არქივი

ჩემი ლექსები 4

5e7cecdcad0d

რახან ჩემმა ლექსებმა ასე თუ ისე ფართო გამოხმაურება ჰპოვა და ბევრს მოეწონა, გადავწყვიტე გამეგრძელებინა მათი დადება…
იმედია კვლავაც მოგეწონებათ :))

პატარა წყარო და გლობალიზაცია

მდელოდან მოსჩქეფს, ანკარა წყარო,
ყინულზე ცივი და საოცარი,
ჯერ არ დამლიო, პატარა ვარო,
მალე გავხდები გასაოცარი…

ტრამალებს მშვიდად მიუყვებოდა,
წვიმის წვეთები ეხმარებოდა,
ჩანაფიქრს ვერვინ მიუხვდებოდა,
იდუმალება შეჰყვარებოდა…

პატარა წყარო, ნელა, თანდათან,
იზრდებოდა და ფართოვდებოდა,
დაფიქრდებოდა ისიც ხანდახან,
როცა კლდის კიდე ახლოვდებოდა…

გადალახავდა მასაც მშვიდობით,
გაივაკებდა, გაილაღებდა,
შეუდგებოდა მეტი ცქვიტობით
და მეტისმეტად გაიხარებდა…

თუმცა კი გრძნობდა, მისი ხალისი,
არ იქნებოდა ესოდენ დიდი
და დასასრული შესაბამისი
ზღვა იქნებოდა ტიალი, ფლიდი…

და ისიც როგორც ყველა პატარა,
მის დიდი ტალღებში დაინთქმებოდა,
ისევ სპეტაკი, ისევ ანკარა
აღარასოდეს არ იქნებოდა…

აღარ იცოდა წყარომ რა ექნა,
დაიწყო ლოცვა, ღმერთს სთხოვა შველა,
იცოდა მხოლოდ რომ ღმერთმა შექმნა
და ისევ მასვე სთხოვდა ეშველა…

გამოეღვიძა ღრუბლებიდან მზეს,
ისე ჩამოცხა მიჭირს გამოთქმა,
ვეღარ გაუძლო წყარომ ამ სიცხეს
და წამიერად, უცებ აორთქლდა…

არავინ იცის სად გაქრა წყარო,
მაგრამ ყოველთვის წვიმის წვეთები,
მეუბნებიან ის წყარო ვარო,
ზღვას, რომ ებრძოდა თავგამეტებით…

წუთისოფელი

რა უეცარი არის ცხოვრება,
დროს ვერასოდეს ვერ გააჩერებ,
მაგრამ რა ტკბილად მოგაგონდება,
შენი ბავშვობა და სილამაზე…

თვალს და ხელს შუა გაივლის წლები,
ისე გავა დრო, რომ ვერ შეიცნობ,
სანამ ლოგინად არ ჩავარდები,
სიბერის მოსვლას შენ ვერ შეიგრძნობ…

მაგრამ ერთ დღესაც მიხვდები რომ შენ,
შემოგპარვია თმაში ჭაღარა,
გმირი მებრძოლი სამშობლოს ომში,
არა, ის ბიჭი, უკვე აღარ ხარ…

მაშინ შეიცნობ რომ თურმე ჭკნები,
რა ახლოსაა ღმერთო სიკვდილი,
შეიგრძნობ მასაც, თანდათან კვდები,
გატეხილი და ღონემიხდილი…

არა და ერთ დროს რა ბიჭი იყავ…,
გუტეხელი, შეუპოვარი,
სადაც გინახავს, ყველგან დაგიცავს,
გაჭირვებული და უპოვარი…

თუმცა გაგტეხა წუთისოფელმა,
სჯობდა ბრძოლაში, რომ მომკვდარიყავ,
გაიგო უკვე მთელმა სოფელმა,
თითქო კი სუნთქავ, მაგრამ მკვდარი ხარ…

მაინც ნუ ღელავ, რაღა გადარდებს,
დახუჭავ თვალებს, ფართოდ გახელილს,
თან წაიყოლებ საკუთარ დარდებს,
ქვეყნად დაგრჩება მხოლოდ სახელი…

ქალებს

მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით…

ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი,
ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც,
მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი,
ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში…

ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს,
თავის თვალს, ერთი, ლამაზი ქალი
და გულითაც რომ არ გეწადინოს,
მაინც გაჰყვები ალერსით მთვრალი…

უფლის საჩუქარი

გამიგია თუმრმე ღმერთი, არიგებდა რჩეულ მიწებს,
ბოლოს დარჩა მიწა ერთი და ქართველებს ბოლოს მისცეს,
ქართველები რომ მივიდნენ აღარ იყო მათი წილი
და სამოთხე გაიმეტა, ღმერთმა მისთვის წილხვედრილი…

ჩვენ კი ჩვენ წილ ამ სამოთხეს ეპოქები ვუფრთხილდებით,
ბევრი ტანჯვა განგვიცდია, მაგრამ მტერს არ ვუშინდებით,
სხვას არ მივცემთ, არც წავართმევთ და ნურავინ გვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით, რომ მკვდარსაც გაეცინება!!!


გიორგი ხერგიანი

მსგავსი ამბები

Back to top button