არქივი

ნოტიო და მშრალი

9cca8df29fcf
მოკლედ ნილოსსა და საჰარაზე
ეგვიპტე ერთდროულად ნოტიო და მშრალი ტერიტორიების ნაზავს წარმოადგენს.
ნილოსი არის მსოფლიოს უდიდესი მდინარე, რომლის სიგრძე 6 695კმ-ს აღწევს. იგი ცენტრალური აფრიკის მთებიდან იღებს სათავეს და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ძველი ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ ნილოსს, როგორც ერთ-ერთ უდიდეს ღვთაებას. ეგვიპტელების უმეტესობა მდინარე ნილოსის სანაპირო ზოლში ცხოვრობს. აქედან ხალხი იღებს წყალს , რომელსაც დასალევად , გასარეცხად და მინდვრების მოსარწყავად იყენებს. წარსულში, სეზონური წვიმების შედეგად, ნილოსი კალაპოტიდან გადმოდიოდა. მას შემდეგ, რაც წყალი უკან იხევდა, ნაპირზე იგი ნაყოფიერ მიწას ტოვებდა. დღეს, ასუანის დიდი კაშხლის წყალობით, ეგვიპტელები ნილოსში წყლის დონეს აკონტროლებენ. ასუანის კაშხლის სიგრძე 3,6 კმ-ია, ხოლო მისი საძირკვლის სიგანე-980მ. ქვები, რომლებიც მის ასაშენებლად დაიხარჯა, 17 უდიდესი პირამიდის მშენებლობას ეყოფა. კაშხლის აგებაზე 35 000 ადამიანი 11 წლის განმავლობაში მუშაობდა.

36fa53aac1f3

კაშხალი ადიდებულ წყალს უმკლავდება წყალსაცავის მეშვეობით, რომლის სიგრძე 500კმ-ს აღწევს. მას ტბა ნასერი ეწოდება. ამ წყალსაცავში იმდენი წყალი გროვდება, რომ ეგვიპტელებს იგი ირიგაციისათვის მთელი წელი ჰყოფნით. ნასერის ტბის ახლოს, აბუ სიმბელის ტერიტორიაზე, ოდესღაც ორი უძველესი ტაძარი იდგა . კაშხლის მშენებლობის დროს, ტაძრები ნაწილ-ნაწილ გადაიტანეს ისეთ ადგილას, სადაც ადიდებული წყალი ვერ მიწვდებოდა.

6e32e6ba8c09

ეგვიპტის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ორი დიდი უდაბნო – სინაი და საჰარა ფარავს . საჰარამ, თავის მხრივ, რამდენიმე რეკორდი დაამყარა: იგი არის ყველაზე დიდი უდაბნო მსოფლიოში და, ამასთანავე, ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე. მზე აქ ყოველდღე აცხუნებს, თუმცა ღამით საკმაოდ ცივა. ყველაზე ცხელ დღეს, რაც საჰარას ახსოვს, ჩრდილში ტემპერატურა 58 გრადუსს აღწევდა! ქარის დროს ქვიშა გადაადგილდება და 150 მ სიმაღლის დიუნებს წარმოქმნის!
ბედუინებმა უდაბნოში გადარჩენის ხერხები შეიმუშავეს. თხებისა და ცხვრების ფარები ერთი ოაზისიდან მეორეში გადაჰყავთ და, ამგვარად, აძოვებენ. ოაზისები უდაბნოს ერთადერთი გამწვანებული ადგილებია. აქ არის საკმარისი წყალი იმისათვის, რომ პალმებმა გაიხაროს.
ზოგჯერ ქვიშა იმდენად ცხელდება,რომ მზის სინათლეს გარდატეხს. ამის შედეგად, ცისფერი ცა ქვიშაზე ირეკლება და წყლის მასების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ მოჩვენებით სანახაობას მირაჟი ეწოდება.

1e3fac84f7be

აფრიკის უმაღლესი წერტილია კილიმანჯარო, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა და მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანიაში, მისი სიმაღლე 5,895 მ.-ა. დღესდღეობით ეს ვულკანური წარმოშობის მთა არაა აქტიური.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button