გამოგონება

გამოგონებები და მათი გამომგონებლები

a1e647dbd91c

ერნო რუბიკი უნგრელი გამომგონებელი, მოქანდაკე და არქიტექტურის პროფესორი. ძირითადად ცნობილია მის მიერ მოგონილი თავსატეხებით, განსაკუთრებით კი — რუბიკის კუბითა და რუბიკის გველით. ;)

fcbe71d285ce

ისააკ მერიტ ზინგერი — ამერიკელი გამომგონებელი, მსახიობი და მეწარმე. მას ეკუთვნის საკერავი მანქანის მნიშვნელოვანი ტექნიკური გამუჯობესება და ის იყო ზინგერის საკერავი მანქანის კომპანიის (Singer Sewing Machine Company) დამფუძნებელი.

3561b7f4e2e2

ანტუან-ჯოზეფ ‘ადოლფ’ საქსი იყო ბელგიელი მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერი და მუსიკოსი (კლარნეტისტი), რომელიც საქსოფონის გამოგონებთაა ცნობილი.
ადოლფ საქსი დაიბადა დინანტში, ვალონია, ბელგია. მისი მამა, ჩარლზ-ჯოზეფ საქსი, თვითონაც ინსტრუმენტების დიზაინერი იყო, და რამდენიმე ცვლილება შეიტანა საყვირის დიზაინში. :cool:

89654cfb5824

რობერტ ფულტონი— იყო ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი. 1800 წელს ნაპოლეონის რეკომენდაციით მან ააგო გემი ‘ნაუტილუსი’, რომელიც პირველი წყალქვეშა ნავი იყო მსოფლიო ისტორიაში. 1807 წელს მან პირველმა ააგო ბორბლებიანი გემი, რომელზედაც ორთქლის მანქანა დააყენა. :ae:

370574029bb7

1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის ,,მიკროგრაფია”, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ექსპერიმენტებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ. :no:
ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.

წყარო: ვიკიპედია

თეგები
Back to top button
Close
Close