საკითხავისასარგებლოსაქართველო

ჯგუფი Marselle და მისი ქართველი წევრი…

მინდა გიამბოთ ჯგუფზე Marselle, რომლის ერთი წევრიც ქართველი გახლავთ. დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენთაგანმა არც კი იცის მათი არსებობის შესახებ. ამ პოსტში სწორედ მათზე, უფრო ზუსტად ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე ლევან გოროზიაზე (L’ONE) გიამბობთ.

2008 წელს ლევანიმ მიიღო მონაწილეობა კონკურსში БИТВА ЗА РЕСПЕКТ, რომელიც მუსიკალურ არხზე muz-tv-ზე გადიოდა. შეგახსენებთ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. აგვისტოს ომმა რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს დაგვაშორა. მიუხედავად ყველაფრისა ლევანმა მაინც გაბედა და ყოველივე შიშის გარეშე იმღერა.

დაუკვირით ამ სიმღერის ტექსტს, მასში ნახსენებია მთლიანად საქართველო, ქუთაისი და თბილისიც…

ნახევარფინალში მან წააგო მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიმ ის აღიარა გამარჯვებულად. ხმის მიცემა სმს-ების საშუალებით ხდებოდა და ამიტომაც მისი წაგება მოულოდნელი არ ყოფილა. ნათელი იყო, რომ რუსები არ მისცემდნენ მხარდაჭერას ქართველს, მითუმეტეს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.

ეს კი ამ ჯგუფის პირველი კლიპია

აქვე წარმოგიდგენთ რამოდენიმე კლიპსაც

Marselle – Закрути блант

Marselle и ST “В твоем доме”

Marselle “Блок-шот”

Marselle “Кассета рэпа”

აქ მშვენივრად ჩანს მისი პოეზიის ნიჭიც :)

ლევანი დაიბადა კრასნოიარსკში, იზრდებოდა იაკუტიაში და ბოლო წლებია მოღვაწეობს მოსკოვში. რაც მთავარია ის არის ქართველი და ის ამას არასოდეს მალავს. მისი სიმღერების ტექსტში ეს ყველგან ჩანს ხოლმე.

მეუღლესთან ერთად

ქართულ ღვინოსაც მალევე აუღო ალღო.

საქართველოში ხშირად ჩამოდის

მასზე ძალიან ბევრი დაწერა შემიძლია, რადგანაც ლევანის ძალიან კარგად ვიცნობ და თუკი ვინმეს რაიმე შეკითხვა გაქვთ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და აუცილებლად გიპასუხებთ.

მათი ოფიციალური საიტიც სულ მალე იქნება, მანამდე კი შეგიძლიათ ეწვიოთ ამ გვერდს marsfm

***********************************************************************************
***********************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close