საკითხავისასარგებლო

გემრიელი პოსტი

b741f4b1ab68

ქალბატონებო, სანამ თქვენი ბრაუზერის მარჯვენა მაღალ კუთხეში X დააწკაპებდეთ და სამზარეულოში გახვიდოდეთ საჭმლის მოსამზადებლად, ამ პოსტს გადაავლეთ თვალი..   ;)

ახალი წელი მოდის და ალბათ ნებისმიერი თქვენგანის ოჯახში იქნება გემრიელი საჭმელებით გაწყობილი სუფრა. თავმომწონე ინდაური ნიგვზის ბაჟეში (საცივი) , გულმოთაფლული ნიგოზი ან თხილი (გოზინაყი) უბრალოდ ვინეგრეტი და ასე შემდეგ.. :D

იქნებ ეს პოსტიც დაგეხმაროთ რამეში..

1) ბადრიჯანი სოკოთი

ba11bee0cda8

მომზადების დრო: 30 წთ

შემადგენლობა: მსხვილი ზომის ბადრიჯანი- 2 ცალი, ქორფა ქამა სოკო 300 გ, ზეითუნის ზეთი, მარილი, შავი პილპილი დაფქული, ფქვილი 1 ს/კ, სუნელები გემოვნებით.

მომზადება: გარეცხეთ ბადრიჯანი, გააშრეთ, დაჭერით მსხვილ რგოლებად, თითოეული რგოლი კიდევ ოთხად, ჩაალბეთ მარილიან წყალში რამდენიმე წუთით.

სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით მსხვილად.

დიდ ღრმა ქვაბში გააცხელეთ ცოტა ზეთი და მოთუშეთ ბადრიჯანი 10-15 წთ, მუდმივად მოურიეთ. როცა წვენი ამოშრება, დაამატეთ სოკო, აურიეთ და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წთ.

მოაყარეთ მარილი, სუნელები ან დაჭრილი მწვანე ხახვი გემოვნებით.

თუ მომზადებული მასა ბევრ სითხეს გამოუშვებს, აკურატულად ჩაყარეთ მასში 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ.

სუფრაზე მიიტანეთ ცხელი სახით.

2) სპაგეტი ბოლონიეზე

b82fd9c61223

შემადგენლობა: საქონლის ხორცის ფარში-700გ, სპაგეტი-500 გ, 800გ-იანი ქილა პომოდორის ტომატი, მშრალი წითელი ღვინო 200 მლ, ზეითუნის ზეთი- 4ს/კ, 1 კონა ოხრახუში, 1 მსხვილი სტაფილო, 1 საშუალო ზომის ხახვი, 2 კბილი ნიორი, 3 ღერი რეჰანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით :)

მომზადება:  ფარში მოთუშეთ ტაფაზე 1 ს/კ ზეთში; შეგიძლიათ ორად გაყოფა, რათა სწრაფად მოითუშოს.

ნიორი, ხახვი, ოხრახუში წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ჩააწყვეთ ბოსტნეული ქვაბში, დაამატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ რამდენიმე წუთი, თან მოურიეთ. დაამატეთ ბოსტნეულს მოთუშული ფარში, აურიეთ;

ქვაბში ჩაასხით ჭიქა ღვინო, აურიეთ, დააცადეთ ალკოჰოლს აორთქლება.

დაამატეთ ქვაბში პომიდორი. გაჭყლიტეთ ჩანგლით, აურიეთ.

დაჭერით რეჰანი და ჩაუშვით ქვაბში, ასევე დაამატეთ ორეგანო, დაუწიეთ ცეცხლს დაბალზე და ქვაბს სახურავი დაახურეთ. სოუსი მზად იქნება 1,5 სთ-ში. დროდადრო მოურიეთ.

1,5 სთ-ის შემდეგ სოუსი შესქელდება და ერთგვაროვანი გახდება. დაამატეთ მარილი და წიწაკა.

სპაგეტი მოხარშეთ ინსტრუქციის მიხედვით, გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან მოასხით სოუსი.

3) ყვავილოვანი კომბოსტო სოკოთი და ყველით

0a38a945cfc7

მომზადების დრო: 30 წთ

შემადგენლობა:1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გ. ქამა სოკო, 0,5 კონა ოხრახუში, კამა
, 150 გ. მაგარი ყველი, მარილი და პილპილი გემოვნებით, :) 1 ს/კ ზეთი

მომზადება: კომბოსტო გარეცხეთ და დაანაწევრეთ ყვავილედებად.

სოკო გარეცხეთ და გაჭერით შუაზე.

კომბოსტო ჩადეთ მარილიან ადუღებულ წყალში და ხარშეთ 4 წთ. დაამატეთ სოკო, გააჩერეთ კიდევ 3 წთ.

გადაწურეთ საწურზე.

მწვანილი გარეცხეთ, შეაშრეთ და წვრილად დაჭერით.

ჩაალაგეთ კომბოსტო და სოკო გამოსაცხობ ფორმაში, მოასხით ზეთი და მოაყარეთ მწვანილი.

ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაყარეთ ბოსტნეულს.

გამოაცხვეთ 15 წთ 190 გრადუსზე გაცხელებულ აერღუმელში.

სულ ეს იყო, მადლობთ :)

წყარო: www.lady.ge

მსგავსი ამბები

Back to top button