ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ჩემი ხელოვნური ბავშვი

ad9e30b6c2e4
ბავშვობაში ყველა გოგონას უყვარს სათამაშოები, განსაკუთრებით კი თოჯინები. ბევრ პატარას რომ ჰკითხოთ,მისი საყვარელი თამაში დედაშვილობანაა. თოჯინას ისე უვლიან,როგორც ცოცხალ,პატარა ბავშვს, აძინებენ, აჭმევენ, ბანენ, დაყავთ სასეირნოდ და ა.შ. ეს ყველაფერი ნორმალური და მისასალმებელიც კია, რადგან ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა სხვის მიმართ მზრუნველობას, გამოიმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს, მაგრამ რა ხდება,როდესაც პატარების მაგივრად თოჯინასთან უფროს ადამიანს ვხედავთ. როცა ისინიც ისე ეპყრობიან სათამაშოს,როგორც ბავშვები, ისინიც აძინებენ, ისინიც საფენებს უცვლიან, დაატარებენ გარეთ… რეაქცია სხვადასხვანაირია, ზოგიერთი ასეთ ქალებს გიჟებად ნათლავს, ზოგი ცდილობს გამართლება მოუძებნოს, ასეა თუ ისე, სჯობს საკუთარი თვალით ვიხილოთ,როგორია ხელოვნური ,,რეალისტური” თოჯინა და ვინ არიან მომხმარებლები.

,,ხელოვნურ ბავშვების” ბიზნესმა უკვე შეიძლება ითქვას ფეხი კარგად მოიკიდა საზღვარგარეთ, შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ ინტერნეტ მაღაზიებშიც, მაგალითად იბეიში. მომხმარებლებიც საკმარისად ჰყავს და ამ სიტუაციამ ასახვა ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმშიც ჰპოვა, რომელსაც თქვენ აქ იხილავთ.

,,ხელოვნური ბავშვები” სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება, ბევრი სხვათაშორის სუნთქვის იმიტაციასაც კი აკეთებს, ზოგი ტირის, ზოგი ჭამს და ა.შ.

a14745b4a3e2

ხაიმე ითონი, 30 წლის – 4 შვილის მარტოხელა დედა, იგი თოჯინების ბიზნესითაა დაკავებული, ყველაფერს თავად ამზადებს, ფიქრობს,რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მიუხედავად ამისა, უყვარს რასაც აკეთებს. თუმცა თავდაპირველად მათი გაყიდვა ნამდვილად გაუჭირდა, იტირა კიდეც,როცა მისი ნამუშევრები წაიყვანეს, მაგრამ ბიზნესი სხვა რამეს მოითხოვდა, ასე რომ შეგუება ამჯობინა. იმის შემდეგ მის ხელში მრავალმა ,,ახალშობილმა” გაიარა. ხაიმე ხშირად დადის გარეთ და ხალხს ბავშვის ყიდვას თავაზობს, პასუხად მათ გაოცებულ სახეებს აწყდება, თავდაპირველად ჰგონიათ რომ ახალგაზრდა ქალი უბრალოდ ხუმრობს, შემდეგ კი მშვენიერი ნამუშევრით ინტერესდებიან და ეფერებიან კიდეც. ხაიმე კლიენტებს არ ეკითხება,თუ რისთვის ყიდულობენ თოჯინას.
არჩევანი მართლაც რომ დიდია, ხაიმეს მრავალნაირი თოჯინის დამზადება შეუძლია კლიენტის სურვილის გათვალისწინებით. შეუძლია სურათის საშუალებით დაამზადოს ,,ვინმეს” ასლი. ამ შეთავაზებით კლიენტებს ადვილად ხიბლავს.

მისი მოღვაწეობა ასე დაიწყო, ერთხელაც შვილისთვის თოჯინას ეძებდა იბეიში, მაშინ წააწყდა ასეთ სათამაშოს, იგი იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა,რომ ქალი გაოცდა და ეგონა ვიღაც ნამდვილ ბავშვს ყიდდა, შემდეგ მოიძია ინფორმაცია და გადაწყვიტა ერთი შეეძინა. როდესაც შეკვეთა მოუტანეს, იმედგაცრუებული დარჩა, თოჯინა სულაც არ გამოიყურებოდა ისე კარგად,როგორც ფოტოზე, ასე რომ გადაწყვიტა საღებავები ეყიდა და თავად დაემუშავებინა ,,პროდუქტი”. ასეც მოიქცა და შესანიშნავი შედეგი მიიღო, იმის მერე დაიწყო უფრო და უფრო დახვეწა და დღესდღეობით თვითონვე უშვებს ნაწარმს.

0411eb2258e1

სიუ სმიტი – მას ცხრა შვილი ჰყავს, მაგრამ ცხრავე ხელოვნური.. ამაზე არც წუხს, არ იფიქროთ ქალური პრობლემები აქვს და ბავშვის გაჩენა არ შეუძლიაო, სულაც არა, უბრალოდ ფიქრობს,რომ ნამდვილი შვილის გაჩენის შემთხვევაში ყველაფერი ისე კოხტად და ლამაზად აღარ იქნებოდა,როგორც ახლაა. სიუს არ სურს ჭუჭყიანი საფენების ცვლა და ბავშვის ჭყავილის მოსმენა. იგი უკვე 45 წლისაა, და დაახლოებით 25 000 ფუნტი აქვს დახარჯული თოჯინების ყიდვასა და მათ მოვლა-პატრონობაში. ზოგიერთი თოჯინა სუნთქავს, ზოგი ტირის, ზოგს შიგნით გულის ფეთქვის ეფექტისთვის სპეციალური დანადგარი აქვს ჩამონტაჟებული, ზოგს კი სითბური ხელსაწყოები,რომელიც სხეულს გარკვეულ ტემპერატურას ანიჭებს, ამ ყველაფრის წყალობით კი მართლაც ძნელია ერთი შეხედვით გამოიცნო ხელოვნურია თუ არა ,,ბავშვი”.
სუე აცხადებს,რომ იგი სულაც არ ცხოვრობს ილუზიებში, არც ის ჰგონია,რომ თოჯინები რეალური შვილები არიან, უბრალოდ რადგანაც ბავშვი არ ჰყავს,თოჯინებს იყენებს იმისთვის, რათა ქალური გრძნობები გააღვიძოს, ეს კი ძალიან სიამოვნებს.

სუეს ქმარი, 44 წლის ტერი ამბობს: როცა ჩვენ დავქორწინდით, გადავწყვიტეთ ჯერ ცხოვრებით დავმტკბარიყავით და შემდეგ გაგვეჩინა შვილები, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ტკბობა არასოდეს დასრულდება.

დოკუმენტურ ფილმში ნახავთ თუ როგორ შეხვდება თავის მეათე ,,შვილს” სუე და რა რეაქციები აქვს მას..

084e1007985b

ქრისტინი – იგი ხელოვნურ ბავშვამდე ცხოვრებამ მიიყვანა. მას ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც კიბო სჭირდა. გოგონამ ბავშვი გააჩინა,რომელსაც ჰარი დაარქვეს. პატარა ბიჭის შემოსვლა მათ ოჯახში ახალი კარის გაღება აღმოჩნდა, ქრისტინს განსაკუთრებით უყვარდა თავისი შვილიშვილი. მალე ჰელენის (ქრისტინის შვილი) დაავადებამ უკან დაიხია და შვილიანად ახალ ზელანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ასე რომ ქრისტინი მარტო დარჩა ქმართან. მას ძალია ენატრება ჰარი და გამუდმებით განიცდის ნოსტალგიას. სადაც არ უნდა გაიაროს, სულ ახსენდება,როდის გაიარა ამ ადგილას ჰარისთა ერთად, რას აკეთებდნენ მაშინ, რას ამბობდა პატარა ბიჭუნა და ა.შ.
ქრისტინმა ინტერნეტ-ფორუმზე შეიტყო ხელოვნური ბავშვების შესახებ, იმის შემდეგ თოჯინების კოლექციონერთანაც იყო სტუმრად და ნანახით აღფრთოვანებული დარჩა, საბოლოოდ კი ხაიმეს მიაშურა და თავისი შვილიშვილის, ჰარის სურათები წაუღო. მიზანი ერთი იყო, ხაიმეს უნდა დაემზადებინა ჰარისნაირი თოჯინა. ასეც მოხდა : )

პირველი ნაწილი

MGQwYjliMzhmOTE3OCZvZj*w

მეორე ნაწილი

MGQwYjliMzhmOTE3OCZvZj*w

შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელოვნური ბავშვების სურათები:

7305a35308f1

1694e2bb2bf7

f2c02a28de34

4d0ca6cfac4e

b76d128c2bf5

cfad915014c6

7481c600a137

38cab0e5fab4

3c5d80433fbe

15ae9a2a8dac

89cfb86a06df

1b95055f33f4

ee4860439722

97f06931db04

8fccfd3e6ee8

235331592b01

57d4797649ac

d1b4fc2dee6a

9d5d3b450eea

924dd1ce375d

c5ded3289837

25d09e5b667a

438c573201b2

ad855fe8d8f6

cc6d3bcfb0e7

509f767a607e

8d878cc99566

576e6e59d5fe

9b4df02d9116

c1fdc9ae4088

2f732c952d81

b14609daaea5

4ab647f5e8f8

794f4646b829

502916cdb3ac

1e0bcb39a6b3

bf5d0c4d3f8f

79293ed118f6

6c6da5117088

dbb11d1c4277

63f4ab0a65ce

1d69c41673e6

c312ff02a8c3

233042abd0e3

რას ფიქრობთ თქვენ ასეთი თოჯინების არსებობის შესახებ და საერთოდ ამართლებთ თუ არა ფილმის გმირებს?

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button