გართობა

ინტელექტუალური შეკითხვები

25ea56f3d3fb

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო შეკითხვას

1. ეს ხე იყო ერთადერთი მცენარე ამ ცნობილი ადამიანის ბაღში.1820 წელს მას მეხი დაეცა, მაგრამ მისგან გააკეთეს სავარძელი, რომელიც ინგლისში, კერძო კოლექციონერთან ინახება და ფასდაუდებელ რელიკვიას წარმოადგენს. დაასახელეთ ეს პიროვნება და ამ ხის ჯიში?

2. 1910 წლის 5 აპრილიდან მატარებლის გასვლის შეფერხების გამო ის აკრძალეს საფრანგეთის რკინიგზის სადგურზე დაასახელეთ, რა არის ის?

3. ნაპოლეონი ამ წიგნის პოპულარობას ხსნიდა იმით, რომ მასში აღწერილია ევროპის უპირველესი ხალხის ომი ყველაზე განვითარებული ხალხის წინააღმდეგ. დაასახელეთ ეს წიგნი?

4. თუ ”ყველა გზა რომში მიდის” , სად მიდის ყველა გზა თვითონ რომში?

5. მე-7 საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მათმა მთავარსარდალმა თქვა: “ყურანში ისედაც ყველაფერია” და გასცა ბარბაროსული ბრძანება. რის გაკეთება მოითხოვა მან?

6. ერთი ჟურნალისტი ეკითხება ფოლკნერს:-ბევრი ამტკიცებს, რომ თქვენი ნაწარმოებები გაუგებარია ორჯერ და სამჯერ წაკითხვის შემდეგაც კი. რას ურჩევდით მათ? რა უპასუხა ფოლკნერმა?

7. 1975 წლის 14 სექტემბერს ფსიქიკურად არანორმალურმა ვილჰელმუს დე რეიკმა ერთ-ერთ ობიექტს მიაყენა 12 დარტყმა დანით, რომლის შესახებაც დაუყონებლივ იტყობინებოდა ყველა მსხვილი ახალი ამბების სააგენტო. დაასახელეთ თავდასხმის ობიექტი?

მსგავსი ამბები

Back to top button