გართობა

Pixar Animation Studios

2d67ab66d6b3

კომპიუტერული ანიმაციის ოსტატი Pixar Animation Studios ყველა დროის ყველაზე ცნობილი კინოსტუდიაა, რომელიც არამხოლოდ პატარებისთვის არამედ დიდებისთვის უსაყვარლეს გმირებს ქმნიდა და ქმნის.

ამ კინოსტუდიას ბევრ სხვა მიღწევასთან ერთად მიღებული აქვს 10 ოსკარი, 4 ოქროს გლობუსი და 3 გრემი.

პიქსარი 1979 წელს დაარსდა Lucasfilm-ის კომპიუტერული განყოფილების ქვედანაყოფად. 1986 წელს იგი შიესყიდა Apple-ის თანადამაარსებელმა სტივ ჯობსმა. ხოლო 2006 წელს Walt Disney Company-მ შეისყიდა პიქსარი.

პიქსარმა შექმნა 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი დაწყებული Toy Story-ით 1995 წელს და თოთოეულმა მათგანმა დიდი წარმატება მოუტანა სტუდიას.

ყველა 6 ფილმი რომელიც შეიქმნა მას მერე რაც ოსკარში დაემატა Best Animated Feature ნომინაცია 2001-ში, იყო ნომინირებული ამ ადგილზე ხოლო მათგან 4-მა – Finding Nemo, The Incredibles, Ratatouille, and WALL-E კიდევაც აიღო პრიზი.

Pixar-is მეორე ანიმაციის – A Bug’s Life-ის შემდეგ ყოველ სრულმეტრაჟიან ანიმაციასთან ერთად იქმნებოდა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები რომლებიც თავიდან სრულმეტრაჟიანების ნაწილებით იყო შექმნილი და როგორც წესი CAST-ის მერე უშვებდნენ. მაგრამ Monsters, Inc.-ის შემდეგ მოკლემეტრაჟიანებში უკვე სრულმეტრაჟიანებისგან განსხვავებულ სიუჟეტებს იყენებენ.

მოკლემეტრაჟიანებისგან 9 იყო ნომინირებული Best Animated Short Film ნომინაციაში და მათგან 3 (Tin Toy, Geri’s Game, For the Birds) გახდა გამარჯვებული.

წარმოგიდგენთ ამ მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს წლების მიხედვით (თავიდან ყველაზე ახლები). ძალიან მაგრებია უყურეეეთ :)

Partly Cloudy
2009

BURN-E
2008

Presto
2008

Your Friend the Rat
2007

Lifted
2006

Mater and the Ghostlight
2006

One Man Band
2005

Jack-Jack Attack
2005

Boundin’
2003

Mike’s New Car
2002

For the Birds
2000

Geri’s Game
1997

Knick Knack
1989

Tin Toy
1988

Red’s Dream
1987

Luxo Jr.
1986

The Adventures of André and Wally B.
1984

ბოლოები შეიძლება არ მოგეწონოთ დიდად მაგრამ არ დაივიწყოთ რომელი წლის ნაშრომებია.

თუ დაგეზარებათ ყველას ყურება, ესენი მაინც ნახეთ აუცილებლად: Partly Cloudy, Presto, Your Friend the Rat, Lifted, Mater and the Ghostlight, One Man Band, Jack-Jack Attack, Mike’s New Car, For the Birds და Geri’s Game. ნუ თითქმის ყველა :D :D

მსგავსი ამბები

Back to top button