უცნაური

ადგილები, საიდანაც აღარავინ ბრუნდება

b888a5ecf798
ჩვენს პლანეტაზე ბევრი იდუმალი ადგილია. ყველაზე ცნობილი კი ბერმუდის სამკუთხედი და ეშმაკის ზღვაა, სადაც გამუდმებით ქრებიან გემები და თვითმფრინავები, მაგრამ პლანეტაზე სხვა არანაკლებ “ჯოჯოხეთური” ადგილებიც არის…

კუნძული ბარსაკელმესი არალის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი სახელი ასე ითარგმნება: “წახვალ და ვერ დაბრუნდები”. ამბობენ, კუნძულზე ვინც კი წავიდა, სამუდამოდ გაქრა, ან ათეული წლის შემდეგღა დაბრუნდაო. 2000 წელს ამ კუნძულით საერთაშორისო ექსპედიცია დაინტერესდა, მაგრამ ხელისუფლებამ იქ წასვლის ნება არ დართო.
291606a572de

კიდევ ერთი ნაძრახი ადგილია კენიის ჩრდილოეთით, რუდოლფის ტბის პატარა კუნზული, რომელსაც აბორიგენები “დაუბრუნებელს” უწოდებენ. აქაურობას არავინ ეკარება და არცთუ უსაფუძვლოდ. 1935 წელს ტბაზე ინგლისელი მეცნიერის ვივიან ფუშის ექსპედიცია მუშაობდა. ერთხელ, მისი ორი წევრი – მარტინ შეფლესი და ბილ დაისონი კუნძულზე გაემგზავრნენ. ორი დღის შემდეგ მკვლევარებს შეატყობინეს, – ყველაფერი კარგად მიდისო. მერე სიგნალები შეწყდა. მეთხუთმეტე დღეს, ამხანაგების ბედით შეწუხებული კიდევ სამი მკვლევარი გაეშურა საბედისწერო კუნძულისაკენ, მაგრამ შეფლესის და დაისონის კვალს ვერსად მიაგნეს. ორასამდე აბორიგენს ბლომად ფულიც გადაუხადეს, მათ მთელი კუნძული გაჩხრიკეს, მაგრამ მეცნიერები თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
ab1fec73a327

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Weekly World News-ში გაჩნდა ცნობა, – კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარვორდის მახლობლად, გვირაბის მსგავს 50 მ. სიგრძის ხეივანში დროდადრო ხალხი იკარგება. უკვე 11 ადამიანი გაქრა უგზო-უკვლოდ. ხეივანში შესული ხალხი მეორე მხარეს აღარ გამოდისო..
ასეთივე “ცუდი” ადგილია 15 კმ-იანი ავტოსტრად ნიუ-მექსიკოს შტატში. აქაურები მას უწოდებენ “გზა არსაით”. უკანასკნელ წლებში აქ ორი ათეული ტურისტი გაქრა. “ეს ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი გზა ხალხს თითქოს ყლაპავს, იქიდან ვერსად გადაუხვევ… გარშემო საშიშროების მომასწავებელი არაფერი ცანს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანები ორთქლდებიან. აქაური მოსახლეობა გვერდს უხვევს ავტოსტრადის ამ მონაკვეთს და სხვებსაც იმავეს ურჩევს”, – აღიარა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
b0cd91f31f32

ახალი გვინეის ჯუნგლებში მცხოვრები ოლუგების საოცარი ტომის ხალხი ირწმუნება, რომ ცხოვრობს ორ სამყაროში: ჩრდილების ქვეყანაში და დღის ქვეყანაში. დღის ქვეყანაში, როგორც ისინი დედამიწას უწოდებენ, ისინი ყოველდღიურ, მიწიერ ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ დღეში რამდენჯერმე შეშდებიან და თვალებიც შუშისა უხდებათ. უხუცესები ირწმუნებიან, რომ ამ დროს ოლეგები ჩრდილების ქვეყანაში გადადიან. ჩრდილების ქვეყანა დედამიწას ჰგავს, მაგრამ ფიზიკური კანონები აქ სხვაგვარია. მაგალითად, ადამიანს შეუძლია 15 მ სიმაღლეზე ხტომა, მოსახლეობაც განსხვავებულია – ისინი ნეირდარტელელებს ჰგვანან, ჭიანჭველები ძაღლისხელანი არიან, მაიმუნებს კი ფრთები აქვთ და დაფრინავენ…

მეცნიერები დაინტერესდნენ ამ ტომით. სრულიად ჯამრთელი ადამიანები მათ თვალწინ გარკვეული ხნით შეშდებოდნენ, მერე კი მკვდრებივით ძირს ცვიოდნენ. მათ სხეულზე საშინელი ნაიარევი ჩანდა. ხშირად გამოფხიზლებულ ოლუგებს ხელში უცნობი საგნები ეჭირათ.

მსგავსი ამბები

Back to top button