საკითხავისასარგებლო

იცოდით რომ…(ნაწილი II)


შეამოწმეთ თქვენი ერუდიცია, ანუ საინტერესო ფაქტების კრებული..ესეც მეორე ნაწილი : )

1.ბერძნებმა აპენინის ნახევარკუნძულს ხბოების ქვეყანა – იტალია უწოდეს.
2.რომის მოხელეების უმაღლესი თანამდებობრივი და მართლმსაჯულების აღსრულების ნიშანი იყო ფასცია.ის XX საუკუნეში იტალიაში სახელმწიფო ძალაუფლების ნიშნად იქცა.სწორედ აქედან მოდის ტერმინი ფაშიზმი.
3.„ბატებმა რომი იხსნეს“ გალების შემოსევა რომში მხოლოდ ბატებმა გაიგეს,რომელთა ყიყინმაც გააღვიძა ადამიანები.რომი გადარჩა თუმცა გალებმა რომაელები დაამარცხეს და დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა წაართვეს.
4.ჯუზეპე ვერდიმ სასტიკ დამპყრობელს-ჰუნთა წინამძღოლ ატილას ოპერა „ატილა“ მიუძღვნა.გადმოცემის თანახმად ატილას პოეზია ძალიან უყვარდა და თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ წამოუვიდა ცრემლი- ლექსის გაგონებაზე.

5. 451 წელს კატალაუნის ველზე მომხდარი ატილასა და რომაელების ბრძოლა იმდენად მძიმე იყო რომ ხალხის რწმენით გარდაცვლილთა სულები ბრძოლის ველის თავზე 3 დღე ზეცაში იბრძოდნენ.
6.დაახლობით 1000 წელს კოლუმბზე გაცილებით ადრე ვიკინგმა ლაიფ ერიქსონმა მიღწია ამერიკას-დღევანდელ ნიუფაუნდლენს.
7.კოლუმბმა თავის სიცოცხლეში ვერ შეიტყო რომ მან ამერიკა აღმოაჩინა,მას ეს მიწა ინდოეთი ეგონა.იგი სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა მაგრამ მისი სახელი ისტორიამ უკვდავყო.
8.წყაროების მიხედვით კოლუმბის ექსპედიციაში 2 ქართველიც მონაწილეობდა(ჩვენ რა ყველგან ვართ : )
9.ყველამ ვიცით რომ ჯვაროსნული ლაშქრობების მიზანი იყო წმინდა მიწის მუსლიმთაგან გათავისუფლება.ისიც ვიცით რომ ბიზანტიის იმპერია 1493 წელს დაეცა.იცოდით თუ არა რომ მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ გეზი შეიცვალა,ჯვაროსნებმა ბიზანტია დაიპყრეს და მის ადგილას1202-1261 წლებში არსებობდა ლათინთა იმპერია.
10. 1347 წელს ევროპა საშინელმა ეპიდემიამ შავმა ჭირმა მოიცვა.მან მოსახლეობის მესამედი იმსხვერპლა.
11.ლონდონის ტაუერი თავდაპირველად ციხე იყო სადაც,სიკვდილით დასჯა სრულდებოდა ომებში ტყვედ აყვანილ გამოჩენილ ადამიანთა..დღეს ის ლონდონის ერთერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

12.პირინეის ნახევარკუნძულის ხალხები 450 წლის განმავლობაში ებრძოდნენ არაბ მავრებს,სამშობლოს გასათავისუფლებლად.ამ ბრძოლას რეკონკისტა ეწოდება.

13.ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ I არასოდეს დაქორწინებულა.ის ამბობდა მე დავქორწინდი ინგლისზეო.მან თქვა: „მე ვარ დედოფალი,მაგრამ კუჭი ჩვეულებრივი ქალისა მაქვსო“

14. 1572 წელს კათოლიკებმა ათასობით ჰუგენოტი-პროტესტანტი დახოცეს ჩუმად ღამით.ამ შემაძრწუნებელ მოვლენას ბართლომეს ღამე ეწოდა,რადგან ეს წმინდა ბართლომეს დღესასწაულზე მოხდა.

15.საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ ანუ „მეფე-მზემ“ დაამყარა ერთპიროვნული მმართველობა – აბსოლუტიზმი.ის აცხადებდა: „ბატონებო თქვენ გგონიათ რომ სახელმწიფო თქვენ ხართ? ცდებით სახელმწიფო ეს მე ვარ !“ ლენინის მსგავსია რა -ნაროდ ტრებუეტ,ნაროდ ეტა ია :D:D

16. XVII-XIX საუკუნეები იდეების ეპოქად ითვლება.ამ პერიოდის მეცნიერები ადამიანთა გვამებს აკვირდებოდნენ ანატომიის უკეთ შესასწავლად.ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ამ სურათზე ასახულია XVII საუკუნის ექიმთა ჯგუფი,რომელიც გვამს აკვირდება.

17. 1624 წელს ჰოლანდიელთა ჯგუფმა მდინარე ჰუთზონის ერთ-ერთ კუნძულზე პატარა დასახლება დაარსა და მას ახალი ამსტრედამი უწოდა – დღევანდელი ნიუ იორკი.
18.მოგზაურ ჯეიმს კუკის გვამი მისმა ექსპედიციის წევრებმა ავსტრალიელ კანიბალებს გადასცეს.(ნეტა რა მოუვიდა გვამს ამის შემდეგ :D:D
19. 1773 წლისათვის ამერიკაში ჩაის ფასი ძალიან გაიზარდა.კოლონისტები ძალით აიჭრნენ გემებზე,რომლებმაც ბოსტონის პორტში ჩაი ჩამოიტანეს და მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს.ეს მოვლენა ბოსტონის ჩაის სმად არის ცნობილი.
20. ამერიკის დროშაზე 13 ზოლი თავდაპირველად არსებულ 13 კოლონიას განასახიერებს.ყველაზე ბოლოს ამერკის შტატი გახდა ჰავაის კუნძულები წყნარ ოკეანეში 1959 წელს.

21.ყაყაჩოები ,რომლითც მოფენილი იყო დასავლეთის ფრონტი პირველი მსოფლიო ომის დროს,ამ ომის სიმბოლოდ იქცა.

22. 1944 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა ნელსონ მანდელა.

23.ეს სატუმრო ლუქსორია- გიზას დიდი პირამიდის იმიტაცია.ის ლას-ვეგასში მდებარეობს და მისი მშენებლობა 229 მილონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.

24.ტაჯ მაჰალი ინდოეთის მოგოლი იმპერატორის შაჰ ჯაჰანის საყვარელი მეუღლის მუმთაზ მაჰალის აკლდამაა.

25.სიტყვა კოლოსალური მომდინარეობს როდოსის კოლოსიდან.

26.ეს ბარიერი ლონდონს ჩრდილოეთის ზღვაში მომხდარი ქარიშხლების შედეგად ადიდებული მდინარე თემზისაგან იცავს.

27.პირველი ადამიანი ვინც სამხრეთის პოლუსს მიღწია ნორვეგიელი მკვლევარი როალდ ამუნდსენი იყო.ეს მოხდა 1911 წელს.

28.მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარე რეპრუა საქართველოში მდებარეობს.
29. 23 საუკუნის წინათ ფილოსოფოსმა პლატონმა დაგვიტოვა ცნობები გამქრალი მატერიკის-ლეგენდარული ატლანტისის შესახებ.მას აქეთ ამ საკითხზე დავა არ შემწყდარა და 25 000-ზე მეტი ტომი დაიწერა.
30.სტოუნჰენჯის მეგალითური ძეგლი მდებარეობს სამხრეთ ინგლისში,ქალაქ სოლზბერის მახლობლად.არქეოლოგებმა დაადგინეს რომ ეს ნაგებობა სხვადასხვა ეპოქის სამ სამშენებლო ფენას შეიცავს.ყველაზე გავრცელებული ვერსიით იგი ლეგენდარულმა ჯადოქარმა ართურ მეფის აღმზრდელმა მერილინმა ააგო.

31.ჟან ფრანსუა შამპოლიონმა როცა ბავშვობაში პირველად ნახა ეგვიპტური იეროგლიფები თქვა.მ ე ამას წავიკითხავ ! დასასრული თქვენც იცით : )

32. ინგლისური სიტყვა pheasant – ხოხობი, ლეგენდის თანახმად ქართული მდინარე ფაზისიდან(დღევანდელი რიონი) მოდის.ბერძნები ამ ფრინველს ეძახდნენ phāsiānós – the Phasian bird.ეს სიტყვა დამკვიდრდა ლათინურში საიდანაც გადავიდა ინგლისურ ენაში.

წყარო: მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია,მსოფლიოს ატლასი მოსწავლეთათვის და მე : )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close