საკითხავისასარგებლოუცნაური

ნასკას უდაბნოს ამოუხსნელი საიდუმლო

e668989666a4

პერუს სამხრეთით მდებარეობს უაყოფო, რუხი ყავისფერი უდაბნო ნასკა, თავისი იდუმალი ფიგურებით, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მეცნიერების ამოუცნობ ამოცანად რჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ფიგურების შესახებ უფრო ადრეულ ჩანაწერებს XVI საუკუნის შუა წლებში ვხვდებით, სადაც მათ უცხოელთათვის გზის გამკვლევ ფიგურებად” მოიხსენიებენ.

უძველესი დროიდან დღემდე კაცობრიობას სხვადასხვა ცხოველისა და მცენარის, ხაზებისა და გეომეტრიული ფიგურის ასობით გიგანტური გამოსახულება შემორჩა. უდაბნო ნასკას პლანომეტრული შესწავლა მხოლოდ XX საუკუნეში, გერმანელი მეცნიერის მარია რაიხეს ინიციატივით 1946 წელს დაიწყო. ამ ქალბატონის წყალობით, რომელმაც უდაბნოს შესწავლას თავისი ცხოვრების თითქმის 50 წელი მოანდომა, პლატოს მთელი ტერიტორია ეროვნულ არქეოლოგიურ პარკად გამოცხადდა. მკვლევრები ნახატების ასაკზე შეთანხმდნენ და მათ შემქმნელად იმავე სახელწოდების მქონდე ადგილობრივ ინდიელ ტომს მიიჩნევენ, თუმცა დღევანდელი კაცობრიობა მთელი თავისი თანამედროვე მიღწევებით, ოდნავადაც კი ვერ მიუახლოვდა ნასკას კომპლექსის შექმნის რეალურ მოტივებს.

49a02db6c26c

თუ უდაბნოს დათვალიერებას გადაწყვეტთ, ქალაქ ნასკაში მდებარე საკმაოდ კარგად მოწყობილ აეროპორტს უნდა ესტუმროთ. აეროპორტის მთლიანი ტერიტორია უამრავ ავიაკომპანიას უჭირავს, რომლებიც თავიანთ პატარა თვითმფრინავებს პლატოს სანახავად ტურისტებზე აქირავებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უდაბნოს წყალობით, ქალაქში ტურიზმი მნიშვნელოვნადაა განვითარებული. ექსკურსიისთვის განკუთვნილი 40 წუთი არცთუ ისე იაფი, ერთ ადამიანზე 100 ათასი დოლარი ჯდება, თუმცა მიღებული შთაბეჭდილება იმედს ნამდვილად არავის გაუცრუებს.

უდაბნო ნასკასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მის მნიშვნელოვან საიდუმლოდ ნახატები მიაჩნია. რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან თავად მეცნიერებიც, უპირველესად, მათ შესასწავლად ჩადიან. პლატოზე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით 50 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით 5-7 კილომეტრზეა გადაჭიმული, დღესდღეობით მხოლოდ 30 ნახატია ცნობილი. ყველაზე დიდ საიდუმლოს კი ხაზები და ზოლები წარმოადგენს, რომელთა რიცხვიც 13 ათასს აჭარბებს. გარდა ამისა, ცნობილია 700-მდე გეომეტრიული ფიგურა, ძირითადად, სამკუთხედები, ტრაპეციები და ასობით სპირალი. სხვადასხვა კუთხით გადაღებულ სურათებსა და ვიდეომასალებს, არ შეუძლიათ იმ შთაბეჭდილების გადმოცემა, რასაც ადამიანი ჩიტის სიმაღლიდან დანახვისას განიცდის. იდეალურად სწორი ხაზები ჰორიზონტს კვეთენ, მდინარეების დამშრალ კალაპოტებს ჭრიან, ბორცვებზე მიიკლაკნებიან და, რაც მთავარია, მიმართულებას ერთი მტკაველითაც კი არ სცილდებიან. როგორ და ვისთვის შექმენს გიგანტური ზომის “მონახაზები”, გაუგებარი რჩება.

f41117d7c0b7

ხაზები და ზოლები ერთმანეთს მრავალჯერ კვეთენ. ზოგიერთ შემთხვევაში ხაზებ ზედ ნახატებზეა გაკეთებული, ხოლო გეომეტრიული ფიგურები თავის მხრივ ზოლებს კვეთენ. ეს ყველაფერი იმის შესახებ მეტყველებს, რომ ნასკას კომპლექსი გამოსახულებებით არაერთხელ დაფარულა, ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მოგვიანებით გაკეთებული ფიგურები წინამდებარე ნახატების კონტურებს არ შლიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უდაბნოზე მანქანამ ერთხეკ ნაუბც, რომ გაიაროს, მისი გრუნტი იმდენად რბილია, იგი აუცილებლად კვალს დატოვებს და სწორედ ამ მიზეზის გამო ნასკას ტერიტორიას საგულდაგულოდ იცავენ, ხოლო ნახატის უნებლიე გაფუჭების შემთხვევაშიც კი, კანონი ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთასა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ თუ მანქანა ერთხელ გავლით კვალს ტოვებს, მაშ როგორ დახაზეს ეს ფიგურები ისე, რომ არსად საცალფეხო ბილიკი არ შეინიშნება? სად არის იმ ადამიანთა ნაფეხურები, რომლებიც ასობით მეტრის მქონდე ხაზებისა და ფიგურების შესაქმნელლად მოდიოდნენ? ნასკას ფიგურებისა და ხაზების მრავალწლიანი გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ფიგურების ურთიერთმდებარეობა, მათი პროპოციები და ზომები, სხვადასხვა, მაგრამ მკაცრად დაცულ მათემატიკურ კანონებს ემორჩილება.

9a826b0cef03

4201edf3b0fc

793d23256e74

წყარო: მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები

მსგავსი ამბები

Back to top button