რაღაც-რუღაცები ძილის შესახებ
ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, თუმცა დაზუსტებით მაინც უცნობია, რატომ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძილი – ეს არის დღემდე ამოუხსნელი ერთ-ერთი დილემა.
სიურეალისტი მხატვრის სალვადორ დალის შემოქმედება რაღაც შუალედურია რეალობასა და სიზმარს შორის. გადმოცემის მიხედვით, მას ასეთი ჩვევა ჰქონდა: იატაკზე დებდა მეტალის ტაფას, დგამდა სკამს და ჯდებოდა, ხელში კი კოვზს იჭერდა, რომელიც ზუსტად ტაფის თავზე იყო. როგორც კი ჩაეძინებოდა, ხელი უდუნდებოდა და კოვზი ტაფაზე ეცემოდა, რის შედეგადაც მაშინვე ეღვიძებოდა და ხატვას იწყებდა.
ფრანგ მათემატიკოსს აბრაამ დე მუავრს სიბერეში დღე-ღამეში 20 საათი ეძინა. გასაკვირი ისაა, რომ მეცნიერებს როგორ წესი, უფრო ნაკლები სძინავთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მუავრის შემთხვევაში კი პირიქით აღმოჩნდა. შედარებისთვის, გამომგონებლებს, ნიკოლა ტესლას და ტომას ალვა ედისონს ძალიან ცოტა ეძინათ, თუმცა მუშაობის დროს ხანდახან ეყვინთებოდათ ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე ელექტროობაზე მუშაობდა, მთლად კარგი ჩვევა არ იყო.
ცოტა დროს უთმობდნენ ძილს ასევე დაკავებული ლიდერები, როგორებიც იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ნაპოლეონ ბონაპარტი. ბარაკ ობამას 4 საათი სძინავს, რაც სავსებით ყოფნის და დღის განმავლობაში აქტიურია. დონალდ ტრამპი თავის ლურჯ თვალებს ასევე მხოლოდ 4 საათით ასვენებს, რის შემდეგაც მზადაა ახალ იდეებზე ფიქრისთვის.
ფოლკლორები და მითები გვიამბობენ ადამიანებზე, რომლებსაც უჩვეულოდ დიდხანს ეძინათ. მაგალითად, მძინარე მზეთუნახავი (100 წელი), რიპ ვან უინკლი (20 წელი). მიიჩნევენ, რომ ამ ზღაპრების საფუძველი რეალური შემთხვევებია, ოღონდ რა თქმა უნდა, გაზვიადებული სახით. არსებობს დარღვევა – კლეინ-ლევინის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს რამდენიმე დღე და შეიძლება კვირაც ეძინოს.
რამდენი ხნით შეგიძლიათ შეიკავოთ სუნთქვა? წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხვრინვის გართულებული ფორმის გამო ზოგჯერ 2 წუთი და მეტი უწევთ ძილში სუნთქვის გარეშე ყოფნა. თუმცა ფხიზელ მდგომარეობაში ჩვეულებრივ სუნთქავენ. გაღვიძებისას ასეთები თავს გრძნობენ გადაღლილად და გამოფიტულად. როცა ამას ხშირი ხასიათი ეძლევა, უკვე სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო.
შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომის დროს ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ადრე დაიძინონ და ადრე გაიღვიძონ. ისინი არიან ე.წ. “ბუები”, მაგრამ ეს არაა მათი არჩევანი. უბრალოდ, ორგანიზმია ასე მოწყობილი. განსაკუთრებით ხშირია ეს შემთხვევა მოზარდებში. ამის საპირისპიროდ, არსებობს გაუმჯობესებული ძილის ფაზის სინდრომი, როცა ადამიანი ადრე იღვიძებს და ადრე იძინებს. ეს უფრო ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება.
უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ამერიკელი მოზარდების ძილის ხანგრძლივობა შემცირდა 2 საათით – 9½ სთ-იდან ჩამოვიდა 7½ სთ-ზე. სავარაუდოდ ამის მიზეზებია:
ვირთხები, რომლებსაც ექსპერიმენტების დროს საერთოდ არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, უფრო მალე იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მთლიანად აშიმშილებდნენ, მაგრამ ძილის რეჟიმი ნორმალური ჰქონდათ.
ბრიტანეთში ხვრინვა ჩვეულებრივი მოვლენაა – არაოფიციალური ცნობებით, ეს მოსახლეობის 75%-ს ახასიათებს. 48 წლის ბრიტანელი ენდრიუ შელბი ძილში ხვრინავს სიხშირით 108.5 დეციბელი, რის გამოც მისი ცოლი ყურსასმენებით იძინებს. შარლოტას განცხადებით, 15 წლის მანძილზე ყველა საშუალება სცადა, რომ ქმარი გადაეჩვია ხვრინვას, მაგრამ ამაოდ. ერთხელ მოწყობილობაც კი იყიდა, რომელიც ხვრინვის დაწყებისთანავე ენდრიუს ელექტრულ შოკს აყენებდა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა.
უკეთ რომ გაიგოთ შარლოტას წუხილი, შედარებისთვის პატარა სტატისტიკას მოგიყვანთ:
მაგრამ ქალები ხომ ყველაფერში უნდა გაეჯიბრონ კაცებს ( :mamao: ) და ენდრიუს მჯობნი გამოუჩნდა 60 წლის ჯენი ჩეპმენის სახით. მისი მაჩვენებელი 111.6 დეციბელია. ჯენის ეს ჩვევა ბავშვობიდან აქვს, მისი თქმით, უკვე აღარც იცის, რამდენჯერ მიაკითხა ექიმებს, დალია სხვადასხვა სახის აბები, რაც უშედეგო აღმოჩნდა და მისი გაწამებული ქმარი უმეტესწილად ცალკე ოთახში იძინებს ხოლმე.
თევზების მსგავსად, ადამიანებსაც შეუძლიათ თვალგახელილებს ეძინოთ. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მისდევენ მედიტაციას, ახერხებენ ძილის მდგომარეობაში თვალების დახუჭვის გარეშე გადავიდნენ. ასევე ჩვილი ბავშვების ნაწილს ზოგჯერ ქუთუთოების სწორად ამოძრავება არ შეუძლიათ, რის გამოც თვალები ნაწილობრივ გახელილი აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით დასვენებასა და რელაქსაციაში. ვისაც სომნამბულიზმი (იგივე მთვარეულობა, ლუნატიზმი) სჭირს, ძილში სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს. ამ დროს ზოგჯერ თვალები გახელილი აქვთ, მაგრამ ცნობიერება დაბინდულია, რის გამოც გამოღვიძებისას ან არაფერი ახსოვთ ან ბუნდოვანი მონაკვეთები რჩებათ მეხსიერებაში. ძველად ეგონათ, რომ მთვარის შუქი იწვევდა ასეთ მდგომარეობას, სახელიც ამიტომ ეწოდა.
ცხოველებს ადამიანებისგან განსხვავებული ჩვევები აქვთ. ძროხებს ფეხზე მდგომებს სძინავთ, სიზმრისას კი წვანან. დელფინებს ძილისას ტვინის ერთი ნახევარი უდუნდებათ, მეორე ნახევარი კი სუნთქვას აკონტროლებს. ახალშობილ დელფინს რამდენიმე თვის განმავლობაში არ სძინავს, ასევე დედასაც.
ყველაზე ნაკლები დრო ძუძუმწოვრებში სჭირდება ჟირაფს, მისი ძილი გრძელდება 10 წუთიდან 2 საათამდე. 24 საათის განმავლობაში მათი საშუალო მაჩვენებელია 1.9 საათი. ბრჭყალების განსაკუთრებული აგებულების გამო ღამურებს თავდაყირა სძინავთ. ამასთან, მათი ფრთები არც ისე ძლიერია, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი მძინარე სხეული შეაკავოს. სქელკუდიანი ჯუჯა ლემური ხის ფუღუროში ეძლევა ზამთრის ძილს 7 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში ის ვერ აკონტროლებს საკუთარ ტემპერატურას. ალბატროსები ფრენის დროსაც კი თვლემენ, როცა მათი სიჩქარე აღწევს 40 კმ/სთ-ს.
პროცენტული მაჩვენებლები ძილის ხვედრითი წილის შესახებ:
რა საჭიროა ძილი? მოსაზრება ბევრია, მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, არცერთი მათგანი არაა ბოლომდე დასაბუთებული. როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ძილის პროცესი ემსახურება ქმედითუნარიანობის ამაღლებას, ორგანიზმის ტონუსში მოყვანას. მაგრამ მას უარყოფითი ეფექტიც აქვს: მძინარე ცხოველები (და ზოგჯერ ადამიანებიც) ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლნი ხდებიან მტაცებლებისთვის, ამ დროს მათ არ აქვთ საშუალება, გამოავლინონ თავდაცვითი უნარები.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქიატრიის დარგში და ძილის ფენომენის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე ჯერომ სიგელი მიიჩნევს, რომ ძილს აქვს რაღაც ჯერჯერობით უცნობი ფსიქოლოგიური ან ნერვული ფუნქცია, რისი განხორციელებაც ორგანიზმს სიფხიზლისას არ შეუძლია. მკვლევართა ჯგუფმა ჯერომის ხელმძღვანელობით ჩაატარა მრავალი დაკვირვება, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ძილისმაგვარი მდგომარეობა აქვთ იმ ორგანიზმებსაც, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ნერვული სისტემა, ასევე მცენარეებსაც და მიკროორგანიზმებსაც კი. ეს ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ძილი ძირითადად ტვინისთვისაა საჭირო.
უძილობა, როგორც სასჯელი, უძველესი დროიდან იხმარებოდა ომებში ტყვედ ჩავარდნილთა და დამნაშავეთა მიმართ, რათა საჭირო ინფორმაცია გამოეძალათ. ხანგრძლივ პერიოდში ეს სასჯელი იწვევდა ორიენტაციის უნარის წართმევას, ბოდვებს, ჰალუცინაციებს, დეპრესიას, საბოლოოდ კი შეშლილობას და სიკვდილს. ძილი გაცილებით უფრო საჭიროა ორგანიზმისთვის, ვიდრე წყალი და საკვები. ძილის დარღვევისას ორგანიზმი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს. ამ მიზეზის გამო მეცნიერები არაეთიკურად თვლიან, ჩაატარონ ადამიანებზე ექსპერიმენტები იმის დასადგენად, რა შედეგი მოაქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის უძილობას.
რეკორდი უძილობაში ეკუთვნის 17 წლის კალიფორნიელ მოსწავლეს რენდი გარდნერს. მან 264 საათის (11 დღე) განმავლობაში შეძლო თავის შეკავება. მის ჯანმრთელობას ამ პერიოდში აკვირდებოდა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი უილიამ დემენტი. მისი განცხადებით, მეათე დღეს გარდნერთან პინბოლი ითამაშა და დამარცხდა, რითაც ნათელი გახდა, რომ რეკორდსმენს გონება წესრიგში ჰქონდა. თუმცა ნეიროფსიქიატრი ჯონ როსი წერდა, რომ შეინიშნებოდა ცვლილებები კონცენტრაციასა და ქცევებში. მეოთხე დღეს მას მოეჩვენა, რომ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი პოლ ლუი იყო, ხოლო ქუჩის აბრა – ადამიანი. მე-11 დღეს ჯონის თხოვნით რენდიმ დაიწყო 100-დან და ასახელებდა რიცხვებს 7-ის გამოკლებით (93, 84, 77 და ა.შ.). საბოლოოდ, ის 65-ზე შეჩერდა, რადგან დაავიწყდა, რას აკეთებდა. რეკორდი რომ მოიხსნა, რენდი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, სადაც ყოველგვარი ბორძიკისა და შეფერხების გარეშე ისაუბრა. სახლში წასვლისას რეკორდსმენს ეძინა 14 სთ და 40 წთ, შემდეგ იფხიზლა 24 სთ, ამის შემდეგ დაიძინა 8 სთ და ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ კალაპოტში ჩადგა.
არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რენდის რეკორდი მოიხნა, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამო ისევ რენდი რჩება რეკორდსმენად. მაგალითად, სტუდენტმა ჯიმ ტომასმა გაძლო 266.5 საათი (11 დღე და 2.5 სთ), მორენ უესტონმა კი 449 საათი (18 დღე და 17 სთ). ავსტრალიის ეროვნული ცენტრი ძილის კვლევის საკითხში იუწყება, რომ ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელი არის 18 დღე, 21 საათი და 40 წუთი. 2007 წლის 25 მარტს 42 წლის ტონი რაითმა განაცხადა, რომ 264 საათი არ ეძინა, რის შედეგადაც გაიმეორა რენდის რეკორდი და ამის დასადასტურებლად ვიდეოჩანაწერებიც წარუდგინა პრესას.
არსებობს უფრო მსხვილი მაჩვენებლებიც, რომლებიდანაც ზოგი ან პათოლოგიას განეკუთვნება, ან მეცნიერულად დაუდასტურებელია. წარმოგიდგენთ რამდენიმე შემთხვევას:
ჩემი პირადი რეკორდი უძილობაში დაახლოებით 38 საათია :boli:
ზი ენდ :mamao: