აქ წარმოდგენილი, ეს კრეატიული ხის სახლი აღჭურვილია მზის ბატარეებით, რომლებიც გარდაქმნიან მზის სხივებს ელექტროენერგიად.
აღსანიშნავია, რომ სახლი აწარმოებს ორჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე საჭიროა მისი ფუნქციონირებისათვის;
ალტერნატიული ენერგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა მზის ბატარიები; ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტროენერგიად გარდაქმნის. მზის ბატარიებს უწოდებენ რამდენიმე გაერთიანებულ ფოტოელექტრო გარდამქნელებს (ფოტოელემენტები) – ნახევრგამტარ მოწყობილობებს, რომლებიც მზის (ფოტონის) ენერგიას პირდაპირ გარდაქმნის მუდმივ დენად.
აგრეთვე არსებობს დანადგარი, რომელსაც სწორედ ლოტუსის (ყვავილია ასეთი) ფორმა აქვს და ასეთი დანადგარი განსაკუთრებით ეფექტურად აგროვებს როგორც სითბოს, ასევე შეუძლია, ამ სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნა.