არქივი

ანკარა

eaf6b394c64d

ანკარა თურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია სტამბოლის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობა 4.319.167-ს შეადგენს (პროვინციისა 5.153.000, 2005 ცენზით) და ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზეა. ქალაქს უწინ ანგორა ან ენგიურიუ ექვა, რომაულ, კლასიკურ და ჰელენისტურ პერიოდებში კი ანკირა . ქალაქი ასევე ანკარის პროვინციის დედაქალაქია.

ანკარა ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია. აქ მდებარეობს თურქეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო მმართველობა და უცხოეთის ყველა საელჩო. ისტორიულად ქალაქი განთქმული იყო აქ მოშენებული განსაკუთრებული ჯიშის თხებით, დამახასიათებელი გრძელი ბეწვით და მისგან დამზადებული შალით (ანგორას შალი), ასევე განსაკუთრებული ჯიშის კატით (ანკარას კატა), თეთრი კურდღლებით, მსხლით, თაფლითა და რეგიონის მუსკატის ყურძნით.

ანკარა ციცაბო და კლდოვან ფერდებზეა აშენებული, რომელიც 170 მ-ით მაღლდება ენგური-სუს ხეობის მარცხენა სანაპიროდან. ქალაქის კოორდინატებია 39°52’30” N, 32°52′ E (39.875, 32.8333). ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილასაა გაშენებული და გარშემორტყმულია უნაყოფო, გამოუსადეგარი სტეპური ფლორით, რომელზეც მიმოფანტულია ჰიტიტთა, ფიგიელთა, ოსმანთა, ბიზანტიელთა და რომალეთა არქეოლოგიური ელემენტები. მას მკვეთრი კონტინენტური კლიმატი ახასიათებს ცივი თოვლიანი ზამთრითა და ცხელი მშრალი ზაფხულით. ნალექი ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის.

ქალაქის ერთ-ერთ ციცაბო ფერდობზე ძველი ციხე-სიმაგრის ნარჩენებია, რაც წარმტაც პანორამას ქმნის, თუმცა ქალაქის განაშენება ცუდად იყო დაგეგმილი და ის ძირითადად მზეზე გამშრალი ტალახის აგურით ნაგები შენობებისა და ვიწრო ქუჩებისგან შედგება. ქალაქში აქაიქ შემორჩენილია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური არქიტექტურა, მათ შორის ყველაზე განსაკუთრებულია აუგუსტუსის ტაძარი, რომლის კედლებზე აღბეჭდილია.  

ატაკულეს კოშკი

8d021f51643d

ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმი

04c502378d37

საერთაშორისო აეროპორტი

1ed9dff0b481

წყარო: ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button