არქივი

Password

efabfbbd1108

დაგვიწყებიათ ოდესმე პაროლი? ან გაუტეხავთ რომელიმე საიტზე თქვენი ანკეტა? მაშინ მგონი დაგაინტერესებთ…
ერთ-ერთ პოპულარულ საიტზე 140 ათას დარეგისტრირებულ მომხმარებელზე ჩატარდა კვლევა. აღმოჩნდა, რომ პოპულარულია 10 პაროლი, რომელიც იცავს 11 734 ანგარიშს (8,4%), ხოლო 5590 ადამიანის (4%) ანგარიშის პაროლი ემთხვევა ე.წ. “ლოგინს”.

კვლევის ავტორმა, დენის ბოლტიკოვმა აღნიშნა, რომ მომხმარებელთა თითქმის 13%-ს ძალიან უბრალო პაროლი აქვს. ყოველი მეათე ანკეტა სრულიად ადვილად შეიძლება გატეხო.

რუსეთში არსებული სოციალური საიტებზე 20 ყველაზე პოპულარული პაროლებია (თუ ერთ-ერთი თქვენია, სასწრაფოდ გამოცვალეთ):

12345;
123456;
11111;
55555;
77777;
qwerty;
111111;
00000;
666666;
123456789;
54321;
123321;
1234567;
123123;
gfhjkm;
7777777;
qwert;
22222;
555555;
123.

ტოპ 20 პაროლი MySpace.com-ზე:

password1;
abc123;
myspace1;
password;
blink182;
qwerty1;
fuckyou;
123abc;
baseball1;
football1;
123456;
soccer;
monkey1;
liverpool1;
princess1;
jordan23;
slipknot1;
superman1;
iloveyou1;
monkey.

როგორ დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი?

თუ სპეციალისტების რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, მაშინ ჩვენივე პაროლის დამახსოვრების შანსი ნულია.

რეკომენდირებულია გამოვიყენოთ არა სიტყვა, არამედ ასოების უაზრო კომბინაცია. ეს გარანტიას გაძლევთ თავი დაიცვათ ჰაკერების შემოტევისგან (ნუ, ვისაც გეხებათ).

გამოიყენეთ სხვადასხვა რეგისტრის სიმბოლოები, ასევე ციფრები. ეს ჰაკერს უფრო მეტ დროს წაართმევს და აიძულებს, მეტი ვარიანტი განიხილოს.

განსაკუთრებით საჭირო პაროლები ცვალეთ თვეში ერთხელ. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიწეროთ პაროლი, ის ზეპირად უნდა იცოდეთ.

არ გამოიყენოთ ავტომატურად საიტის მიერ შემოთავაზებული პაროლი, მოიგონეთ თქვენი ვარიანტი.

ზოგიერთ პოპულარულ ონლაინ თამაშში მკაცრად არ დაგარეგისტრირებენ, თუ იყენებთ mail.ru ან yandex.ru. საბოლოოდ თქვენ ამ საიტებზე მაინც დაკარგავთ საკუთარ “პიროვნებას”.

აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებლები პაროლის შერჩევისას ბევრს სულაც არ ფიქრობენ, რაც სტიმულს აძლევს “ინფორმაციულ მეკობრეებს”.

28 000 პაროლის სტატისტიკური ანალიზის თანახმად, მომხმარებელთა უმრავლესობა არ ეთანხმება საიტის გაფრთხილებას და ყველაზე მარტივ პაროლს ირჩევს რეგისტრაციისას.

Information Week გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელთა 16% პაროლად იყენებს ან საკუთარ, ან შვილების სახელებს. 14% იყენებს კლავიატურაზე არსებულ უბრალო კომბინაციებს, როგორიცაა “1234” ან “12345678”. ასევე ძალიან პოპულარულია “QWERTY”

გატეხილი პაროლების 5% აღმოჩნდა ცნობილი შოუების ან ცნობილი ადამიანების სახელები. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო “hannah” (Hannah Montana საპატივცემულოდ), “Pokemon”, “Matrix” და “Ironman”.

სიტყვას “password” ან “password1” ( ან შესაბამისად 2,3,4,5 და ა.შ) იყენებს მომხმარებელთა 4%.

3% პაროლებისა გამოხატავს გრძნობებს ან დამოკიდებულებას. მაგ. “I don’t care”, “Whatever”, “Yes”, “No”, “Iloveyou” და “Ihateyou”.

რობერტ გრეჰემი, კომპანია Errata Security-ს წარმომადგენელი, რომელიც ატარებს კვლევებს, მომხმარებლებს აძლევს რჩევას, რომ გამოიყენონ პაროლი არა ნაკლებ 8 სიმბოლოიანისა, ჩართონ მასში სიმბოლოები და ციფრები.

იმედია საინტერესო იყო და გამოგადებათ კიდეც, ცოტათი მაინც….

მორჩა კინო :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button