ყოველ შემოდგომას ტაილანდში, კერძოდ კი კუნძულ ფხუკეთზე აღნიშნავენ ბუდისტურ ფესტივალს, რომელიც იმპერატორის ცხრა ღმერთის სახელითაა ცნობილი.
ფესტივალის დროს ასობით მონაწილე ღმერთებსა და იმპერატორს თავის ერთგულებას შემდეგნაირად უმტკიცებს (ამას სურათებზე თქვენც მშვენივრად ხედავთ).
ტრადიციების თანახმად, რომელიც აგერ უკვე 150 წელს ითვლის, მონაწილეები იხვრიტავენ ენას, ტუჩებს, ლოყებს, კისერს და ა.შ. მათი რწმენით, რაც მეტი ნახვრეტია, მით უფრო აფასებენ ღმერთები ამას და მოწყალებას უფრო მეტს გაიღებენ.
ფესტივალი ყოველ სექტემბერს ტარდება და გრძელდება 9 დღის განმავლობაში.