კულტურა

Facebook ამჯერად Lamebook-ის წინააღმდეგ

Captura

თუ არ იცით გეტყვით, რომ Lamebook გახლავთ ახლადწარმოქმნილი ვებ-აპლიკაცია, სადაც მომხმარებლები აქვეყნებენ Facebook-ზე ნანახ სახალისო და ორიგინალურ სტატუსებს. :wtf: როგორც ჩანს ეს უკანასკნელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ გააღიზიანა Facebook-ის მესვეურები.

ამიტომაც FB-მ და მისმა ჯგუფმაგადაწყვიტა სარჩელი შეიტანოს ახლადშექმნილი Lamebook -ის წინააღმდეგ. მათი მტკიცებით საუბარია საავტორო უფლებების დარღვევაზე, კერძოდ, FB-ის გუნდის მტკიცებით ხდება მათ მიერ დაარსებული ბრენდის უკანონო გამოყენება. გარდა ამისა, კომპანიის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ არ შეიძლება სხვა კომპანიის ხარჯზე ახლადაღმოცენებული საიტის რეკლამირება. ჯერ არავინ იცის, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, თუმცა თუ ასე გააგრძელეს კომპანია ალბათ ყველა საიტს, სადაც მათი Brand-Name ურევია უჩივლებს. ;)

Lamebook-ს ფეისბუქმა დაუხურა ფან-ფეიჯი, მაგრამ იმათმა გამოსავალი მაინც იპოვნეს და თვითერის საშუალებით ატყობინებენ მომხმარებლებს სიახლეების შესახებ.

წყარო: geo-geek.com :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button