არქივი

ფაქტები, რომელსაც ახსნა აქვს და არ აქვს..

d9d201c63efa

*ინდოჩინეთის ჯუნგლებში ფრანგმა მკვლევარმა მუომ მკვდარი ქალაქი აღმოაჩინა. იქ განთავსებული სასახლეები და ტაძრები გიგანტ ადამიანებს უნდა აეგოთ.

* აფრიკის კლდეებზე არსებულ ნახატებზე აღმოჩენილია კოსმონავტები. ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე ინდიელების მიერ რაკეტაში მყოფი კოსმონავტია დახატული.

*XIX საუკუნეში ლიმპოპოში(აფრიკა) მოგზაურებმა ქვის 15-მეტრიანი ციხე და რკინის ღუმლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

*1866 წელს, კალიფორნიაში და 1860 წელს, იტალიაში ადამიანის თავის ქალები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც 10 მილიონი წელია.

* სამხრეთ მისურის ერთ-ერთ მუზეუმში რკინის ტოლჩა ინახება. იგი 1912 წელს, უილბერტონის შახტში (ოკლაჰომას შტატი) აღმოაჩინეს. სავარაუდოდ რკინის ტოლჩა 312 მილიონი წლისაა.

*1852 წელს, მასაჩუსეტსის შტატში, ვინმე ჰოლმა ეზოში მიწის ამოთხრის დროს, 4,5 მეტრის სიღრმეში ვერცხლის სასმისი იპოვა. იგი დაახლოებით 600 მილიონი წლისაა.

*1844 წელს, მილნფილდში (შოტლანდია), ქვის სამტეხლოში აღმოაჩინეს ქვა,რომელშიც ლურსმანი იყო გაქვავებული. ლურსმანი 360-408 მილიონი წლებით თარიღდება.

13e9654b5345

**ჩინეთში ბიჭი ორმაგი სახით დაიბადა. პროფესორი ვანგ დუგუანი ამ ანომალიას ორსულობის პერიოდში დედის მიერ მიღებული მედიკამენტებით ხსნის. დედის, იუ ქსილიანის განმარტებით, ის ორსულობის პირველ კვირებში ფეხმძიმობის შესაწყვეტ წამლებს მართლაც იღებდა. წლის და 8 თვის ბავშვი, სახელად კანკანგი, გარეგნობით ყველა ბავშვისაგან განსხვავებულია, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით ძალიან გონებაგახსნილი და მოძრავია.
პროფესორის განცხადებით, ჩვეულებრივი სახის დასაბრუნებლად ბიჭუნას, სულ მცირე, ორი ოპერაცია დასჭირდება. ამ ხარჯების დაფარვის საშუალება კი მის მშობლებს არ აქვთ.

წყარო: ჟურნალი გზა,  sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button