არქივი

ჰოლივუდელი დედები

8a4fbaeb51ba
თურმე არც ისე ადვილია იყო ცნობილი ადამიანი და გახდე დედა. არც იფიქროთ,რომ კრიტიკოსების თვალი მოსცილდება გამობზეკილ მუცელსა და მშობიარობის შემდგომ დარჩენილ სიმსუქნეს. ამიტომაც ჰოლივუდელი დედები ბავშვის გაჩენის შემდგომ ფორმების დასარეგულირებლად ვარიშებსა თუ დიეტებს აორმაგებენ. ახლა ვნახოთ თუ რამდენად ეფექტურია მათი საშუალებები.

cb146d990e7e

ამერიკელი ცნობილი მსახიობი ტორი სპელინგი 6 თვის ორსული ასე გამოიყურებოდა,როგორც სურათზე ხედავთ. ბავშვი როდესაც გააჩინა, მემგონი დიეტის დაცვის როლებში ზედმეტად შეიჭრა და შედეგად ცოტა არ იყოს დამახინჯდა.

e4ba4cd6af27

დონალდ ტრამპი ნამდვილად ბედნიერი კაცია, მისი მეუღლე მელანია ტრამპი,რომელმაც პირველი შვილი გაუჩინა ქმარს, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მარცხენა სურათი გადაღებულია 2006 წლის 20 მარტს, ხოლო მარჯვენა კი 2006 წლის 26 ოქტომბერს.

8e669ec79295

პოპულარული სერიალის ,,სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი მარშა ქროსი 2007 წლის 20 თებერვალს 6 თვის ორსული იყო. მან ტყუპ გოგონებს აჩუქა სიცოცხლე. მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ კი განაცხადა,რომ ფორმაში იმაზე ადვილად ჩადგა,ვიდრე თავად წარმოედგინა.

558e87e81173

მსახიობი ჯენიფერ გარნერი 2005 წლის 1 ოქტომბერს 7 თვის ორსული ასე გამოიყურებოდა, მან ზუსტად 2 თვის შემდეგ გააჩინა გოგონა და საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადგა მოკლე ხანში,როგორც სურათზე ხედავთ.

1c65a9062476
ჯესიკა ალბამ მართლაც რომ გააოცა კრიტიკოსები, მარცხენა სურათი 2008 წლის 4 მარტსაა გადაღებული, ამ დროს მსახიობი 6 თვის ორსული იყო, ბავშვი 7 ივნისს გააჩინა. ხოლო მარჯვენა სურათი 2008 წლის 13 ნოემბერსაა გადაღებული, ჩემი აზრით ფანტასტიური შედეგია. თავად ალბა კი აცხადებს,რომ ეს სულაც არაა განუწყვეტელი ვარჯიშებისა და სპორტდარბაზებში სიარულის შედეგი, მას უფრო სარტყელი ეხმარება.

c49b1adadeaf
8 თვის ორსული ქეით ბლანშეტი 2008 წელს ოსკარის დაჯილდოვებაზე წითელ ხალიჩაზე იწონებდა თავს. ბავშვი 13 აპრილს გააჩინა, ხოლო მეორე სურათი 14 მაისსაა გადაღებული, ფაქტიურად ერთ თვეზე ნაკლებ დროში უკვე გასაოცარ ფორმაში იყო.

3c808cfa59cf
31 წლის მსახიობი კერი რასელი ბედნიერად თვლის თავს, რადგანაც მისმა ორსულობამ ცხოვრება რადიკალურად შეუცვალა. თუმცა ალბათ უფრო დიდი ბედნიერებაა,რომ წონაში დაკლება მალევე შეძლო. მარცხენა სურათი 2007 წლის აპრილშია გადაღებული, მსახიობი მაშინ 5 თვის ორსული იყო. თავისი ფიგურის დებიუტი კი 2008 წლის თებერვალში ოსკარის დაჯილდოვებაზე გააკეთა.

8fe6e565c324
ნაომი ვოტსმა ბავშვი 2008 წელს გააჩინა, ორი თვის შემდგომ კი ის ასე გამოიყურებოდა. ამბობს,რომ ძუძუთი კვება დაეხმარა დასუსტებაში, რადგანაც ამ დროს ქალი ბევრ კალორიას კარგავს.

66c7b08b9c18
ნიკოლ კიდმანმა სხეულის ფორმებზე ზრუნვა ფეხმძიმობის პერიოდშივე დაიწყო, აკეთებდა ვარჯიშებს, მისდევდა იოგას,დადიოდა აერობიკაზე,და ტრენერთან კვირაში 5 ჯერ. ბავშვი 2008 წლის ივნისში გააჩინა, 10 ნოემბერს კი უკვე ასე გამოიყურებოდა,როგორც მარჯვენა სურათზე ხედავთ.

38f03f74f538

ბრიტანელი მოდელი კეტი პრაისი ახლა უკვე 3 შვილის დედაა, ამ სურათზე კი მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, მისი ქმარი მომღერალი პიტერ ანდრეა. მარცხენა სურათი 2005 წლის 20 აპრილსაა გადაღებული, 13 ივნისს კი პატარა ჯუნიორი მოევლინა ქვეყანას. ოქტომბერში კი მოდელი უკვე კარგ ფორმაში იყო.

1fe3b5e2cb22

24 წლის მომღერალმა ეშლი სიმფსონმა 2008 წლის 20 ნოემბერს პირველი შვილი გააჩინა, როგორც ვხედავთ მშვენივრად გამოიყურება.

a7b9970a3f10

2008 წლის 5 იანვარს 7 თვის ფეხმძიმე ჰოლი ბერი წითელ ხალიჩაზე პოზიორობდა, იგი მალევე ჩადგა ფორმაში და Esquire magazine-მ 2008 წლის სექსუალურ ქალადაც კი დაასახელა.

e4cf8efe7e8d
ანჯელინას მუცელი ისე უხდება,რომ მარცხენა სურათში უფრო მომწონს მე : )

49bfdb45cac1
2006 წლის Teen Choice Awards-ზე ბრიტნი სპირსი 8 თვის ორსული მივიდა, დაახლოებით ერთ თვეში გააჩინა ბავშვი და შემდეგ კარგად კი დაიკლო, მაგრამ მაგის მერე რამდენჯერ იყო ძროხასავით მსუქანი ვინ მოთვლის.

bd6cf4b17201
ჯენიფერ ლოპესმა 2008 წლის თებერვალში ტყუპები გააჩინა, მარცხენა სურათი მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული, მარჯვენა კი 10 თვის შემდეგ.

4b8dac8041d5
კრისტინა აგილერამ ფეხმძიმობის დროს შიშველი ფოტოთიც მოიწონა თავი,როდესაც Marie Claire-ს გარეკანზე გამოჩნდა. მარჯვენა ფოტო გადაღებულია ბავშვის გაჩენიდან 7 თვის შემდეგ.

29237b1b0113

3f53026ed11a
მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ უმშვეიერესი სხეული 2008 წელს ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე მაიამის პლიაჟზე გამოაჩინა, თანაც ეს მარჯვენა სურათი მშობიარობიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგაა გადაღებული. მის კვებას პერსონალური ტრენერი ლეანდრო კარვალიო არეგულირებდა.

92cdcab61efc
გვენ სტეფანმა ბავში 2008 წლის 20 აგვისტოს გააჩინა. და აი მეორე სურათზე კი უკვე ბენდთან ერთად ტოპით გამოვიდა სცენაზე, დაკუნთული მუცლით.

8ed5e6cda389
Gossip Girl-ის მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობი კელი რაზერფორდი 8 თვის ორსული ასე გამოიყურებოდა 2 მაისს, ხოლო 19 ოქტომბრის ივენთზე კი უკვე გამხდარი წარსდგა.

80a9b61b10d4
სუპერმოდელი ჰეიდი კლუმი 2005 წელს ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ გამოვიდა.

0f05283ccc3a
მსახიობი ლილი სობიესკის არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. მან ბავშვი 16 დეკემბერს გააჩინა, ხოლო მარჯვენა სურათი 9 თებერვალსაა გადაღებული. 26 წლის ლილისთვის ეს პირველი შვილია.

1289321bf7b6
7 თვის ორსული კორტნი კარდაშიანი 2009 წლის 9 ოქტომბერს ასე გამოიყურებოდა, 14 დეკემბერს ბიჭუნას გაჩენის შემდგომ კარდაშიანი People magazine’-ს აპრილის გამოშვების გარეკანზე ბიკინით გამოჩნდა.

becbf4fce221

ჯენიფერ ჰადსონი მარცხენა სურათზე 8 თვის ფეხმძიმეა, მან ბიჭი 10 აგვისტოს გააჩინა. 19 ოქტომბერს კი უკვე არაჩვეულებრივ ფორმაშია როგორც ხედავთ.

8b3d321c39c7
მარცხნივ ჟიზელ ბიუნდხენი 7 თვის ორსული. მარჯვნივ კი უკვე ფორმაში ჩამდგარი.

თქვენი აზრით ვინ გამოიყურება ამ სიიდან საუკეთესოდ? მიეცით ხმა მას:

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button