არქივი

როგორი იქნება შენთვის 2011 წელი?

6813cf7f3a8e

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2011, თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი ზოდიაქის თითქმის ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება.

ვირთხა – 2011 წელი ვირთხებისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. ვირთხა ყოველთვის კმაყოფილი იქნება თავისი სამუშაოთი. მას გაუმართლებს ყველაფერში და შეძლებს არარეალურის გაკეთებას.

ხარი – არც თუ ისე კარგი წელი გელით წინ. ხარი ძალიან სერიოზული ნატურაა და ვერ იტანს არეულობას.

კურდღელი (იაპონური ჰოროსკოპით კატა) – 2011 წელი კატისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელიწადი იქნება. ეს წელიწადი თქვენთვის იქნება ენერგიული. აუცილებლად აკრიფეთ ენერგია, რათა მოემზადოთ შემდეგი წლისთვის.

დრაკონი – დრაკონს ძალიან უყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა, კურდღელი კი მისცემს ამის უფლებას. დრაკონს ექნება საშუალება, გახდეს ბედნიერი.

გველი – წარმატებული იქნება 2011 წელში. ის ბრძენი და ეშმაკია. წარმატებული იქნება მისთვის ეს წელიწადი სიყვარულშიც.

ცხენი – ასევე კარგი იქნება 2011 წელი ცხენისთვის. თუ თქვენ შრომისმოყვარე ხართ, მით უმეტეს….

თხა – სტაბილური წელიწადი იქნება თხისთვის. მას დააფასებენ. საშიშია მისთვის გრიპის ეპიდემია.

მამალი – მამლისთვის ახალი წელი უბრალოდ მშვიდი იქნება. მამლისთვის ჯერ ადრეა რამე არარეალურის ჩადენა. აუცილებელია დაცდა.

ძაღლი – ძაღლს გაუმართლა. მას შეუძლია მთელი წელიწადი დაისვენოს. მას შეუძლია მოძებნოს თავისი მეორე ნახევარი.

ვეფხვი – ვეფხვს გაუმართლებს კარიერაში. დაავადებებიც გვერდს აუვლიან.

მაიმუნი – მაიმუნისთვის ეს წელიწადი მთლიანად წარმატებული გამოდგება. სადაც არ უნდა უნდოდეს მიზნის მიღწევა, ყველგან შეძლებს.

ღორი – არცთუ ისე კარგი წელიწადი იქნება. ყოველთვის ვიღაცა უკბენს.

როგორც ცნობილია, აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, 2011 წელი არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ამ ციკლის სახელწოდებაა “ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან” და იგი არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით ხასიათდება.

თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელს ზედაპირულად თუ შეხედავთ, უჩვეულოს ვერაფერს შენიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამის სრული უგულებელყოფა შეუძლებელია, ვინაიდან ამ დამალული ბუნების გამო 2011 წელი იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან – მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი.

წყარო: www.ghn.ge

მსგავსი ამბები

Back to top button