არქივი

სად ცხოვრობენ ადამიანები მიწის ქვეშ?

Coober Pedy

ერთი ადგილი სადაც ადამიანები მიწის ქვეშ ცხოვრობენ, არის პატარა ქალაქი ქუბერ ფიდი (Coober Pedy). ეს ქალაქი მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიაში და მისი მცხოვრებლების უმეტესობა მაღაროელია. ეს ქალაქი ცნობილია ძვირფასი ქვა – ოპალით. ეს ქვები მაღაროელებმა აქ 1915 წელს აღმოაჩინეს. იმ დროს ისინი მიწისქვეშა მარტივ ოთახებში ცხოვრობდნენ. აბორიგენები მათ დასცინოდნენ და ამ ტერიტორიას ეძახდნენ “კუფა პითის”.  ეს მათ ენაზე ნიშნავს “თეთრი კაცი ჰოლში”.

დღეს-დღეისობით სახლები არ არის მარტივი ოთახები და იქ დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს მიწის ქვეშ. ქუბერ ფიდში არის ბინები, რესტორნები, სასტუმროები და ეკლესიები. ახალი მიწისქვეშა ხუთოთახიანი სახლი ღირს დაახლოებით $25,000. ზოგ სახლს საცურაო აუზიც აქვს!

ამ ქალაქში მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით ცხოვრობს. ერთი მიზეზი ისაა, რომ იქ არ არის ხეები. ბოლო ხე მოკვდა 1971 წელს, ხოლო ადამიანებს სჭირდებათ ხე სახლების ასაშენებლად და მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხალხი მიწისქვეშ ცხოვრობს არის ის, რომ იქ ძალიან ცხელა. ზაფხულობით ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს, ხოლო მიწისქვეშ ტემპერატურა მხოლო 25 გრადუსია.

Berbers

ადამიანები მიწის ქვეშ ცხოვრობენ საჰარის უდაბნოშიც. ამ ხალხს ბერბერებს (Berbers) ეძახიან. მათი სახლები სამსართულიანი მაგრამ უბრალოა.

Cappadocia

ათასი წლის წინ ადამიანები მიწის ქვეშ კაბადოკიაში (თურქეთი) ცხოვრობდნენ. ადამიანები იქ ახლაც ცხოვრობენ. ეს არის ულამაზესი ადგილი კარგი ამინდით.

მომავალში უფრო ბევრი ადამიანი იცხოვრებს მიწის ქვეშ. მათ სხვადასხვა მიზეზები ექნებათ. იაპონიას უამრავი მოსახლეობა და პატარა მიწა აქვს, ამიტომ მას სურს მიწისქვეშა ქალაქის აშენება. ამ ქალაქის სახელი იქნება ელის სითი (Alice City) და იქ დაახლოებით 100,000 ადამიანი იცხოვრებს. იქ ექნება ოფისები, სასტუმროები, სპორტული ცენტრები, თეატრები და სხვ.

მიწისქვეშა ქალაქები რათქმაუნდა ძალიან საინტერესოა, მაგრამ შეუძლია ადმიანს იცხოვროს მზის და ცის გარეშე??!!

მსგავსი ამბები

Back to top button