საკითხავისასარგებლო

თვის რიცხვების მიხედვით სიზმრის აცხადების შესაძლებლობა

718733f9d143

სიზმრის აცხადების შესაძლებლობას განსაზღვრავს თვის რიცხვი , თუ როდის ნახეთ სიზმარი.ყოველი მომდევნო რიცხვი აითვლება ახალი  მთვარიდან.

შემოთავაზებულ ცხრილში საჭიროა იპოვოთ შესაბამისი რიცხვი იმ დროისა , როცა სიზმარი ნახეთ და იქვე გასწვრივ აღნიშნულია , ასრულდება თუ არა იგი

3c32052b3cf3

1 – სიზმარი ამ დღეს ცხადდება ზუსტად და სიკეთეს გიქადის.
2 – სიზმარი ცრუა და არაფერს ნიშნავს
3 – სიზმარი სწრაფად აცხადდება
4 – სიზმარი არც ისე ჩქარა აცხადდება
5 – სიზმარი კარგის ნიშანია
6 – სიზმარი კი აცხადდება, მაგრამ მოგვიანებით
7 – ბედნიერი სიზმარია, მაგრამ არ არის საჭირო ვინმეს გაანდო
8 – სიზმარი სურვილის ასრულებას მოასწავებს
9 – სიზმარი ასრულდება, მაგრამ უსიამოვნებასაც ელოდე
10 – სიზმარი სრულდება
11 – სიზმარი 11 დღეში სრულდება და სიხარულს გპირდება
12 – სიზმარი სწრაფად და კეთილად აგიცხადდება
13 – სიზმარი უსიამოვნებას მოასწავებს
14 – უიღბლო სიზმარია
15 – სიზმარი სწრაფად და ძალიან კარგად აცხადდება
16 – სიზმარი არ ასრულდება და არც არაფერს ნიშნავს
17 – სიზმარი წარმატებას გპირდება და 20 დღეში ახდება
18 – სიზმარი მოგებასა და განახლებას გპირდება
19 – სიზმარი ოჯახურ დავიდარაბას მოასწავებს
20 – სიზმარი სწრაფად აცხადდება
21 – სიზმარი აცხადდება მოგვიანებით, მაგრამ სიმდიდრეს ეწევი
22 – სიზმარი უსიამოვნებას წინასწარმეტყველებს
23 – სიზმარი სწრაფად აცხადდება
24 – სიზმარი სასიხარულოა და მალეც ასრულდება
25 – სიზმარი ცრუა
26 – სიზმარი კმაყოფილებასა და გუნებიანობას მოასწავებს
27 – სიზმარი უაზროა, არაფრისმთქმელი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს
28 – სიზმარი განიშნებს დაბრკოლება გექნებაო და 30 დღეში აცხადდება
29 – სიზმარი არ აცხადდება
30 – ფანტასტიკური სიზმარია და არც ყოველთვის ცხადდება
31 – სატრფიალო გამარჯვებისა და ტკბობის მომასწავლებელი სიზმარია და 15 დღეში აგიხდება

პ.ს იმედია გამოგადგებათ :) საკუთარ თავზე გამოვცადე და მართლაც მოქმედებს

ჩემი პირველი პოსტია

მსგავსი ამბები

Back to top button