არქივი

David Helfgott “Shine”

shine
1947 წლის 19 მაისს ავსტრალიის ქალაქ მალბურნში ებრაულ-პოლონურ ოჯახში დაიბადა დევიდ ჰელფგოტი (David Helfgott)
ხუთი წლის ასაკსი დევიდმა აღმოაჩინა საკუთარ თავში პიანისტის საოცარი ნიჭი. მოზრდილ ასაკში ის უკვე იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსებში. ხუთი წლის შემდეგ დევიდი გაემგზავრა ლონდონში სასწავლებლად – “სამეფო კოლეჯში”.
თუმცა 1970 წელს პიანისტი მძიმედ დაავადდა და ის იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო.

80_იან წლებში დევიდმა გააგრძელა თავისი შემოქმედებითი კარიერა. ის სწავლობდა ძალიან ცნობილ პედაგოგთან – პიტერ ფოიხტვანგერთან. (Peter Feuchtwanger).

დევიდი გამოდიოდა ლონდონში, ბონნაში, ვენაში, ბუდაპეშტსა და კოპენგაგენში.

ჰელფგოტის ალბომი “Liszt, Rachmaninov, Chopin”, რომელიც 1991 წელს გამოვიდა, ნომინირებული იქნა ავსტრიის პრემია “Aria” ში, ის იყო ერთადერთი კლასიკოსი შემსრულებელი, რომელმაც ასეთი პატივი მიიღო.

მოგვიანებით დევიდი იაპონიაშიც გაემგზავრა, სადაც ის გამოდიოდა დიდი აუდიტორიების წინაშე.1995 წელს ჰელფგოტი დანიაში დავრუნდა, სადაც ის ადრეც გასტროლირებდა. შწორედ იქ იქნა ჩაწერილი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიოგრაფიული ფილმის შექმნაში დევიდ ჰელფგოტზე, რომელსაც “Shine” უწოდეს. ფილმის ავტორი სკოტ ჰიკსი (Scott Hicks) გახლავთ.
ფილმის წყალობით ჰელფგოტი ბევრად ცნობილი და საყვარელი გახდა საზოგადოებისთვის.
s


ფილმში დევიდ ჰელფგოტის როლს ჯეფრი რაში თამაშობს (!)

P.S. მინდა დავამატო და ვთქვა, რომ ფილმი “Shine” ასახავს დევიდის მძიმე და შემოქმედებით ცხოვრებას, იმ ეტაპებს , რომელიც მან გაიარა სხვადასხვა ადამიანებთან ერთად, მისი დამოკიდებულება ოჯახთან, მის “სიგიჟეს”. ფილმს, რომ ნახავთ დარწმუნდებით , რომ ყველა ხელოვანი ადამიანი აფრენს ))))))) ცოოტატი მაინც მოკლედ აუცილეებლაად ნახეთ (!)

მსგავსი ამბები

Back to top button