არქივი

არაჩვეულებრივი ნივთები(ადამიანის შექმნილი) – დორა

46c94d951327
არავინ და არაფერი არაა საშიში ადამიანისთვის , როგორც მეორე ადამიანი… მხოლოდ ადამიანში ღვივდება ის სისხლის წყურვილი , რომელიც არსაიდან ჩნდება და საშინელ, სახიფათო გამოგონებებს ქმნის. ამის მაგალითი მსოფლიო ომებია, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაიყოლეს და “მდიდარი” არსენალი დაგვიტოვეს.

გერმანიამ შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი კვალი დატოვა , სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამ “კვალის” სახელი
არტილერიული იარაღი დორა , ან დიდი გუსტავია, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში შეიქმნა.

ადოლფ ჰიტლერი თვითნება ადამიანი იყო და ვერსალის ხელშეკრულებას , რომელიც გერმანიას მსხვილ კალიბრიანი იარაღის წარმოებას უშლიდა , უბრალოდ იგნორირებას უკეთებდა.იდეა, უდიდესი იარაღის შექმნისა, რომელიც ყველანაირ ფორტიფიკაციურ გამაგრებას აიღებდა ფიურერის თავში 1936 წელს დაიბადა. მან იდეისთვის ხორცის შესხმა გადაწყვიტა და კრუპის იარაღის ფაბრიკას ესტუმრა , რომ კომპეტენტურ ადამიანებთან ესაუბრა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და გაიცა განკარგულება ამ იარაღის შექმნისთვის.

8828faa20468

მუშებმა მისი აგება დაიწყეს და 5 წლის შემდეგ იარაღი მზად იყო . დაარქვეს მას “დორა” , ასე ერქვა შემქმნელის ცოლს.

იარაღის მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო . დორას ლულა შეიძლებოდა დაეყენბინათ 65 გრადუსამდე ნებისმიერ კუთხეზე. ერთადერთი ნაკლი – ლულას არ შეეძლო ჰორიზონტალურად მოძრაობა, მოუწიათ დაკმაყოფილებულიყვნენ მხოლოდ ვერტიკალური მოძრაობით.საშუალოდ დორადან გაშვებული ჭურვს უნდა გაენადგურებინა სამიზნე , რომელიც 25 კმ_ით დაშორებული იყო მისგან. მაქსიმალური სიგრძე რომელსაც ჭურვი გადიოდა 40 კმ იყო.

fa68c250a699

32 მეტრიანი ლულიდან საშინელი ხმით გადიოდა “ტყვია” კალიბრით 807 მმ, რომლის საშუალო მასა 7 ტონას აღწევდა. ადამიანი ამ ჭურვთან პაწაწინა ჩანდა.მისი მიზანი იყო გაეტანა ბრონი სისქით 1 მეტრი , 7 მეტრიანი ბეტონის კედელი და გასულიყო მაგარი გრუნტის ქვეშ სეღრმეზე 30 მეტრით.

6b2e69597a7f

პირველები , ვისაც ეს იარაღი უნდა ენახათ მეომრებს , რომლებიც მაჟინოს ხაზს იცავდნენ,მაგრამ სანამ დორა ააწყვეს მაჟინო მაქამდე დაიკავეს.

ამის შემდეგ ფიურერმა თვალი ყირიმს დაადგა. . . ამ გიგანტის გვერდით გავლისას ის უკვე ფიქრობდა სისხლიან გამარჯვებაზე.აქვე გაჩნდა კითხვა დორას გადაადგილების შესახებ. ეჭვიც არ იყო : დორა უნდა გადაადგილებულიყო რკინიგზის მეშვეობით.

ამ არტილერიულ იარაღს ყირიმამდე 2 ლოკომოტივი “მიათრევდა” (თითო 1050 ცხენის ძალით) და 106 ვაგონი , რომლებში დაშლილი დორა იყო.43 ვაგონი გატენილი იყო ადამიანებით , რომლების დორას აწყობას სჭირდებოდა. ამასთან ერთად იყო მინდვრის სამზარეულო და სპეციალური მასკირების საშუალებები (წარმოიდგინეთ რამდენი დასჭირდებოდა ამხელა იარაღის ცნობისმოყვარე თვალისგან დამალისთვის!!). და ასევე . . . “მოძრავი” ბორდელი.
პრინციპში ამდენი ადამიანი არც ისე ბევრი იყო , თუ გავითვალისწინებთ რამდენი ძალისხმევა იყო საჭირო ცეცხლის გახსნამდე.

d2f71b184518

თუმცა ჰიტლერი ყველაფერი წყალში ჩაეყარა.დორას ლულიდან გავარდა 53 ჭურვი და 53 იდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს.ჭურვები უბრალოდ ტოვებდნენ ღრმა ორმოებს . ერთხელ მხოლოდ ერთხელ სევასტოპოლში შეირყა მიწა , როდესაც დორადან გასროლილი ჭურვი იარაღის საწყობს მოხვდა.

შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს , რომ ამხელა გიგანტის მართვა ძალიან ძნელი იქნებოდა და სწორი კუთხის არჩევა სადანაც დორა გაისვრიდა საერთოდ შეუძლებელი. დორა მხოლოდ აზანზარებდა მიწას , 150 მეტრიან მტვერის ღრუბელს ქმნიდა და პატარა მიწისძვრის მსგავსად ყრიდა ჭურჭელს ახლომდებარე სახლებში.

ფიურერი ბოლო ბოლო მიხვდა , რომ მისი შექმნილი არსება არც ისე სისხლისმღვრელი და სიკვდილის მომტანი იყო. როდესაც ჩაწვდა იმ აზრს , რომ მას უბრალოდ უფლება არ აქვს ამდენი რესურსი მხოლოდ ერთ იარაღზე ხარჯოს, ბრძანა დორა დაეშალათ და ჩუმად შეეტანათ გერმანიაში.

უმძიმესი არტილერიული დანადგარის ისტორიას და მის ბოლოს არ ახმაურებდნენ, მაგრამ ამხელა მანქანის გადატანა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.ცნობილია , რომ დორა მიიტანეს ტილამდე , სადაც იპოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და გამოკვლევების შემდეგ გადააგზავნეს . . . გადასადნობად.

ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button