ლაშქრობებისასარგებლოსურათები

ადგილები,რომელთა უნახავადაც არ უნდა მოკვდეთ !

ულამაზესი და ძალიან საინტერესო ადგილები..დროებით გადადით მათ სამყაროში : )

1.გიზას დიიდ პირამიდები და მეფეთა ველი ეგვიპტეში

უძვეელსი სამყაროს 7 საოცრებიდან მხოლოდ დიდი პირამიდები გადარჩა.ფარაონი ხუფუ(ხეოფსი ძვ.წ 2551-2528) თავად ხელმძღვანელობდა საკუთარი პირამიდის ანუ აკლდამის მშენებლობას.მეორე პირამიდა ხუფუს ვაჟს ხაფრას ეკუთვნის.ხოლო მესამე შედარებით მომცრო ფარაონ მენკაურას-ხუფუს მამას.მათ წინ მდებარე პატარა პირამიდები ფარაონის ცოლებისთვისაა განკუთვნილი.ნაპლოეონმა რომელიც პირამიდის წვერზე აცოცდა განაცხადა რომ ეს ქვები მთელს საფრანგეთს 30 მეტრი სიმაღლისა და 3 მეტრი სიგანის გალავნად შემოერტყმებაო.არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთები რომ პირამიდის წვერს თავიდან ოქროს ფირფიტა ამშვენებდა.

პირამიდები დუმან,გაცილებით მეტს გვიმალავენ ვიდრე გვიმხელენ,მათ საიდულოს სფინქსი იცავს…(ცნობილია რომ სფინქსის ცხვირი მაკედონელის სარდლებმა მოანგრიეს გართობის მიზნით)

ეს კი უმშვენიერესი სასტუმრო ლუქსორი ლას-ვეგასში – უნიკალური იმიტაცია .. ეს სასატუმრო 1993 წელს გაიხსნა და მისი აგება 229 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.ლუქსორში 4400 ნომერია და იქ მდინრე ნილოსის იმიტაციაც კი არის მოლაპარაკე აქლემებით.

მეფეთა ველზე ფარაონების დაკრძალვა დაიწყეს ძვ.წ.1550 წლიდან,როცა პირამიდების ძარცვამ პიკს მიაღწია.

2.სთოუნჰენჯი სამხრეთ ინგლისში.

ის შენდებოდა ათას წელზე მეტხანს,დაახლ.ძვ.წ 1500 წლამდე.არავინ იცის დანამდვილებით მისი ისტორია.ზოგი თვლის მეფე არტურის აღმზრდელმა ჯადოქარმა მერილინმა ააგოო,ზოგიც ამას უცხოპლანეტელებს მიაწერს.ფაქტი ერთია ეს ქვები მნახველს აჯადოებენ.

3.იტალია და ანტიკური რომის ნანგრევები.
კოლიზეუმი რომში სადაც სისხლიანი სანახაობები იმართებოდა.მისი მშენებლობა დასრულდა ახ.წ 80 წელს.ის 50,000 მაყურებელს იტევს.

ვენეცია..იქ წყლის დონე ნელ-ნელა მატულობს ..

პიზის დახრილი კოშკი.როდესაც კოშკის 8 სართულიდან 3 უკვე აშენდა აღმოჩნდა რომ საძირკველი რბილ მიწაში ეფლობოდა და კოშკი გვერდზე იხრებოდა .. :)

ქალაქი ფლორენცია-ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი

4.პარიზი და ეიფელის კოშკი,რომელიც 1989 წელს ააგეს მსოფლიო გამოფენისთვის.

ლუვრის უნიკალური მუზეუმი და ვერსალის გრანდიოზული სასახლე აშენებული “მეფე მზის” მიერ

5.აცტეკების ქალაქი ტეოტიჰუაკანი,მზისა და მთვარის პირამიდა,ინკების ქალაქი მაჩუ პიკჩუ

6.დიდი კანიონი ამერიკაში,რომელიც მდინარე კოლორადომ გაჭრა.

7.ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი-მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი.

8.ულურუ ავსტრალიაში დიდი კლდოვანი წარმონაქმნი,რომელიც ფერს იცვლის.

9.ჩრდილოეთის ციალი(ეს გასაოცარი ნათება ჩრდილო და სამხრეთ პოლუსების მახლობლად ჩნდება)

10.ტაჯ მაჰალი იმპერატორ შაჰ ჯაჰანის საყვარელი მეუღლის მუმთაზ მაჰალის აკლდამა.

11.პეტრა იორდანიაში

12.ჩინეთის დიდი კედელის მშენებლობა იმპერატორმა ცინ ში ჰუანდიმ დაიწყო ჰუნებისაგან თავის დასაცავად.

და “ქალაქი ქალაქში” ანუ აკრძალული ქალაქი პეკინის ცენტრში.

13.იერუსალიმი -სამი რელიიგიის წმინდა ქალაქი.

14.პომპეი ანუ დავიწყებული ქალაქი ახ.წ.79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლმა დაფარა.დიდი ხნის შემდეგ ის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს,იმდენად კარგადაა ქალაქი შემონახული რომ სახლებში საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი იპოვეს.რა საინტერესო ადგილია !

15.ბრაზილია ქალაქი რიო-დე-ჟანეირო და ამაზონის ტროპიკული ჯუნგლები.

16.მკვდარი ზღვა-ყველაზე მარილიანი ზღვა და ყველაზე დაბალი წერტილი დედამიწაზე.

17.აქტიური დასვენების მოყვარულებს ტროპიკული კუნძულების მრავალფეროვნება გელით.ჰავაი,ფიჯი,მალდივი რომელი ერთი ჩამოვთვალო

18. ნიუ იორკი – no comment

19.გერგეტის სამება,საქართველო..საქართველოზე რა თქმა უნდა კიდევ უამრავის დაწერა შეიძლება,მაგრამ ეს ცალკე თემაა !

რა თქმა უნდა ამ სიაში ყველას შეტანა ვერ მოვახერხე,სამყარო ხომ სავსეა საოცრებებით ..: )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close