გასართობიკრეატივიუცნაური

ცოცხალი მაგიდა

715d6b8531ec

რას არ მოიფიქრებენ მოკლედ ფულის გამო… ამერიკელმა დიზაინერმა ჯულია ვინტერხაკელმა გააოცა მსოფლიო…

ჯულიას კომპანია წარმოგიდგენთ უჩვეულო მომსახურეობას VIP საღამოებისა და სხვადასხვა კერძო წვეულებიბისათვის. სახელად ამ მომსახურეობას ცოცხალი მაგიდები ჰქვია. ასეთი მაგიდების შუაში მოქცეულია ცოცხალი მსახიობი, რომელსაც შეუძლია არამარტო სახის მიმიკების შეცვლა და ენის ჩვენება, არამედ ნებისმიერ საუბარზე აყოლა. თუ რათქმა უნდა ამას კლიენტი ისურვებს.

ჯულიას “ცოცხალი მაგიდები” ორი ტიპისაა: “მოლაპარაკე თავები” და “კაბა მაგიდები”. პირველ შემთხვევაში მსახიობებს მარტო თავები უჩანთ რომელიმე კერძზე და მაკიაჟის ფუნქციას ბოსტნეული ასრულებს.

პირველ მაგიდას (ზემოთ,რომელიც ძირითად სურათადაა გამოტანილი ამ პოსტში) ეწოდება “ანანასის თავი”. გაფორმებულია ტროპიკულ სტილში.

ეს კი “სალათის თავია”. ვეგეტარიანელები ალბათ კმაყოფილნი დარჩებიან.

f9b26cf8c44f

ეს კარმენ მირანდაა (Carmen Miranda). დიზაინერის ჩანაფიქრით იდეალურია ტროპიკული და ლათინური საღამოებისთვის.

5d60879d0646

ჯულია მეორე ვარიანტი, ანუ “კაბა მაგიდები” უკვე სულ სხვა სტილია. აქ მსახიობები მაგიდის შუაში ფეხზე დგანან და კაბა, მაგიდის გადასაფარებლის როლს ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაგიდა-ადამიანი უფრო გამოსადეგია, რადგანაც მას შეუძლია არამარტო გესაუბროს, არამედ ჭიქებიც შეავსოს.

მაგალითად, მაგიდა მერლინ მონროსთან. მშვენიერია სალონური საღამოებისათვის, ბოჰემურ სტილში.

3cf32b60e414

ან ეს, ცოტა გოთიკურ სტილში. ეწევა, სვამს და ჭორებსაც მოგიყვებათ ცხელ-ცხელს.

5054ace3756d

ეს კი მშენიერი მანდილოსანია ვენეციურ სტილში. შეუძლია მარაოთი გაგაგრილოს თუ კარგად თხოვ.

487a950755bf

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close