არქივი

სერგეი რახმანინოვი (Сергей Рахманинов)

3ad81f6aa87e
სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 20 მარტს, ნოვგოროდთან მოშორებით. რახმანინოვი იზრდებოდა მუსიკალურ ოჯახში,მისი ბაბუა არკადი ალეკსანდრეს ძე, რომელიც სწავლობდა ჯონ ფილდთან, იყო პიანისტი და კომპოზიტორი, ხოლო სერგეის მამა , ვასილი არკადის ძე რახმანინოვი გახლდთ ადამიანი, რომელიც აბსოლუტური მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. სერგეი რახმანინოვის პირველი მასწავლებელი, საკუთარი დედა იყო. რახმანინოვი იხსენებს, რომ მას ძალით სვამდნენ ინსტრუმენტთან , თუმცა უკვე 4 წლის ასაკში მას შეეძლო 4 ხელში ბუბასთან ერთად დაკვრა.

როდესაც კომპოზიტორი 7-8 წლის იყო, მისი ოჯახი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. იმ დროისთვის მისი მუსიკალური შესაძლებლობები საკმაოდ შესამჩნევი იყო და 1882 წელს სერგეი მიიღეს პეტერბურგის კონსერვატორიაში, დემიანსკის საფორტეპიანო კლასსში.

1885 წელს რახმანოვს, იმ დროისთვის ახალგაზრდა მაგრამ საკმაოდ ცნობილმა მუსიკოსმა ზილოტიმ მოუსმინა, რის შემდეგაც ის დარწმუნდა, რომ რახმანინოვი ნამდვილად ნიჭიერი პიანისტი იყო. ზილოტიმ ის მოსკოვის კონსერვატორიაში წაიყვანა და ნიკოლაი ზვერევის საფორტეპიანო კლასსში ჩარიცხა.
მაღალ კლასებში რახმანინოვი ტანეევთან და არენსკისთან მეცადინეობდა.
1891 წელს, რახმანინოვი დიდი წარმატებით ასრულებს საფორტეპიანო კლასს და შემდეგ კონსერვატორიას. მან წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი ოპერა “ალეკო” და მიიღო ოქროს მედალი. მუსიკალურმა სამყარომ რახმანინოვის პირველი ოპერა მიიღო არა , როგორც მოსწავლის ნამუშევარი, არამედ , როგორც ოსტატის ნაწარმოები. თვით ჩაიკოვსკიმ გამოხატა აღფრთოვანება “ალეკოს” მიმართ. სწორედ ჩაიკოვსკის მორალური თანადგომით რახმანინოვი აგრძელებს თავის შემოქმედებას და ახალ ნაწარმოებებს ქმნის.
1895 წელს , რახმანინოვი ამთავრებს თავის პირველ სიმფონიას, რომელიც 1987 წელის დასაწყისში იქნა შესრულებული ერთ-ერთ სიმფონიურ კონცერტზე. სიმფონიამ ფიასკო განიცადა. ის ვერ გაიგეს. ამ ფაქტმა იმდენად ცუდად იმოქმედა რახმანინოვზე, რომ ის რამოდენიმე წლის მანძილზე არაფერს წერდა.

1987 წელს რახმანინოვი დირიჟორად იწყებს მუშაობას მამონტოვის თეათრში. მიუხედავად იმისა, რომ მან სულ 1 წელი გაატარა ამ გარემოში, სერგეიმ მოასწრო ისეთი გამოჩენილი ადამიანების გაცნობა, როგორებიც არიან მხატვარი სეროვი, კოროვინი, ზაბელოი-ვუბელი და შალიაპინი.

1900 წელს რახმანინოვი უბრუნდება კომპოზიტორულ შემოქმედებას. იმ წელს მან დაწერა მეორე საფორტეპიანო კონცერტის ორივე ნაწილი.

შემოქმედებით ამაღლებასთან ერთად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ის ქორწინდება მის ნათესავ ნატალია სატინაზე, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს.

d
მეორე საფორტეპიანო კონცერტს მესამეც მოჰყვა, პრელუდიები, ეტიუდები, რომანსები.
რახმანინოვის მოსკოვური პერიოდი დასრულდა 1917 წელს, ის გაემგზავრა სკანდინავურ ქვეყნებში გასტროლებზე, ხოლო 1918 წელს ის გადავიდა საცხოვრებლას ამერიკაში. ამ პერიოდში იქნა დაწერილი უამრავი ნაწარმოები, მათ შორის ცნობილი “რასპოდია პაგანინის თემაზე” და მესამე სიმფონია.

raacch
მიუხედავად, იმისა , რომ რახმანინოვი უცხოეთში ცხოვრობდა, ის ყურადღებით თვალს ადევნებდა საკუთარი ქვეყნის კულტურის განვითარებას.

რახმანინოვი გარდაიცვალა 28 მარტს 70 წლის ასაკში.

“>

“>

“>

“>

მიიიყვარს (!)

მსგავსი ამბები

Back to top button