საკითხავისასარგებლოსურათები

მიროსლავ ტიხი (Miroslav Tichy) – მოხეტიალე ფოტოგრაფი…

a073e657d517
“ჩემთვის ქალები ეს უბრალოდ ლაიტმოტივია. მე არასოდეს გამოვკიდებივარ კაბებს უკან. მაშინაც კი, როდესაც ვხედავ ქალს, რომელიც ძალიან მომწონს და შემიძლია გამოველაპარაკო მას – მე ვხვდები, რომ ჩემთვის ეს მაინც არაა საინტერესო. ამიტომაც ვიღებ ხელში ფანქარს და ვხატავ მას. ეროტიზმი ეს უბრალოდ სიზმარია, სამყარო კი – ილუზია, ჩვენი ილუზია.” – მიროსლავ ტიხი.

მსოფლიო ფოტოხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ადამიანად შეძლება ჩაითვალოს ჩეხი ფოტოგრაფი მიროსლავ ტიხი (1926 წელს დაბადებული). ის თავად თავისი ხელებით ამზადებდა ფოტოაპარატს. მასალას კი ნაგავსაყრელებზე ეძებდა. დაწყებული სიგარეტის კოლოფებით, დამთავრებული კონსერვის ქილებით. მისი ჯადოსნური ხელები ყველაფრისგან ქმნიდა მისთვის საყვარელ ფოტოკამერებს. ლინზებსაც კი მოხეტიალე ფოტოგრაფი ასევე თავისი ხელებით აკეთებდა, სხვადასვა მინებისგან, რომლებსაც კბილის პასტით აპრიალებდა.

c4a26e0c7c45

მას გიჟად თვლიდა ყველა, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებდა. ის თავის სურათებთან ერთად ცხოვრობდა მარტო და არ აინტერესებდა ირგვლივ არაფერი. დახეტიალობდა ქუჩებში და თავისი გაკეთებული ფოტოაპარატით უღებდა სურათებს ქალბატონებს. ძირითადად ფანჯრიდან, საცურაო აუზების ღობეებიდან, ქუჩებში, მაღაზიებსა და პარკებში… ის ამას აკეთებდა მხოლოდ თავისთვის. არასოდეს უფიქრია, რომ მის ნამუუშევრებს სხვაც ნახავდა ოდესმე ან გაიყიდებოდა კიდეც.

ყოველ დღე ის ბრუნდებოდა სახლში ასობით სურათით და ბეჭდავდა, ასევე თავისი ხელით გაკეთებულ პრიმიტიულ მოწყობილობაზე. ბევრი სურათი მტვერმა შეჭამა, ან ვირთხების მსხვერპლი გახდა. ზოგი სურათი კი ისე ძალიან უყვარდა მიროსლავ ტიხის, რომ მათთან ერთად ეძინა და ჭამდა კიდეც. სულ თან დაჰქონდა და არ იშორებდა არასოდეს.

გავიდა წლები და ის “აღმოაჩინეს”. ყოფილი ლოთი, მარტოხელა, მოხეტიალე ფოტოგრაფი გახდა ძალზედ ცნობილი. მისი სურათები დღეს ცნობილ გალერეებში იწონებს თავს და ათობით ათასი ევრო ღირს.

42683ed5b0b8

c793d2a7bbb8

d177cc5413e2

e9f985966325

91c64e6f0f34

7628bc448e67

f3d8f1b744cf

0080f4f9cd45

3b471feff896

459a7c5b86ac

f948b4c761a5

e8cd69ba3e60

***********************************************************************************
***********************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button