საკითხავიუცნაური

კაცს ტვინი გაუყინეს!

25 წლის კაილ ჯონსონი, სკეიტბორდისტი,ბედნიერად ცხოვრობდა.. ერთ საბედისწერო დღემდე. დამრეცი მთიდან ჩამოგორდა და თავით დაეშვა მიწაზე

სამწუხაროდ ჩაფხუტი არ ეხურა. საავადმყოფოში მიყვანისას აღმოაჩინეს, რომ მისი თავის ქალა დაახლოებით 10 ადგილას იყო შემტვრეული. ექიმებმა მისი გადარჩენა უიმედოდ ჩათვალეს: 95% დაიღუპებაო. ამასთან, მრავალ ადგილას შემტვრეული თავი ყველაზე დიდი პრობლემა არ აღმოჩნდა: დაზიანებებისგან კაელის ტვინმა გასიება დაიწყო, ისე, რომ გამოიწვევდა თავის გასკდომას (პირდაპირი მნიშვნელობით!).

და აქ უკვე ექიმებმა იყოჩაღეს: გადადგეს უპრეცენდენტო ნაბიჯი და კაელის თავი 2 კვირის განმაცლობაში საყინულეში მოათავსეს. ამან დადებითი შედეგი გამოიღო: პროცესი შეაჩერეს და ბიჭიც გამოჯანმრთელების გზას დაადგა. დღეს მას სიარული, ლაპარაკი და სკეიტზე დგომაც კი შეუძლია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close