გართობა

კონკურსი 7 (დასრულდა)

da7b2f3c3b32
დადგა ორშაბათი და შემდეგი კონკურსიც მზადაა.. თამაში დასწრებაზეა, ასე რომ იჩქარეთ = )

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge

დღევანდელი გათამაშებისთვისაც სვუპმა დააწესა პრიზი, ეს გახლავთ 47 ლარის ღირებულების ბოულინგი, პული და DVD ოთახი ბოულინგ ცენტრალში. ვაუჩერის მეშვეობით შეძლებთ ისარებლოთ: 1 საათი ბოულინგის ბილიკით, 1 საათი პულის სათამაშო მაგიდით და 1 საათიც DVD ოთახით (ითამაშოთ XBOX 360 kinetic-ით, მოაწყოთ კარაოკე და ა.შ.) ვაუჩერით გათვალისწინებული მთლიანი თანხა, უნდა დაიხარჯოს ერთი ვიზიტის განმავლობაში. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 08:00 დან 20:00 საათამდე შუალედში, ვაუჩერის ვადაა 1 თვე.

ვინც ვერ მოიგებს, მათ სვუპი შესანიშნავ შანსს აძლევს, შეიძინოთ ეს ვაუჩერი 28 ლარად, ანუ 40.4%-იანი ფასდაკლებით.

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

ყველა კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ ან ორ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება და ავტომატურად წაიშლება!! ასევე იშლება ის კომენტარებიც,რომელშიც დაფიქსირდება თუნდაც 1 არასწორი პასუხი მაინც. ანუ სხვები თუ სწორი იქნა და ერთი არასწორი,ეს წაიშლება, რათა სხვებმა არ გამოიყენონ თქვენი სწორი პასუხები.

დღეს დრო გექნებათ შეზღუდული, საათ ნახევრის განმავლობაში მიიღება სწორი პასუხები. ანუ 22:05 წუთზე შეწყდება კონკურსი და გადამოწმდება გვყავს თუ არა გამარჯვებული.

საკონკურსო დავალებები

პირველი გამოცანა

ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე უცნაურელი მრგვალ მაგიდას შემოჯდომოდა და დიად საკითხზე ბჭობდა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ გადასაჭრელი, უნდა გაერკვიათ თუ რა დღე იყო იმ დღეს : )

1. ბაკო: კიმაგრამ რა დღეა დღეს? დარწმუნებული ვარ არც სამშაბათია, არც ოთხშაბათი და არც ხუთშაბათი.

2. სურმანა: შენი ნათქვამი სულაც არ დაგვეხმარა დიადო ბაქარ, გუშინ პარასკევი იყო.

3. ბაკო: არა, ახლა დავფიქრდი და გუშინ კი არა, ხვალ არის პარასკევი.

4. ვუდენა: ზეგ არის ხუთშაბათი.

5. კემო: რას ბოდიალობთ, ხვალ არის ხუთშაბათი.

6. ნაწკა: გეუბნებით დღეს ნამდვილად ხუთშაბათია.

7. ირი: დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით,რომ გუშინ კვირა არ იყო.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ ერთი ნათქვამი შეესაბამება სიმართლეს, გამოიცანით,რა დღე იყო სინამდვილეში მაშინ?

მეორე გამოცანა
დუდუხანას და მისი 4 ძმის ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დაადგინეთ ამ ხუთი და–ძმიდან როდის დაიბადა თითოეული მათგანი, როდის იქორწინეს და როდის გარდაიცვალნენ. (წლები უნდა დაწეროთ)

1) ყველაზე უფროსმა იქორწინა 1921 წელს დაბადებული დედმამიშვილის ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ.

2) დუდუხანას 40 წლიანი ქორწინება აკავშირებდა თავის ქმართან,რის შემდეგაც გარდაიცვალა. ამასთანავე დუდუხანას დაბადების წელი გახლავთ მისი 1989 წელს გარდაცვლილი ძმის დაბადების წელს მიმატებული 1 წელი : )

3) ყველაზე ახალგაზრდა დედმამიშვილი დაქორწინდა იოსების ქორწინებამდე 1 წლით ადრე. და ასევე ეს ყველაზე ახალგაზრდა გარდაიცვალა მაიკლის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე.

4) ის, ვინც დაქორწინდა 1950 წელს, გარდაიცვალა 2 წლით ადრე იმაზე, ვინც დაქორწინდა 1949 წელს.

5) ის, ვინც დაიბადა 1923 წელს, დაქორწინდა იოსების ქორწინებამდე ერთზე მეტი წლით ადრე და გარდაიცვალა ასევე იოსების გარდაცვალებამდე ერთზე მეტი წლით ადრე.

6) უილიამი ერთადერთია და–ძმებში,რომლის დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების წლებიც არის კენტი რიცხვები.

პიტერი კი გარდაიცვალა 1946 წელს დაქორწინებული დედმამიშვილის გარდაცვალების წლიდან 1 წლის შემდეგ.

სახელები: დუდუხანა, პიტერი, უილიამი, იოსები, მაიკლი.

დაბადების წლები: 1921, 1924, 1920, 1923, 1922.

ქორწინების წლები: 1947, 1949, 1948, 1946,1950.

გარდაცვალების წლები: 1991, 1988, 1992, 1989, 1990.

მესამე გამოცანა

f215baa6a2c3

რა არის ამ სურათზე გამოსახული?

დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ერთ–ერთმა მონაწილემ მარიამმა სწორი პასუხი დააფიქსირა, მაგრამ სამწუხაროდ დროში ვერ ჩაეტია. იმედი გვაქვს შემდეგში ასე არ გაგიჭირდებათ ამოხსნა : (
ხუთშაბათს ავტორების პოსტების გველის, თანაც ძალიან საინტერესო, ცოტა შეცვლილი წესებით და კარგი სტატიებით. ასე რომ ყურადღებით იყავით, შეაფასეთ ავტორები და ისინი არ მოგაკლებენ კარგ და უცნაურ პოსტებს ^^

სწორი პასუხები

პირველი გამოცანა: ორშაბათი

მეორე გამოცანა: პასუხი: დუდუხანა დაიბადა 1924, დაქორწინდა 1948, გარდაიცვალა 1988.

მაიკლი – 1923 – 1946 – 1989

იოსები – 1920 – 1949 – 1992

პიტერი – 1922 – 1950 – 1990

უილიამი – 1921 – 1947 – 1991.

მესამე გამოცანა: პეპლის ფრთა

მსგავსი ამბები

Back to top button