მისტიკასაკითხავიუცნაური

ციხესიმაგრეები მოჩვენებებით

43740807a5e6

ციხესიმაგრეები, სადაც მოჩვენებები სახლობენ. ყველანი გაგრძელებაში

1)გლემისის ციხესიმაგრე,შოტლანდია

43740807a5e6

ამ ციხესიმაგრეში,რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს,მთელი რიგი მოჩვენები დასახლდა.ადრე იქ ცხოვრობდნენ ორი ერთმანეთთან მოქიშპე ტომი ოგილვი და ლინდსეი.ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ,ოგილვის ტომის რამოდენიმე მცხოვრებმა თავშესაფარი სთხოვა გლემისის ციხესიმაგრის მფლობელს.მან ისინი შიგნით შეუშვა,მაგრამ რადგანაც ლინდსეის შურისძიების ეშინოდა,ერთ ოთახში ჩაკეტა და იმ ოთახთან ახლოსაც კი არ გაუვლია არასდროს.რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ გლემისის ციხესიმაგრის მცხოვრებლებმა დარტყმის ხმები გაიგეს და როდესაც ეს ოთახი იპოვეს,იქ ძალიან ბევრი ჩონჩხი დახვდათ.კარებზე კაკუნი პერიოდულად მეორდებოდა,თითქოს შიგნით გამოკეტილი ხალხი ცდილობს თავის დაღწევას.ამ ციხესიმაგრეში შეგიძლიათ შეხვდეთ ქალის მოჩვენებას,რომელიც წითელი ნათებით არის გარშემორტყმული.ამბობენ,რომ ეს ლედი გლემისია,რომელიც რამოდენიმე საუკუნის წინ დადანაშაულებული იყო ჯადოქრობაში და შემდგომ დამწვარი ცეცხლზე.

2) ბუკინგემის სასახლე

26a45d77c9b1

ყოველ წელს,შობის ღამეს,ბუკინგემის სასახლეში ჯაჭვების რახარუხით გამოჩნდება კაცი,რომელიც ბერის ტანისამოსშია ჩაცმული.ეს არ არის საშობაო კარნვალის მონაწილე,არამედ ბერი-მოჩვენებაა,რომლეთანაც არაერთხელ ჰქონდა შეხება სასახლის მაცხოვრებლებს.ადგილობრივმა სპეციალისტებმა ამის ახსნა აღმოაჩინეს: თურმე,ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ,სასახლის ადგილას კეთროვანთათვის იყო გახსნილი საავადმყოფო,რომელიც რელიგიურმა ორდენმა ააშენა.სავარაუდოდ,ზუსტად ამ ორდენის ერთ-ერთი წევრი აშინებს სასახლის მცხოვრებლებს.

3) ფორტ მაკნეირი,ვაშინგტონი

7ffd4ff5029f

1992 წლის,12 თებერვალს ა.შ.შ. არმიის კაპიტანი,დევიდ ოსბორნი,დილის 4 საათზე ქალის განწირულმა კივილმა გააღვიძა: ” გევედრებით,დამეხმარეთ,დამეხმარეთ!!”.ეს ყველაფერი პრეზიდენტ ლინკოლნის დაბადების დღეს მოხდა.ფორტის დაცვა(თუ შეიძლება ასე ვთქვათ) ირწმუნებოდა,რომ დევიდს დახმარებას,42 წლის ქალბატონი- მერი სურატტი სთხოვდა,რომელიც ფორტის ტერიტორიაზე 1865 წლის 7 ივლის კიდევ 3 კაცთნ ერთად ჩამოკიდეს,მათ ბრალად ედებოდათ ლინკოლნის მკვლელობაში მონაწილეობაში.კაპიტანი ოსბორნი ფორტში ოთახ ნომერ 20-ში ცხოვრობდა,რომელშიც ოდესღაც მერი იმყოფებოდა.ადრე ეს ციხის საკანი იყო.მის წინააღმდეგ არ ყოფილა რეალური ბრალდებები,მაგრამ მაინც ჩამოკიდეს.იმ დღიდან ფორტის მცხოვრებლები ვერ ისვენებენ.ბავშვებიც კი ყვებიან,როგორ ეთამაშება მათ შავებში ჩაცმული ქალი.ამბობენ,რომ ამ ოთახში ღამით ავეჯი გადაადგილდება,ხოლო კედლებზე დაკიდებული სურათები- იხრება.

უღრმესი მადლობა MiSS BlaCK გაიხარე ნაწ :*

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close