რეკორდებისაკითხავი

ყველაზე მსუქან ქალს სიკვდილი ემუქრება


ოჰაიოელი ტერი სმიტი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თუ დიეტას არ დაიცავს, მოკვდება. როცა ტერის წონამ 318 კილოგრამს მიაღწია, გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოში ყველაზე მსუქან ქალად დაასახელა.

49 წლის აფროამერიკელი ქალი დაახლოებით სამი წელიწადია საწოლს არის მიჯაჭვული. ფეხზე ვერ დგება და საწოლშიც კი დამოუკიდებლად გადაბრუნება უჭირს.
ბოლო ხანს ტერის საშინელი თავის ტკივილები დაეწყო და ექიმები შიშობენ, რომ ტვინში სერიოზული დარღვევები აქვს, შესაძლოა სიმსივნეც კი. სამწუხაროდ, მისი გაშუქებაც შეუძლებელია, რადგან აპარატში ვერ ეტევა.

ტვინი რომ გამოეკვლიათ, ექიმებმა ქალს მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. ტერიმ დაიწყო ჯანსაღი საკვების მიღება და ფიზიკური ვარჯიში (შეძლებისდაგვარად), თუმცა სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია.

ტერის მეუღლე მაირონი და უფროსი ქალიშვილი უვლიან. ისინი აჭმევენ, ბანენ და საცვლებს უცვლიან. ტერი მეუღლეს წმინდანსა და მფარველ ანგელოზს ეძახის, რადგან ასეთ გასაჭირში არ მიატოვა. თუმცა ტერი ყოველთვის მსუქანი იყო – ჯერ კიდევ 7 წლისა 51 კილოგრამს იწონიდა…
ტერის იმედი აქვს, რომ გახდება. შესაძლოა, ოპერაციაც კი გაუკეთონ.

ექიმებმა გადაწყვიტეს, ის კლივლენდის ზოოპარკში გაეშუქებინათ, აპარატით, რომელსაც სპილოებისა და მარტორქების გამოსაკვლევად იყენებენ, მაგრამ აპარატს ადამიანებისთვის გამოყენების ლიცენზია არ აღმოაჩნდა(!). ასე რომ, ტერის გახდომა მოუწევს.

წყარო:ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close