არქივი

დროის სვლის შენელება

88028e294e85
სენსაციური ცდის ერთ-ერთი ავტორი თილ როზენბენდი უფრო ადრინდელ ”ალუმინის” კვანტურ საათთან ერთად(ფოტო Geoffrey Wheeler/NIST).
დროის სვლის ცვლილების ეფექტების აღმოჩენა, რომელიც ობიექტის სიჩქარეზე ან გრავიტაციის ძალაზეა დამოკიდებული, ადრე მეცნიერებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ კოსმოსურ სხეულებზე დაკვირვების დროს, ან ატომური საათის სვლის ცვლილებისას, რომელიც დაყენებული იყო სწრაფად მოძრავ თანამგზავრზე ან მაღალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავზე. ახლა ამის გაკეთება მკვლევარებმა ლაბორატორიიდან გაუსვლელად შეძლეს. ალუმინის იონებზე შექმნილი საათი, რომელიც ექსპერიმენტებში გამოიყენეს 40-ჯერ ზუსტია ეტალონურ, ცეზიუმის ატომურ საათზე. ფარდობითობის სპეციალური თეორიის თანახმად, დრო მოძრავი სხეულისათვის ნელდება. ახალ ექსპერიმენტში ალუმინის ორი ატომური საათი სინქრონიზირებული იყო ოპტიკური კაბელით. ერთში იონი ადგილზე იყო გაჩერებული, მეორეში კი მუდმივად მოძრაობდა წინ და უკან სპეციალურ დამჭერში, 4მ/წმ შიჩქარით. სიჩქარის მიზერულმა სხვაობამ გამოიწვია დროის სვლაში მიზერულივე განსხვავება, რომელიც მაინც შესაძლებელი გახდა აღნუსხულიყო, როგორც განსხვავება ორი ტაქტით ყოველი 10 კვადრილიონი ”წიკ-წიკისთვის”.

კედელზე დაკიდებულ საათზე დრო ოდნავ სწრაფად მიდის, ვიდრე ქრონომეტრზე, რომელიც იატაკთან ახლოს მდებარეობს. ამ სხვაობის ინსტრუმენტულად დაფიქსირება ფანტასტიკას წარმოადგენდა დღევანდელ დღემდე(ილუსტრაცია Loel Barr/NIST).

დედამიწის გრავიტაციული ველის ზემოქმედებით იცვლება დროის სვლა. პირველად ხსენებული ატომური საათი მეორე ასეთივე საათზე 17 სანტიმეტრით დაბლა დააყენეს, შემდეგ კი გადაიტანეს პირველი, 33 სანტიმეტრით მაღლა. ასეთმა ვერტიკალურმა ძვრამ წარმოქმნა დროის ათვლაში განსხვავება, რომელიც უტოლდებოდა 4 ტაქტიან განსხვავებას ყოველ 100 კვადრილიონზე. ეს მონაცემები აინშტაინის მიერ ნავარაუდევს ემთხვევა – საათის სვლის გადახრა 3 მიკროწამით წელიწადში ყოველი 1 კილომეტრიანი სხვაობით სიმაღლეში დედამიწის ზედაპირიდან.

წყარო:astro.com

:mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button