშრომლები ალბათ მსოფლიოში ყველაზე უკეთესი დიასახლისები არიან.

1989 წლის 18 მაისს, 9 საათიანი სამუშაო დღის მანძილზე მათ 63596 კილოგრამი თეთრეულის გარეცხვა მოასწრეს და თავიანთი სიმარჯვით დამსახურებულად დაამშვენეს გინესის რეკორდების წიგნის ფურცლები.

ამერიკელი დენიელ გუდვინი დამსახურებულად ფლობს ადამიანი ობობას ტიტულს. 1986 წელს კალიფორნიის შტატის 30 წლის მკვიდრმა ტორონტოს ნაციონალური ცენტრის გარეთა კედლის 342.9 მეტრი სიგრძის ვერტიკალური მანძილი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე დაფარა.

იორკის 2 სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთა რიცხვი საერთო ჯამში 1189 ადამიანს შეადგენდა, ორივე ფეხშეკრულებმა და ერთმანეთზე გადაბმულებმა 1991 წლის 16 ოქტომბერს 30 მეტრის მანძილის გავლა მოახერხეს, ისე, რომ არც ერთი მათგანი არ წაქცეულა. კალიფორნიის შტატის სტენდფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ართურმის თამაშით 1603.2 კილომეტრი გაიარეს. თამაში მათ 1991 წლის 16 მაისს დაიწყეს და 244 საათისა და 43 წუთის შემდეგ, 1991 წლის 26 მაისს დაასრულეს.

ფეხსაცმლის წმენდაში ჩატარებულ შეჯიბრში, რომელშიც ოთხი კაცისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, ლონდონის ქოვენთრ-გარდენის ქრისტეს ეკლესიის საზოგადოების წევრებმა გაიმარჯვეს. 8 საათის განმავლობაში მათ 11651 წყვილი ფეხსაცმლის გაწმენდა მოასწრეს. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც შეჯიბრის მონაწილენი წმენდდნენ, აუცილებლად ვინმეს უნდა ცმოდა.

1984 წლის 24 იანვარს დამყარდა დომინოს ქვების წაქცევის რეკორდი. 320 236 დომინოს დაყენებული ქვიდან, პირველი წაქცეულის შემდეგ 281581 ქვა წაიქცა. ამ პროცესს საერთო ჯამში 12 წუთი და 57.3 წამი დასჭირდა. რეკორდი ეკუთვნოდა ბავარიის (დასავლეთ გერმანია) 24 წლის მკვიდრს, კლაუს ფრიდრიხს. ქვების დალაგებას მან 31 დღე (დღეში 10 საათი) მოანდომა.

ამ რეკორდის გაუმჯობესება ეინდჰოვენის (ნიდერლანდები) დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის ოცდაათმა სტუდენტმა შეძლო. 1.5 მილიონი დომინოს ქვიდან, რომელზეც ევროპის ეკონომიური საზოგადოების ყველა ქვეყნის კონტურები იყო გამოსახული, 1988 წლის 2 დეკემბერს 1382101 ქვა წაიქცა.

ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში 1990 წლის 2 დეკემბერს ჩატარებულ ფრინველთა საერთაშორისო ბაზრობაზე ორი კვერცხისაგან მომზადებული ომლეტის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჰოვარ-დომ ჰელმერმა 30 წუთის განმავლობაში 427 ომლეტის მომზადება მოასწრო.

ბრიტანელმა დეილ ლაიონსმა 4 საათისა და 18 წუთის განმავლობაში სირბილით 48.1 კილომეტრის გარბენა შეძლო. ეს ალბათ მარათონის მორბენალი სპორტსმენებისათვის ვერაფერი შედეგია, მაგრამ ლაიონსს მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელში კოვზი ეკავა, რომელზეც გატეხილი კვერცხის გული იდო…

ყველაზე დიდი სიმაღლე, საიდანაც ოდესმე კვერცხი გადმოვარდნილა და არ გამტყდარა, 198 მეტრია. რეკორდი დევიდ დონოჰიუს ეკუთვნის. 1979 წლის 2 ოქტომბერს, ვერტმფრენის ბორტზე მყოფმა დონოჰიუმ კვერცხები ტოკიოში მდებარე გოლფის მოედანზე გადმოყარა. მისი განზრახვა, კვერცხების სროლით პროტესტი გამოეხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიამოვნების გულისთვის მილიონებს ხარჯავენ, დამთავრდა იმით, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევმა გინესის წიგნში ამოყო თავი.

96,90 მეტრი იფრინა და არ გატყდა ქათმის კვერცხი, რომელიც რისტო ანტიკაინენ იურკი კორჰონენიმ სიი-ლინიარვიში (ფინეთი) 1981 წლის 6 სექტემბერს გამართულ შეჯიბრზე ისროლა.

ყველაზე დიდი ნადირობა კვერცხზე შედგა ვირჯინიის შტატის ქალაქ ჰანტში მიმდინარე ოცდამეექვსე ყოველწლიურ სააღდგომო შეჯიბრზე ჰარრისონ ეგგ ჰანტ. 1985 წლის 7 აპრილს აქ ქათმის 72 ათასი და 40 ათასი შაქრის კვერცხი გატყდა. 1990 წლის 16 ივლისს ინვერკარჰილში (ახალი ზელანდია) დამყარდა ხამანწკის გახსნის რეკორდი. მაიკ რაჩმა 2 წუთსა და 20.07 წამში 100 ხამანწკის გახსნა მოასწრო.

მსგავსი ამბები

Back to top button