კულტურა

მეცნიერებმა მზის დახმარებით საწვავის მიღება ისწავლეს

c5f177d08ac1
მერიკელმა და ახალმა ზელანდიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოწყობილობის პროტოტიპი, რომელიც საწვავად გამოსადეგ წყალბადს აწარმოებს. საწვავად ვარგისი ნივთიერება მზის, წყლის, ნახშირბადის გაზისა და მიწის იშვიათი მეტალის, ცერიუმის საშუალებით მიიღება.

ექსპერიმენტული მოწყობილობა ნახშირბადის დიოქსიდს, ან წყალს წყალბადად და ნახშირბადის მონოქსიდად შლის. რეაქციაში მონაწილეობას იღებს მზის რადიაცია და ცერიუმის ოქსიდი – მიწის იშვიათი მეტალებიდან ერთ-ერთი შედარებით ყველაზე გავრცელებული მეტალი.

მთლიანობაში, მოწყობილობის მოქმედების პრინციპი მცენარის შიგნით მიმდინარე ქიმიურ რეაქციას მოგვაგონებს, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ რეაქციების მსგავსება მხოლოდ ამოსავალ მასალებში – მზეში, წყალში და ნახშირბადის გაზშია.

კვარცის მინის დახმარებით მოწყობილობა მზის სინათლით ივსება, რომელიც ცილინდრში ხვდება. ცილინდრი ცერიუმის ოქსიდითაა დაფარული.

ცერიუმის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გახურების დროს ის ჟანგბადს აცალკევებს, ხოლო გაცივების დროს შთანთქავს.
602958e943f7
ცერიუმი დაბალი ტემპერატურის მოქმედების ქვეშ, ჟანგბადის შთანთქმას იწყებს. რეაქციის შედეგად წყალბადი და ნახშირბადის მონოქსიდი რჩება.

წარმოქმნილი წყალბადის გამოყენება ავტომობილების საწვავად შეიძლება. მეცნიერების აზრით, მთავარი მიღწევა ცერიუმის განსაკუთრებულობის გამოყენებაა.

წყალბადისა და ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნის გარდა, მოწყობილობას შეუძლია მეთანის შექმნაც.

ჯერჯერობით წარმოდგენილი მოწყობილობა ბოლომდე ეფექტური ვერ არის. მოწყობილობა, მის მიერ დაგროვებული მზის ენერგიის მხოლოდ 0.8%-იდან წარმოქმნის საწვავს. მეცნიერები აცხადებენ, რომ 19%-იანი ეფექტურობის დროს პროექტს კომერციული ღირებულება ექნება.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button