საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი 2)

960f99965dc5
მეორე ნაწილი საინტერესო ფაქტების ცნობილ ადამიანებზე

1. ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე ღორმუცელა რუსი მეიგავე ივანე კრილოვი ითვლებოდა. ერთ ჯერზე მწერალი 3 თეფშ ბორშს, 2 ცივ კერძს, 4 ულუფა ხორციან კერძს, ნახევრად შემწვარ ინდაურს, 2 კგ მწნილსა და 3 კგ ხილს ჭამდა, ხოლო დესერტად ერთ ღვეზელს და ერთ თეფშ ტკბილ ფაფას აყოლებდა. მეიგავე ნაწლავების გადახლართვით გარდაიცვალა.

2. პოეტ ბაირონის სრული სახელი და გვარია ჯორჯ გორდონ ნოელი.

3. ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურგს უკან იკრავდა და ისე ვარჯიშობდა ცხონოსნობაში.

4. ალექსანდრე დიუმა–მამა ძალზე ხელგაშლილი ადამიანი იყო და არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ მას მუდამ ვალი ჰქონდა. დიუმა ხშირად ამბობდა: „ფულზე უარს არავის ვეუბნები, ჩემი კრედიტორების გარდა“.

5. მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა და ამბობდა, ეს ერთადერთის ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო.

6. როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დამარცხებული სპარსეთის მეფე დარიოსის ტახტზე დაჯდა, იატაკს ფეხები ვერ მიაწვდინა.

7. ომარ ხაიამი (სპარსელი პოეტი) 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ისპაანის ობსერვატორიას.

8. ისააკ ნიუტონი არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ დიდი პედაგოგიც გახლდათ. ერთხელ, როცა სასწავლებელში არც ერთი სტუდენტი არ გამოცხადდა, ნიუტონმა ლექცია ცარიელ აუდიტორიაში ჩაატარა.

9. ამერიკის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ქვეყნის მეთურად მეორედ არჩევის შემდეგ ნიუ–იორკელ ბანკირთა მოსყიდულმა აგენტამ ჯონ უილკინსს ბათმა თეატრში მოკლა.

10. ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ–ჟაკ რუსოს იდეალი ინგლისელი მწერალ დანიელ დეფოს წიგნის მთავარი გმირი – რობინზონ კრუზო იყო.

11. ჟიულ ვერნი სიცოცხლის ბოლომდე მარცხენა ფეხით კოჭლობა, რადგან მას ფსიქიურად ავადმყოფმა ძმიშვილა გასტომა ესროლა.

12. 1863 წელს ჟიულ ვერნმა დაწერა წიგნი „XX საუკუნის პარიზი“, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ავტომობილი, ფაქსი და ელექტროსაკმი. გამომცემელმა ხელნაწერი უკან დაუბრუნა და იდიოტი უწოდა.

13. როსინის თაყვანისმცემლებმა გამოაცხადეს ხელმოწერა, რათა კომპოზიტორისთვის ძეგლი სიცოცხლეშივე დაედგათ. „მომეცით ეს ფული და მე თვითონ დავდგები კვარცხლბეკზე“, – იხვეწებოდა როსინი.

14. ალექსანდრე დიუმამ გერმანიის ერთ–ერთ ქალაქში რესტორანში ყოფნისას გადაწყვიტა, სოკო შეეკვეთა და რადგან გერმანული ენა არ იცოდა, თავისი თხოვნა ოფიციანტს ფურცელზე დაუხატა. „მიხვედრილმა“ ოფიციანტმა მას ქოლგა მიართვა.

15. 1943 წლის 30 ნოემბერს თეირანში გამართულ შეხვედრაზე სტალინმა რუზველტსა და ჩერჩილს შესთავაზა, ომის დამთავრების შემდეგ ბერლინის შუაგულში 50 ათას ნაცისტ ოფიცერს მოვუყაროთ თავი და სახალხოდ დავხვროტოთო. ასეთმა წინადადებამ ჩერჩილში სამართლიანობის გრძნობა გააღვიძა და სატიკი პროტესტი გამოთქვა. სიტუაციის განმუხტვა რუზველტმა ხუმრობით შეეცადა, ჯანდაბას 49 ათასი იყოსო. ჩეჩილი გაბრაზდა, ოთახიდან გავიდა და უკან არ შემობრუნებულა, სანამ სტალინმა არ მიაკითხა და არ უთხრა, ვიხუმრეო.

16. ფაშისტებისაგან განდევნილმა შტეფან ცვაიგმა ბრაზილიაში ქალაქ პეტროფოლისს შეაფარა ტავი, სადაც სასორწარკვეთილებაში ცავარდნილმა ცოლტან ერთად საძილე აბებით მოისწრაფა სიცოცხლე.

17. რომანი „კლისონი და ეჟენი“ ნაპოლეონ ბონაპარტის დაწერილია.

18. ბერძენი ფილოსოფოსის სიკრატეს ცოლი ქსანთიპე კაპასობისა და სიანჩხლის ეპითეტი გახლდათ.

19. ათენელებზე გამარჯვების შემდეგ, ფილიპე მაკედონელი სიამაყემ შეიპყრო და იმისთვის, რომ ამპარტავნებას სულ არ დაებრმავებინა, მსახურს უბრძანა, ყოველდღე შეეხსენებინა მისთვის, რომ ის უბრალო მოკვდავი იყო.

20. რუსეთიდან გაქცევის შემდეგ, ნაპოლეონი მდინარე ნემაზე ადგილობრივმა გლეხმა გადაიყვანა. „ ბევრი დეზერტირი გაავიდა ამ მდინარეზე?“ – ჰკითხა მას იმპერატორმა, გლეხმა კი უპასუხა: „თქვენ პირველი ხართ“.

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button