სამხედროსასარგებლოსაქართველო

სამშვიდობო მისიები

0fe49a43bdbf

ამ პოსტში გაეცნობით ოპერაციებს, რომლებშიც ქართველები მონაწილეობდნენ და ეხლაც აგრძელებენ 

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი)

კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული, (34 სამხედრო მოსამსახურე) 1999 წლიდან იღებდა მონაწილობას, ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში, ხოლო 2003 წლიდან კი ერთი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის მარტში ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა მთლიანად დატოვა ბალკანეთი.

ერაყში პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული ქ. ტიკრიტში 2003 წელს გაემგზავრნენ. კოალიციური ჯარების შემადგენლობაში 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსასმახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

ერაყის რესპუბლიკაში I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებული იყო ბაზა “დელტაზე” (ვასიტის პროვინცია) 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით. როტაციის წესის შესაბამისად I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები სამშობლოში 2008 წლის ბოლოს დაბრუნდნენ.

ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად, ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა 2004 წელს მიიღო, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. შემდეგ, გურის პროვინციაში ქ. ჩაგჩარანში მყოფი ექიმი-ქირურგი, კაპიტანი გვალია, 2009 წლის 9 ნოემბრიდან ექიმ-ქირურგმა, მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის უზრუნველყოფის სამსახურის ლეიტენანტმა რევიშვილმა ჩაანაცვლა. ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას.

2009 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული (172 სამხედრო მოსამსახურე და კაპელანი-მართლმადიდებელი მღვდელი მამა იოსები) ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე “ვორჰაუზ”-ის ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ასრულებს.

ასეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნა სენაკის სამხედრო ბაზაზე, ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით ორი თვის განმავლობაში გაიარა. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში მიმდინარე ორკვირიანი საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლება “დაუყონებლივი პასუხი” ქართველ სამხედროებს ISAF-ის სამშვიდობო მისიისთვის ამზადებდა. სწავლება იმ პროგრმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციებისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებას. წვრთნების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.

2010 წლის აპირილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სახმედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. სამშვიდობო მისიისთვის მზადება ბატალიონმა 2009 წლის 1 სექტმებრიდან დაიწყო. კერძოდ, ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება გაიარა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. ექვსთვიანი ტაქტიკური მომზადება ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გაიარეს. ჯარისკაცების წვრთნასა და მათი მომზადების დონის შეფასება ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა განახორციელა. 13 იანვრიდან კი სამშვიდობო მისიისთვის მზადება 31-ე ბატალიონის სამხედროებმა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიარეს.

წყარო:http://mod.gov.ge/

ვიდეოც გავაკეთე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close