SUZUKI GSX-R1000
მოკლე ინფორმაცია სუზუკი GSX-R1000 – ის შესახებ
suzuki-motor იაპონური კომპანიაა, რომელიც ქმნის მანქანებსა და მოტოციკლეტებს. suzuki აწარმოებს ყველა კლასის მოტოციკლებს (50 მოდელი მოტოციკლი და 5 მოდელი სკუტერი). მის არსენალში აგრეთვე შედის კვადროციკლები (6 მოდელი) და წყლის ტრანსპორტის ძრავები, როგორც 2 ტაქტიანი, ასევე 4 ტაქტიანები.
კომპანია სუზუკი 1920 წელს გამოჩნდა ბაზარზე. მოტოციკლეტებს ფირმა უშვებს 1952 წლიდან, თავიდან ეს იყო უბრალოდ ძრავიანი ველოსიპედი.
მისი სათავო ოფისი მდებარეობს ,,ხამამაცუ”-ში და 2008 წლის მონაცემებით ამ ფირმაში მუშაობს 16 850 ადამიანი.
ეხლა კი წარმოგიდგენთ მის ახალ მონსტრს SUZUKI GSX-R1000(K9)-ს
SUZUKI GSX-R1000 აღჭურვილია 4 ტაქტიანი, 4 ცილინდრიანი ძრავით თხევადი გაცივებით. მის 1 ლიტრიან ძრავს შეუძლია გამოიმუშაოს 185 ცხენის ძალა, რაც სავსებით საკმარისია 300 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად.
რაც შეეხება ფერს, წარმოდგენილია 4 ვარიანტი” ცისფერი თეთრით (ჩემი ფავორიტი), მქრქალი შავი, თეთრი ვერცხლისფერით და შავი წითლით.