გართობაკულტურაუცნაური

უძღები კვერცხუჯრედის დაბრუნება

wfuw1

თქვენი აზრით ვინ არიან ამ სურათზე? ორი ტყუპისცალი და მათი და? სინამდვილეში სამივე ტყუპია..

მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ რაილი შეფარდი მათი 11 წლის დების ასლია ჩვილობაში. მაგრამ ფაქტია, რომ სხვადასხვა საუკუნეებში დაბადებული გოგონები ერთ დღეს ჩაისახნენ – 1998 წელს. საქმე იმაშია, რომ მეგანის და ბეთანის ემბრიონები მათ დედას ჩაუნერგეს, ხოლო რაილისა კი გაყინეს 10 წლით. მედიკოსების განცხადებით, მათ არ სმენიათ მსგავსი შემთხვევა, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან განაყოფიერებული ტყუპები ამხელა დისტანციით დაბადებულიყვნენ.

7n1fc
მშობლები: ადრიან და ლიზა შეფარდები. შვილები: მეგანი, რაილი, ბეთანი

გოგონების მშობლები, ადრიანი და ლიზა 1994 წელს დაქორწინდნენ. შვილის გაჩენა ორივეს სურდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედა დაავადებული იყო ენდომეტრიოზით, რის გამოც ძალიან მცირე შანსი იყო, რომ ბუნებრივი გზით დაორსულდებოდა. სხვადასხვა სახის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. 1998 წლის სექტემბერში წყვილმა გაიარა მკურნალობა მიდლენდის კლინიკაში. ლიზა შეფარდის 14 კვერცხუჯრედი გაანაყოფიერეს, მათგან 12 გაყინეს, 2 კი გადაუნერგეს. რა თქმა უნდა, იყო შანსი, რომ ესეც უშედეგო იქნებოდა, მაგრამ წყვილს უკან არ დაუხევია. 1 კვირის შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა კიდევ 1 კვირის შემდეგ პასუხი დადებითი იყო.


ბეთანი და მეგანი 11 წლის წინ

ექოსკოპიამ აჩვენა, რომ წყვილი ტყუპებს ელოდა. მშობიარობამ ჩვეულებრივ ჩაიარა და როცა გოგონებმა 9 წელს მიაღწიეს, ამჯერად მესამე ბავშვის საკითხი წამოიჭრა. 2009 წლის დეკემბერში წყვილი ხელახლა ეწვია მიდლენდის კლინიკას იგივე პროცედურის გავლის მიზნით, 10 წლის წინ გაყინული ემბრიონით. გამომდინარე იქიდან, რომ ისევ იყო შანსი წარუმატებლობისა, ამჯერად მხოლოდ ერთი ცალი იკმარეს და გადაწყვიტეს, რომ თუ არ გამოვიდოდა, აღარ ეცადათ. ეს იყო ბოლო შანსი კიდევ ერთი შვილის ყოლისა, რომელმაც მათდა საბედნიეროდ, ისევ გაამართლა.

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button