უცნაური

ერთგულების ქამარი

4ef5476faa3c
ვენაში არქეოლოგიური გათხრების დროს,ენტონ პეჩინჯერმა ქალის სამარხში ერთგულების ქამარი აღმოაჩინა იგი XVI საუკუნესი იყო დამზადებული

მოწყობილობა,რომელიც ქალბატონებს ერთგულების ქამრის მაგივრობას უწევდა,პირველად ძველ საბერძნეთში გამოჩნდა.მონა ქალებს უკეთებდნენ ქამარს,რომელიც 2 სარტყლისგან შედგებოდა:ერთს წელზე უკეთებდნენ,ხოლო მეორე-ფეხებს შორის ჰქონდათ ამოკრული.ასეთი ეგზუკაციის მიზეზი,მონა ქალის ორსულობის თავიდან აცილება გახლდათ,თუ ქალი დაფეხმძიმდებოდა,ის მუშაობას ვეღარ შეძლებდა,რაც მონათმფლობელისთვის მიუღებელი იყო.ძველი საბერძნეთის გამოგონება შუა საუკუნეებში ისევ საჭირო გახდა.
ერთგულების ქამარს ქალები ძველად ჩინეთსჰიც  ატარებდნენ,ოღონდ საკუთარი სურვილით,რათა მეუღლეებისთვის საკუთარი ერთგულება დაემტკიცებინათ.

6a25ff628819

გერმანელმა იმპერატორმა საჭიროდ მიიჩნია,რომ სახლის დატოვების დროს მჭედელს მისი ცოლისთვის რკინის ტრუსი ჩაეცმია,შინ დაბრუნების შემდეგ კი თვითონ ხსნიდა მას.მოწყობილობა გარკვეულწილად,საწამებელ იარაღს წარმოადგენდა.ეს გახლდათ უზარმაზარი კონსტრუქცია,რომელსაც უამრავი კლიტე ჰქონდა.”კეთილისმყოფელი მფარველი” მჭდელს უფლებას აძლევდა,მოწყობილობაზე პატარა ხვრელი დაეტოვებინა,ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.ამ დროს პირად ჰიგიენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.ერთგულების ქამრის ერთადერთი გასაღები უშუალოდ ეჭვიან ქმართან
ინახებოდა.ზოგიერთი ქალი ან მისი საყვარელი,მჭედელს ქამრის გასაღების ასლს ამზადებინებდა.

b1258b5a7acd
ვენეციური ერთგულების ქამარი

გერმანელი მონარქის მიერ შემოღებულ სიახლეს მამაკაცებში მოწონება ხვდა წილად და ერთგულების ქამრები მალე მთელ ევროპაში გავრცელდა,ისინი ერთგვარად,მოდურადაც კი მიიჩნეოდა.ახალი მოდელი ძველი ბერძნულისაგან მხოლოდ მასალით განსხვავდებოდა.ხარის ტყავისაგან დამზადებულ ქამარს რკინის დეტალები დაემატა.ცოტა მოგვიანებით კი რკინა ვერცხლმა და ოქრომ შეცვალა.რენესანსის ეპოქაში,მდიდარი ქმრები ცოლებისთვის ერთგულების ქამარს ვენეციელ იუველირებს ოქროსაგან აკეთებინებდნენ და ძვირფასი თვლებით ალამაზებინებდნენ. საუკეთესო ეგზემპლარებს ბერგამოსა და ვენეციაში ამზადებდნენ.სწორედ აქედან წარმოიშვა ერთგულების ქამრის სხვა სახელწოდებები-“ბერგამის ციხესიმაგრე” და “ვენეციური ცხრაკლიტური”.ასეთი გამოთქმაც არსებობდა: “ცოლის ან საყვარლის დაკეტვა ბერგამული წესით”.ერთგულების ქამრის ხანგრძლივი ტარება ხერხემლისა და ფეხების გამრუდებასა და სასქესო ორგანოების დაავადებას იწვევდა.
ვიქტორიის ეპოქაში კი, ინგლისში,ერთგულების ქამრები მამაკაცებისთვისაც არსებობდა.(ამ თემაზე პოსტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.)

651d66c56d84

b2b1858388b1
ჰამბურგული ერთგულების ქამარი.

P.S პირველი პსტია და იმედია ლმობიერები იქნებით ჩემს მიმართ :sackali:

Back to top button