არქივი

ქალისა და მამაკაცის სექსუალური ჟესტები

59e9ef7d6ce5

მდედრობით და მამრობით სქესებს შორის გაუგებრობისთვის თავის არიდება შესაძლებელია, თუ “სხეულის ენა” გესმით… პოსტში გაიგებთ ქალისა და მამაკაცის სექსუალური ჟესტების შესახებ, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ ყველა სიტუაციაში – საქმიანი შეხვედრით დაწყებული, რომენტიული ვახშმით დამთავრებული…

არ გაგიკვირდეთ, თუ წაკითხულში საკუთარ თავს ამოიცნობთ. შესაძლებელია, იმასაც მიხვდეთ, რომ საწინააღმდეგო სქესის ქცევებს არასწორად აფასებდით.

ქალისათვის დამახასიათებელი სექსუალური ჟესტებია :

• იგრძნობს თუ არა მამაკაცის მზერას, მაშინვე დაიწყებს ტანსაცმლის\თმის გასწორებას (ცდილობს, ეს შეუმჩნევლად გააკეთოს), ან მხოლოდ თმაზე მსუბუქი შეხებით შემოიფარგლება.

• სწრაფი მოძრაობით თავის გვერდით გაქნევა, სახიდან თმის მოსაშორებლად. (მოკლე თმიანი ქალებიც აკეთებენ ხოლმე ამ ჟესტს, ინსტიქტურად).

• სიარულის დროს ზურგი და თავი სწორად უჭირავს (ყველას არ ეხება ეს :lol2: ) მკერდი წინ აქვს წამოწეული და თეძოებს რითმულად ამოძრავებს.

• დაჯდომის დროს, ფეხს ნელი მოძრაობით გადაიდებს მეორე ფეხზე და ისევ ნელი მოძრაობით ჩამოუშვებს.

• დგომის დროს მისი ფეხები ერთმანეთთან ახლოს არასდროს დგას (ანუ ცოტათი “გაჩაჩხული” დგას რა :lol2: )

• ხშირად, ჯდომის დროს, ერთი ფეხი მოკეცილი აქვს და მასზე ზის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.

• ხელების დემონსტრაცია – ხშირად აჩვენებს თავის ნაზ ხელებს მისი დაკვირვების ობიექტს.

• დროგამოშვებით სჩვევია მკერდის წინ წამოწევა.

• ახასიათებს ინტიმური მზერა, მსუბუქ ღიმილთან ერთად.

• მსუბუქი ღიმილი, შემდეგ ქუთუთოების დახრა (კეკლუცობს).

• ცდილობს ახლოს დაჯდეს სასურველ მამაკაცთან.

• ლაპარაკის დროს, მამაკაცისგან განსხვავებით, წინ იწევა და დაბალი, ჩუმი ხმით საუბრობს.

• მამაკაცისადმი დაინტერესებას გამოხატავს თვალებში ცქერით.

• მამაკაცის თანდასწრებით სარკეში ყურების დროს, გამუდმებით ტრიალებს და ათვალიერებს თავის ფორმებს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ დროს ტელეფონზე ლაპარაკობს) :yes:

• მამაკაცის თანდასწრებით პომადის წასმის დემონსტრირება ( კერავს :lol2: )

5c46b9cce771

რაც შეეხება კაცისთვის დამახასიათებელ სექსუალურ ჟესტებს :

• ფეხების ყოველთვის “გაჩაჩხული” :lol2: აქვს. მიუხედავად იმისა, ზის თუ დგას.. განსაკუთრებით შემსამჩნევია, როდესაც ზის, თითქოს “ავლადიდების” დემონსტრირებას ახდენს :evil:

• მისი მზერა მხოლოდ ქალის სახეს არ კმაყოფილდება.

• ხელით ისწორებს თმას, ჰალსტუხს, საყელოს, სახელოს, ეხება ყელს, მოძრაობს წინ და უკან – როდესაც ქალის მზერას გრძნობს.

• ახასიათებს ინტიმური მზერა თვალებში, 4-5 წამის შემდეგ თვალებს დაბლა ხრის :armjera:

• თუ თქვენს დანახვაზე თვალის გუგები უფართოვდება, ესეიგი მოსწონხართ :thanks: მაგრამ თუ უვიწროვდება, შანსი არ გაქვთ…

• ინტერესის ობიექტის დანახვისას, ემჩნევა გამოცოცხლება, მოდის ტონუსში (პრინციპში, ეგ ქალებსაც ახასიათებთ)

• ქალის შეთვალიერებისას, მათი მზერა, პირველ რიგში, მიმართულია ფიგურისკენ, შემდეგ ჩაცმისკენ, და მხოლოდ ამის შემდეგ – მკერდისკენ :armjera:

f2b2cd90b126

ამბობენ, “ყველა ერთ ქვაბში არ იხარშებაო” , ასე რომ, თუ ყველა ჟესტში საკუთარი თავი ვერ ამოიცანით, არაუშავს. ეს ზოგადი ინფორმაციაა მხოლოდ და მხოლოდ. გმადლობთ :thanks:

fin :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button